ფლაერები

ჩვენი ფლაერები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან თავშესაფრის მიღების პროცედურაში და შემწყნარებლობის მქონე ადამიანებისთვის. იქ ნახავთ კონტაქტებს რჩევისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ამობეჭდოთ ფლაერები და დაურიგოთ ისინი ბევრ ადამიანს.

ხელისუფლებას უფლება აქვს, ბევრი რამ გადაწყვიტოს ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე. ხშირად არ გესმით გადაწყვეტილებები. ეს არის იმედგაცრუება. მაგრამ მნიშვნელოვანია იყოთ კარგად და სწორად ინფორმირებული: ბევრი ცრუ ჭორია, მაგალითად, ინტერნეტში. სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ენდობი ხელისუფლების თანამშრომლებს. ისინი ხშირად არ აძლევენ საკმარის რჩევებს იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს ლეგალური ბინადრობის მისაღებად.

ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება არასწორია და შეგიძლიათ დაიცვათ თავი.

თუ იცით თქვენი უფლებები და კანონები, შეგიძლიათ მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები და იმოქმედოთ თქვენთვის!

თქვენ უბრალოდ არ გჭირდებათ ლოდინი: იყავით აქტიური!

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

დეპორტის საფრთხე? დამხმარე უნარები,საშუალებები სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ – Stress

დეპორტაცია ძალადობრივი პრაქტიკაა. თუ თქვენ გემუქრებათ დეპორტაცია და თქვენი სხეული რეაგირებს ამ ხშირ და მუდმივ სტრესზე, მაგ. ძილის პრობლემებით, შიშით, ფიზიკური დაძაბულობით და ტკივილით, ეს ძირითადად ჯანსაღი რეაქციებია ამ მუდმივ სტრესზე. . მწვავე სტრესის ურთიერთქმედება ხანდახან მრავალწლიან ძალადობრივ გამოცდილებასთან დევნის კონტექსტში, ასევე რასიზმთან და ძალაუფლების მქონე სხვა სტრუქტურებთან შეიძლება აისახოს BI_PoC-ის სხეულებში ან დეპორტაციის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში და აქვს გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტი სხეულზე და ჯანმრთელობაზე. სტრესი, შიში, დაძაბულობადა სხვაფიზიკურირეაქციები, ისევეროგორცძირეულისოციალურიმიზეზებსი, არ იძლევიან„სუნთქვის“ უფლებას. – დაეს არუნდაეხებოდესდეპორტაციისგამარტივებას, რათა ადამიანები “უკეთესადგაუმკლავდნენამას”! უფრო მეტიც, ამ ფლაერის მიზანია წარმოადგინოს რამდენიმე რესურსი და სავარჯიშო, რომლითაც შეგიძლიათ რაიმე კარგი გააკეთოთ საკუთარი თავისთვის და დამშვიდდეთ, ასევე,…

პოლიცია – Polizei

პოლიციაპასუხისმგებელიადეპორტაციაზე. მათმიყავთ ის ადამიანები სახლებიდან ან ბანაკებიდან, რომლებიც უნდა დადეპორტდნენ. ისინი შეიძლება მოვიდნენ დღის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ, დილით ადრე. ამ შემთხვევაში დეპორტაციის თავიდან აცილება ჩვეულებრივ აღარ შეიძლება. ამიტომ მნიშვნელოვანია იმოქმედოთ ადრე და განახორციელოთ ყველა შესაბამისი ღონისძიება დარჩენის უფლების მოსაპოვებლად და არ დაელოდოთ Duldung-ს. გადაუდებელ ბუკლეტში დეპორტაციის წინააღმდეგ (“Notfallkoffer gegen Abschiebung”) ჩვენ გთავაზობთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ დეპორტაციის წინააღმდეგ: bbonlink.de/nofallkoffer-betr-geo პოლიცია ბინის კარებთან? სიმშვიდე შეინარჩუნეთ ! თუ ის ადამიანი ხართ ვინც უნდა დაადეპორტონ არ გააღოთ კარი! და თუ თქვენ არ ხართ ის პირი ვისი დადეპორტებაც მათ აქვს განზრახული : არ გააღო კარი. შეეცადეთ ესაუბროთ მათ სპიკერის…

