თავშესაფრის პროცედურა – Asylverfahren

Flyer – 27. October 2023

TwitterFacebookCopy Link

თუ თქვენ დატოვეთ თქვენი ქვეყანა ომის ან დევნის გამო, გერმანიაში გაქვთ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. თქვენ უნდა მიმართოთ თავშესაფრის განცხადებით . გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური, რომელიც ცნობილია როგორც BAMF, განიხილავს თქვენს განაცხადს.

ამ ვიდეოში თქვენ მიიღებთ მოკლე ინფორმაციას გერმანიაში თავშესაფრის უფლების შესახებ სხვადასხვა ენაზე: www.asylindeutschland.de

თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, თქვენ მიიღებთ დროებით ბინადრობის ნებართვას გერმანიის «Aufenthalts-Gestattung» ბინადრობის ნებართვით (ცნობილი, როგორც “Ausweis”).

გასაუბრება/ ინტერვიუ

თუ გერმანია პასუხისმგებელია თქვენს თავშესაფრის მოთხოვნაზე, მოსმენა ან გასაუბრება ჩატარდება BAMF-ში. ეს არის თქვენი შანსი დაასაბუთოთ თქვენი მოთხოვნა თავშესაფრის შესახებ. გასაუბრება (ინტერვიუ) არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.

გთხოვთ კარგად მოემზადეთ თქვენი ინტერვიუსთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი გამოცდილება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და ასევე მოიტანოთ რამდენიმე მტკიცებულება, თუ გაქვთ. ასევე შეგიძლიათ

მოითხოვოთ მოსამზადებელი შეხვედრა ლტოლვილთა საკონსულტაციო ცენტრში.

აქ ნახავთ დამატებით ინფორმაციას კანონთან ურთიერთობის, თქვენი უფლებების, მოსმენის, სკოლის, სამუშაოსა და თავშესაფრის პროცედურების შესახებ

სხვადასხვა ენაზე. ინფორმაცია ქართულ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი.

გერმანული: bbonlink.de/asyldt

ინგლისური: bbonlink.de/asyleng

რუსული: bbonlink.de/asylru

საცხოვრებელი

თავშესაფრის მიღების პროცედურის დასაწყისში თქვენ იცხოვრებთ მიმღებ ცენტრში, სახელად „Erstaufnahme“ (მიღების პუნქტი) შესაძლებელია იქ დარჩეთ

მანამ, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული თქვენი განაცხადის შესახებ, ან სანამ გადახვალთ სხვა საცხოვრებელში.

სამწუხაროდ, თქვენ ვერ გადაწყვეტთ, სად გსურთ იცხოვროთ გერმანიაში. თქვენ გაგაგზავნიან გარკვეულ ქალაქში ან სოფელში და უნდა იცხოვროთ იქ ბინაში ან სხვა ბანაკში. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ გადაყვანის თხოვნით მისაღებ ბანაკს ან სთხოვოთ ერთი ქალაქიდან მეორეში გადაყვანა, მაგრამ არსებობს მხოლოდ შეზღუდული მიზეზები, რის გამოც თქვენ მიიღებთ საცხოვრებლის შეცვლის უფლებას.

აქ ნახავთ დამატებით ინფორმაციას გერმანულ და ინგლისურ ენებზე, თუ როგორ უნდა მიიღოთ ტრანსფერი მიმღები ბანაკიდან: bbonlink.de/transfer (გერმანული ინგლისური)

სამუშაოს, ოჯახის გაერთიანების, რელიგიური თავისუფლების ან ოჯახის წევრების გრძელვადიანიმოვლის , სწავლის კურსის დაწყების, სტაჟირების ან ტრენინგის დაწყების გამო… შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ქალაქში ან სოფელში გადასვლისთვის თავშესაფრის განაცხადის განხილვის დროს. მაგრამ თქვენ უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულებები და დაასაბუთოთ ეს მიზეზები.

წერილები

თუ გადახვალთ, უნდა აცნობოთ BAMF-ს, საიმიგრაციო ორგანოებს და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თქვენი ახალი მისამართის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წერილები ყოველთვის იგზავნება ბოლო მისამართზე, რომელიც თქვენ მიაწოდეთ ხელისუფლებას. გთხოვთ, სწრაფად მოიძიოთ

დახმარება რათა გაიგოთ ოფიციალური წერილების შინაარსი, რადგან ისინი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას და აქვს გათვალისწინებული მოკლე ვადა პასუხის გასაცემად.

დოკუმენტები

გერმანიაში თქვენი ვინაობის დასადასტურებლად ოფისებში ან ბიუროებში სჯობს ჩააბაროთ ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გაქვთ. სასურველია პასპორტები, დაბადების მოწმობები და ა.შ. სანამ ამას გააკეთებთ, გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან ან სხვა ლტოლვილთა საკონსულტაციო ცენტრში.

ნუ იჩქარებთ !


Weitere Themen aus dem Notfallkoffer

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

გადაუდებელი ნაკრები დეპორტაციის წინააღმდეგ დაზარალებულთათვის

Date 27 October 2023
დაზარალებულთათვის: ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ დეპორტაციისეს გადაუდებელი ნაკრები განკუთვნილია ტოლერანტული ადამიანებისთვის, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ.ეს ინფორმაცია გამიზნულია იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ საფრთხეს…
mehr lesen

დეპორტის საფრთხე? დამხმარე უნარები,საშუალებები სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ – Stress

Date 27 October 2023
დეპორტაცია ძალადობრივი პრაქტიკაა. თუ თქვენ გემუქრებათ დეპორტაცია და თქვენი სხეული რეაგირებს ამ ხშირ და მუდმივ სტრესზე, მაგ. ძილის პრობლემებით, შიშით,…
mehr lesen

პოლიცია – Polizei

Date 27 October 2023
პოლიციაპასუხისმგებელიადეპორტაციაზე. მათმიყავთ ის ადამიანები სახლებიდან ან ბანაკებიდან, რომლებიც უნდა დადეპორტდნენ. ისინი შეიძლება მოვიდნენ დღის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ, დილით ადრე. ამ…
mehr lesen