დულდუნგი და ახლა ? – Duldung

Flyer – 27. October 2023

TwitterFacebookCopy Link

თქვენ მიიღებთ წითლად გადახაზულ დროებით საბუთს (Duldung), თუ თქვენი განაცხადი თავშესაფრის ან ბინადრობის სხვა ფორმის შესახებ უარყოფილია და თქვენ უნდა დატოვოთ გერმანია. ეს ცუდი მდგომარეობაა. ბევრ უფლებას უგულველყოფენ, მაგ. თქვენ თვითონ ვერ გადაწყვეტთ სად იცხოვროთ.

მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ დეპორტაცია გარდაუვალია. ზოგიერთი ადამიანი ,,Duldung’’ -ით ცხოვრობს გერმანიაში მრავალი წლის განმავლობაში .

გაიარე კონსულტაცია, რამდენად რეალურია დეპორტაციის რისკი!

დულდუნგი ქმნის ბევრ პრობლემას:

  • ,,Duldung’’-ით გერმანიაში ხელახლა შესვლის უფლება არ გაქვთ. ამიტომ ფრთხილად იყავით საზღვარგარეთ მოგზაურობისას
  • ,,Duldung’’-ს ყოველთვის აქვს ვადა, ხშირად 3 ან 6 თვე, მაგრამ ამ ვადაში გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ თქვენი დეპორტაციაც.
  • თუ თქვენ მოითხოვთ ბინადრობის ნებართვას, როგორც დულდუნგიანი პირი, თქვენ შეიძლება დეპორტირებული იქნათ მანამ, სანამ საიმიგრაციო ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
  • ,,Duldung’’-ით უფრო რთულია სამსახურის ან ბინის შოვნა. ეს არ არის პასპორტის შემცვლელი. ასე რომ, ეს არ არის თქვენი ვინაობის დამადასტურებელი საბუთი. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება პრობლემები წარმოიშვას მართვის მოწმობის აღებისას, SIM ბარათის ყიდვის ან საბანკო ანგარიშის გახსნისას.

პასპორტის ვალდებულება

თუ თქვენ გაქვთ ,,Duldung’’ და ჯერ არ წარგიდგენიათ პასპორტი, საიმიგრაციო ორგანოებს უნდათ თქვენი პასპორტის ნახვა. მათ აქვთ მრავალი გზა, რომ გაიძულონ ამის გაკეთება, მაგ. მათ შეუძლიათ აგიკრძალონ მუშაობა ან შეგიჩერონ სოციალური დახმარებები.

მაგრამ თქვენ გაქვთ ე.წ. „თანამშრომლობის ვალდებულება“, რაც ნიშნავს, რომ უნდა აიღოთ პასპორტი და დაამტკიცოთ თქვენი ვინაობა.

აქ შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე თანამშრომლობის ვალდებულებისა და პასპორტის აღების შესახებ. სამწუხაროდ ინფორმაცია ქართულ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი

თუ თქვენ ცდილობთ პასპორტის აღებას, მაგ. ითხოვთ საბუთებს წარმოშობის ქვეყნიდან ან მიდიხართ საელჩოში და ითხოვთ დაბადების მოწმობას, პირადობის მოწმობას ან პასპორტს. ყურადღებით უნდა შეავსოთ და წარმოადგინოთ მტკიცებულება. მტკიცებულება შეიძლება იყოს მაგ. წერილები საელჩოდან, რომ თქვენ იმყოფებოდით იქ, ან საელჩომდე სამგზავრო ბილეთები, ან ფოტოები საელჩოს წინ. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ საიმიგრაციო ხელისუფლებას, რომ თქვენ ძალიან ცდილობთ და რომ ჩართული ხართ პროცესში, რათა რაც შეიძლება მალე აიღოთ საიდენფიკიკაციო რამე საბუთი.

ზოგიერთ ქვეყანაში დეპორტაცია შესაძლებელია მხოლოდ პასპორტით. თუ თქვენს პასპორტს გადასცემთ საიმიგრაციო ორგანოებს, დეპორტაციის რისკი რათქმაუნდა იზრდება.

ამავდროულად, იმისთვისაც კი, რომ ბინადრობის ნებართვა აიღოთ აუცილებელია დაამტკიცოთ თქვენი ვინაობა.

მაგრამ ასევე შესაძლებელია დეპორტაცია ბევრ ქვეყანაში პასპორტის გარეშე, მაგ. საქართველოში, პაკისტანში ან ტუნისში.

აქ პასპორტით და მის გარეშე დეპორტაციის რისკი დაახლოებით იგივეა.

როგორ ახერხებთ დარჩენას ,,Duldung’’-ის მიუხედავად? დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი ფლაერი თემაზე “შანსები დარჩენის უფლებისთვის”.

მაგრამ ასევე საჭიროა გაიაროთ კონსულტაციები ამის შესახებ. რადგან ხშირად ყველაფერი რთულადაა და ყველა შემთხვევა რათქმაუნდა განსხვავებულია!


Weitere Themen aus dem Notfallkoffer

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

გადაუდებელი ნაკრები დეპორტაციის წინააღმდეგ დაზარალებულთათვის

Date 27 October 2023
დაზარალებულთათვის: ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ დეპორტაციისეს გადაუდებელი ნაკრები განკუთვნილია ტოლერანტული ადამიანებისთვის, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ.ეს ინფორმაცია გამიზნულია იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ საფრთხეს…
mehr lesen

დეპორტის საფრთხე? დამხმარე უნარები,საშუალებები სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ – Stress

Date 27 October 2023
დეპორტაცია ძალადობრივი პრაქტიკაა. თუ თქვენ გემუქრებათ დეპორტაცია და თქვენი სხეული რეაგირებს ამ ხშირ და მუდმივ სტრესზე, მაგ. ძილის პრობლემებით, შიშით,…
mehr lesen

პოლიცია – Polizei

Date 27 October 2023
პოლიციაპასუხისმგებელიადეპორტაციაზე. მათმიყავთ ის ადამიანები სახლებიდან ან ბანაკებიდან, რომლებიც უნდა დადეპორტდნენ. ისინი შეიძლება მოვიდნენ დღის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ, დილით ადრე. ამ…
mehr lesen