უარყოფითი გადაწყვეტილება თავშესაფრის პროცედურაში – Entscheidung

ფედერალური ოფისები გადაწყვეტილებას გამოგიგზავნიან წერილობით ყვითელი კონვერტით. თუ გყავთ იურიდიული მრჩეველი, თქვენი ადვოკატი აგრეთვე მიიღებს იდენტურ წერილებს. თუ დადებით პასუხს მიიღებთ, შეგიძლიათ დარჩეთ გერმანიაში – ბევრი სხვა ბიუროკრატიული საქმე გაქვთ გასაკეთებელი და შესაძლოა დაგჭირდეთ მიგრაციის კონსულტაციების ცენტრების დახმარება, მაგრამ გაქვთ გარკვეული უსაფრთხო პერიოდი გერმანიაში. არსებობს 3 სახის უარი: “unzulässig”დაუშვებელია უარყოფა Dublin-ის და თავშესაფრის მეორე განაცხადი “Folgeantrag””განმეორებითი განაცხადი”. უარი, როგორც ,,დაუშვებელი’’ ნიშნავს, რომ თქვენი თავშესაფრის მიზეზები არ იქნება საფუძვლიანად შესწავლილი, მაგრამ გერმანია არ მიიჩნევს თქვენს თავშესაფრის მოთხოვნას საჭიროდ. თქვენ გაქვთ 2 კვირა სამართლებრივი საჩივრის შესატანად. ეს საჩივარი არ გიცავთ დეპორტაციისგან. გარდა ამისა, თქვენ უნდა წარადგინოთ გადაუდებელი განცხადება [Eilantrag] დეპორტაციისგან დაცვის შესახებ….

დულდუნგი და ახლა ? – Duldung

თქვენ მიიღებთ წითლად გადახაზულ დროებით საბუთს (Duldung), თუ თქვენი განაცხადი თავშესაფრის ან ბინადრობის სხვა ფორმის შესახებ უარყოფილია და თქვენ უნდა დატოვოთ გერმანია. ეს ცუდი მდგომარეობაა. ბევრ უფლებას უგულველყოფენ, მაგ. თქვენ თვითონ ვერ გადაწყვეტთ სად იცხოვროთ. მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ დეპორტაცია გარდაუვალია. ზოგიერთი ადამიანი ,,Duldung’’ -ით ცხოვრობს გერმანიაში მრავალი წლის განმავლობაში . გაიარე კონსულტაცია, რამდენად რეალურია დეპორტაციის რისკი! დულდუნგი ქმნის ბევრ პრობლემას: ,,Duldung’’-ით გერმანიაში ხელახლა შესვლის უფლება არ გაქვთ. ამიტომ ფრთხილად იყავით საზღვარგარეთ მოგზაურობისას ,,Duldung’’-ს ყოველთვის აქვს ვადა, ხშირად 3 ან 6 თვე, მაგრამ ამ ვადაში გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ თქვენი დეპორტაციაც. თუ თქვენ მოითხოვთ ბინადრობის ნებართვას, როგორც დულდუნგიანი პირი,…

დუბლინი – Dublin

თქვენი თავშესაფრის მიღების პროცედურის დასაწყისში შეფასდება, არის თუ არა გერმანია პასუხისმგებელი თქვენი თავშესაფრის განაცხადის განხილვაზე და თუ სხვა ევროპული სახელმწიფოა პასუხისმგებელი – ამას დუბლინის რეგულაცია ჰქვია. სამწუხაროდ, თქვენ ვერ გადაწყვეტთ, რომელი სახელმწიფო განიხილავს თქვენს თავშესაფრის განცხადებას. ამიტომ უნდა დაზუსტდეს, როდის და სად ჩახვედით ევროკავშირში, გყავთ თუ არა თქვენი ოჯახის წევრები სხვა წევრ ქვეყნებში, მოითხოვეთ თუ არა თავშესაფარი სხვა წევრ ქვეყნებში, ჩახვედით თუ არა გერმანიაში ვიზებით სხვა წევრი ქვეყნებიდან, ან აიღეთ თუ არა თითის ანაბეჭდი სხვა წევრ ქვეყანაში. თქვენ გაქვთ უფლება მიუთითოთ მიზეზები, თუ რატომ ვერ დაბრუნდებით ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ გერმანია გადაწყვეტს, რომ თქვენზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფოა, თქვენ უნდა დაბრუნდეთ…

დარჩენის უფლება – Bleiberecht

დარჩენის უფლების შანსები? ბინადრობის ნებართვის მოპოვების სხვადასხვა გზა არსებობს Duldung- ით. მნიშვნელოვანია, რომ ვინაობა უნდა იყოს დაზუსტებული, სასურველია პასპორტით. არ უნდა გქონდეთ დიდი დანაშაული ჩადენილი თითოეული შემთხვევა განსხვავებულია. გჭირდება საკონსულტაციო ცენტრის ან იურისტების დახმარება, რომლებიც კარგად ფლობენ მიგრაციის კანონს. ისინი უნდა დააკვირდნენ თქვენს საქმეს, ზუსტად განსაზღვრონ რა შანსები გაქვთ. ხშირად ასევე სასარგებლოა თუ დასაქმებული ხარ, ან მუშაობ მოხალისედ, იცნობ ბევრ ადამიანს, რომლებიც გიჭერენ მხარს. ამას ეწოდება ,, კარგი ინტეგრაცია’’. ეს მხოლოდ თქვენთვის პირველი მიმოხილვა არსებული შანსების შესახებ. არ არსებობს ავტომატური ბინადრობის ნებართვა. თქვენ უნდა მოითხოვოთ განცხადებით და მიაწოდოთ რაც შეიძლება ბევრი მტკიცებულება. მხოლოდ იმის შემდეგ იქნებით უსაფრთხოდ, თუ მიიღებთ განცხადებაზე…

