Abschiebehaft – პატიმრობა დეპორტაციის მოლოდინში

Flyer – 26. October 2023

TwitterFacebookCopy Link

პატიმრობა დეპორტაციის მოლოდინში

თუ საიმიგრაციო ხელისუფლებას (Ausländerbehörde) შენი დადეპორტება უნდა, მათ შეუძლიათ დაგაპატიმრონ.

დეპორტაციისთვის შესაძლებელია რამდენიმე დღით ან 3 თვემდე ვადით დაგაპატიმრონ.

ეს სადეპორტო ციხე მდებარეობს დრეზდენში.

შეიძლება ციხეში მოხვდე მაშინაც კი, თუ დანაშაული არ გაქვს ჩადენილი.

პოლიციას შეუძლია წაგიყვანოს სახლიდან ან რომელიმე საიმიგრაციო ორგანოებიდან შეხვედრის დროს.

შემდეგ გადაგიყვანენ სასამართლოში სხდომაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სხდომას ესწრებოდეს ადვოკატი ან სანდო პირი. ეს უნდა მოითხოვოთ მოსმენის დასაწყისში.

სადეპორტო ციხეში ყოფნის განმავლობაში თქვენ გაქვთ უფლება გაიაროთ კონსულტაცია ან მიიღოთ რჩევები ადვოკატისგან, აგრეთვე გაქვთ უფლება დაუკავშირდეთ სადეპორტო ციხის საკონტაქტო ჯგუფს დრეზდენში(Abschiebehaftkontaktgruppe).

შეგიძლია ციხეში არსებულ სოციალურ სამსახურს გაესაუბრო და მოითხოვო ორივე კონსულტაცია.

დამატებითი და საკონტაქტო ინფორმაცია : abschiebehaftkontaktgruppe.de

რამდენად დიდია რისკი ?

თუ თქვენ გაქვთ საბუთში უბრალო Duldung, მათ შეუძლიათ თქვენი დეპორტაცია პირდაპირ ან შეუძლიათ თქვენი დაპატიმრება დეპორტამდე.

მაშინაც კი , თუ შენ წლებია იმყოფები აქ და უკვე მოითხოვე გერმანიაში ბინადრობის უფლება ამ შემთხვევაშიც საიმიგრაციო ხელისუფლებას შეუძლია თქვენი დეპორტაცია და წინასწარ დაპატიმრება.

Die Gefahr ist groß საფრთხე დიდია,

  • თუ დეპორტაციის მიზნით თქვენს საცხოვრებელში იყვნენ, მაგრამ ვერ მოხერხდა თქვენი წაყვანა იმის გამო, რომ სახლში არ იყავით ან გამოტოვეთ შეხვედრები საიმიგრაციო ოფისში.
  • თუ თქვენ მოითხოვეთ თავშესაფარი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.
  • თუ წინააღმდეგობა გაუწიეთ დეპორტაციას
  • თუ საიმიგრაციო ოფისმა იცის, რომ არასწორი პასპორტი ჩააბარეთ ან არასწორი სახელი უთხარით.
  • თუ სხვაგან გადახვედით საცხოვრებლად და რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეატყობინეთ საიმიგრაციო ორგანოებს ან სოციალური დაცვის ოფისს.
  • იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი ხართ. რადგან ამ დროისთვის (2022) საქსონიაში არცერთი ქალი და ბავშვი არ წაუყვანიათ სადეპორტო ციხეში.
  • თუ თქვენ ჩაიდინეთ სისხლის სამართლის დანაშაული – თუნდაც ეს არ იყოს სადეპორტო ციხეში გადაყვანის წინაპირობა.

რისი გაკეთება შეგიძლია?

თუ გეშინიათ დეპორტაციის და სადეპორტო ციხეში გადაყვანის, მიმართეთ კონსულტაციისთვის:

Sachsen საქსონია bbonlink.de/sfr

Dresden დამატებით დრეზდენში:

Leipzig დამატებით ლაიფციგში

ყოველთვის თან იქონიეთ თქვენი ადვოკატის ან თქვენთვის სანდო პიროვნების სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია!

თუ დაგაკავეს მოითხოვეთ, რომ მათ აცნობონ თქვენი პატიმრობის შესახებ, რათა მოვიდნენ სასამართლო სხდომაზე.

სასამართლო სხდომა

შენ გადაგიყვანენ სასამართლოში მოსმენისთვის, სასამართლო პროცესი არ ეხება თავშესაფრის მიზეზებს! საუბარი იმაზეა ფიქრობს თუ არა სასამართლო, რომ შენ ცდილობდით დეპორტისგან დამალვას. დაარწმუნე სასამართლო, რომ მზად ხარ რეგულარულად შეატყობინო ადგილსამყოფელი და რომ არ აპირებ დეპორტაციისგან დამალვას. თუ არ დაგაპატიმრებენ დაუყოვნებლივ მიდი საკონსულტაციო ცენტრში ან ადვოკატთან.

სადეპორტო ციხეში…

  • ექიმი ჩაგიტარებთ გამოკვლევას, რათა გაიგონ ხართ თუ არა საკმარისად ჯანმრთელი პატიმრობის ან დეპორტაციისთვის. თუ თქვენ ავად ხართ და გჭირდებათ წამლები აცნობეთ ექიმს.
  • შეგიძლიათ შეხვდეთ ადვოკატს, სადეპორტო ციხე- საკონტაქტო ჯგუფს( Abschiebehaft-Kontaktgruppe), ფსიქოლოგს ან მოძღვარს. ესაუბრეთ სოციალურ სამსახურს ან ოფიციალურ პირებს და მოითხოვეთ ეს ყველაფერი.


Weitere Themen aus dem Notfallkoffer

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

გადაუდებელი ნაკრები დეპორტაციის წინააღმდეგ დაზარალებულთათვის

Date 27 October 2023
დაზარალებულთათვის: ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ დეპორტაციისეს გადაუდებელი ნაკრები განკუთვნილია ტოლერანტული ადამიანებისთვის, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ.ეს ინფორმაცია გამიზნულია იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ საფრთხეს…
mehr lesen

დეპორტის საფრთხე? დამხმარე უნარები,საშუალებები სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ – Stress

Date 27 October 2023
დეპორტაცია ძალადობრივი პრაქტიკაა. თუ თქვენ გემუქრებათ დეპორტაცია და თქვენი სხეული რეაგირებს ამ ხშირ და მუდმივ სტრესზე, მაგ. ძილის პრობლემებით, შიშით,…
mehr lesen

პოლიცია – Polizei

Date 27 October 2023
პოლიციაპასუხისმგებელიადეპორტაციაზე. მათმიყავთ ის ადამიანები სახლებიდან ან ბანაკებიდან, რომლებიც უნდა დადეპორტდნენ. ისინი შეიძლება მოვიდნენ დღის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ, დილით ადრე. ამ…
mehr lesen