თავშესაფრის პროცედურა – Asylverfahren

თუ თქვენ დატოვეთ თქვენი ქვეყანა ომის ან დევნის გამო, გერმანიაში გაქვთ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. თქვენ უნდა მიმართოთ თავშესაფრის განცხადებით . გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური, რომელიც ცნობილია როგორც BAMF, განიხილავს თქვენს განაცხადს. ამ ვიდეოში თქვენ მიიღებთ მოკლე ინფორმაციას გერმანიაში თავშესაფრის უფლების შესახებ სხვადასხვა ენაზე: www.asylindeutschland.de თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, თქვენ მიიღებთ დროებით ბინადრობის ნებართვას გერმანიის «Aufenthalts-Gestattung» ბინადრობის ნებართვით (ცნობილი, როგორც “Ausweis”). გასაუბრება/ ინტერვიუ თუ გერმანია პასუხისმგებელია თქვენს თავშესაფრის მოთხოვნაზე, მოსმენა ან გასაუბრება ჩატარდება BAMF-ში. ეს არის თქვენი შანსი დაასაბუთოთ თქვენი მოთხოვნა თავშესაფრის შესახებ. გასაუბრება (ინტერვიუ) არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გთხოვთ კარგად მოემზადეთ თქვენი ინტერვიუსთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! შეგიძლიათ დაწეროთ…

დეპორტაცია – Abschiebung

როდის არის დეპორტი გარდაუვალი… “Duldung” (საბუთზე წითელი ხაზი) ჩვეულებრივ ნიშნავს დეპორტაციის რისკს. ხშირად პოლიცია დეპორტისთვის შენს ბინაში მოდის დილით ადრე. სამუშაო დულდუნგი( Beschäftigungs-Duldung) ან სწავლის დულდუნგი (Ausbildungs-Duldung) არ წარმოადგენს საფრთხეს. ბევრ ადამიანს ვისაც დულდუნგი (წითელი ხაზი საბუთზე) აქვს ემუქრება დეპორტი. ამ დროს საბუთებზე წერია – [“ვადა იწურება დეპორტაციის დღეს, მიუხედავად მისი მოქმედებისა ”] (“Erlischt unabhängig von der Gültigkeit am Tag der Abschiebung” ) განსაკუთრებით საშიშია, თუ თქვენი საბუთი Duldung-ით მოგცეს მხოლოდ 3 თვის ვადით. მაშინაც კი, თუ თქვენ მიიღებთ ” [“დროებითი საცხოვრებელი ადგილის მოწმობას”] ( Bescheinigung über den vorübergehenden Aufenthalt) = BÜVA, საფრთხე დიდია. BÜVA არის ფურცელი, რომელსაც იღებთ საიმიგრაციო…

Abschiebehaft – პატიმრობა დეპორტაციის მოლოდინში

პატიმრობა დეპორტაციის მოლოდინში თუ საიმიგრაციო ხელისუფლებას (Ausländerbehörde) შენი დადეპორტება უნდა, მათ შეუძლიათ დაგაპატიმრონ. დეპორტაციისთვის შესაძლებელია რამდენიმე დღით ან 3 თვემდე ვადით დაგაპატიმრონ. ეს სადეპორტო ციხე მდებარეობს დრეზდენში. შეიძლება ციხეში მოხვდე მაშინაც კი, თუ დანაშაული არ გაქვს ჩადენილი. პოლიციას შეუძლია წაგიყვანოს სახლიდან ან რომელიმე საიმიგრაციო ორგანოებიდან შეხვედრის დროს. შემდეგ გადაგიყვანენ სასამართლოში სხდომაზე. მნიშვნელოვანია, რომ სხდომას ესწრებოდეს ადვოკატი ან სანდო პირი. ეს უნდა მოითხოვოთ მოსმენის დასაწყისში. სადეპორტო ციხეში ყოფნის განმავლობაში თქვენ გაქვთ უფლება გაიაროთ კონსულტაცია ან მიიღოთ რჩევები ადვოკატისგან, აგრეთვე გაქვთ უფლება დაუკავშირდეთ სადეპორტო ციხის საკონტაქტო ჯგუფს დრეზდენში(Abschiebehaftkontaktgruppe). შეგიძლია ციხეში არსებულ სოციალურ სამსახურს გაესაუბრო და მოითხოვო ორივე კონსულტაცია. დამატებითი და საკონტაქტო ინფორმაცია…

Projekt ACT – Beratung für Geflüchtete

Übersicht der Termine für Sammel-Abschiebungen

Abschiebemonitoring – Abschiebung sichtbar machen