დარჩენის უფლება – Bleiberecht

Flyer – 27. October 2023

TwitterFacebookCopy Link

დარჩენის უფლების შანსები?

ბინადრობის ნებართვის მოპოვების სხვადასხვა გზა არსებობს Duldung- ით. მნიშვნელოვანია, რომ

  • ვინაობა უნდა იყოს დაზუსტებული, სასურველია პასპორტით.
  • არ უნდა გქონდეთ დიდი დანაშაული ჩადენილი

თითოეული შემთხვევა განსხვავებულია. გჭირდება საკონსულტაციო ცენტრის ან იურისტების დახმარება, რომლებიც კარგად ფლობენ მიგრაციის კანონს. ისინი უნდა დააკვირდნენ თქვენს საქმეს, ზუსტად განსაზღვრონ რა შანსები გაქვთ.

ხშირად ასევე სასარგებლოა თუ დასაქმებული ხარ, ან მუშაობ მოხალისედ, იცნობ ბევრ ადამიანს, რომლებიც გიჭერენ მხარს. ამას ეწოდება ,, კარგი ინტეგრაცია’’. ეს მხოლოდ თქვენთვის პირველი მიმოხილვა არსებული შანსების შესახებ. არ

არსებობს ავტომატური ბინადრობის ნებართვა. თქვენ უნდა მოითხოვოთ განცხადებით და მიაწოდოთ რაც შეიძლება ბევრი მტკიცებულება. მხოლოდ იმის შემდეგ იქნებით უსაფრთხოდ, თუ მიიღებთ განცხადებაზე დადებით პასუხს. ბინადრობის ნებართვის მოთხოვნისას ალბათ დაგჭირდებათ ადვოკატის ან საკონსულტაციო ცენტრის დახმარება.

კარგი ინტეგრაცია: § 25ა და §25ბ ბინადრობის ნებართვის კანონი

  • გერმანიაში 3 წლიანი ცხოვრების შემდეგ ბინადრობის ნებართვა 14-დან 27 წლამდე ადამიანებისთვის. მნიშვნელოვანია,რომ ბავშვები რეგულარულად დადიოდნენ სკოლაში და მათ არ მოუწიოთ სასწავლო წლის განმეორება.
  • ან ბინადრობის ნებართვა 4 წლიანი ცხოვრების შემდეგ ზრდასრულებისთვის ბავშვების ყოლის შემთხვევაში ან 6 წლიანი ცხოვრების შემდეგ ბავშვების გარეშე. აქ მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ დასაქმებული.

ბინადრობის ნებართვა

  • თქვენ უნდა იცხოვროთ გერმანიაში 2018 წლის 1 ნოემბრიდან ან მეტი ხნის განმავლობაში და გქონდეთ Duldung.
  • თქვენ მიიღებთ ბინადრობის ნებართვას. მერე სამსახური უნდა იპოვო და გერმანული 18 თვეში ისწავლო

სწავლის- დულდუნგით (Ausbildungs-Duldung) ან სამუშაო- დულდუნგით (Beschäftigungs-Duldung)-ით

დეპორტაციისგან დაცვა სწავლის- დულდუნგით (Ausbildungs-Duldung) ან სამუშაო- დულდუნგით (Beschäftigungs-Duldung)-ით. აქ ნახავთ აუდიოს სხვადასხვა ენაზე, დამატებითი ინფორმაციისთვის:

bbonlink.de/sfr3

გაჭირვების კომისიის (Härtefall-Kommission)

ბინადრობის ნებართვის მიღება გაჭირვების კომისიის (Härtefall-Kommission) დახმარებით. აქ იპოვი ბროშურას 11 სხვადასხვა ენაზე, მეტი ინფორმაციისათვის:

bbonlink.de/hfk2

ბინადრობის ნებართვა ოჯახის გამო

  • იმის გამო, რომ გყავთ შვილები ან დაქორწინებული ხართ ადამიანზე, რომელსაც აქვს გერმანიაში ბინადრობის უფლება ან არის გერმანიის მოქალაქე.
  • ყურადღება: ხანდახან მაინც გიწევს უკან დაბრუნება სამშობლოში, რომ ვიზა მოითხოვო და ისევ ჩამოხვიდე. ბავშვების შემთხვევაში უნდა დაამტკიცო, რომ შენც გაქვს მეურვეობა ბავშვებზე და შეგიძლია აღზრდაზე იზრუნო.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ მხარდაჭერა საკონსულტაციო ცენტრის ან იურისტების მხრიდან

თავშესაფრის ახალი განაცხადი, ე.წ. განმეორებითი განაცხადი თავშესაფრის შესახებ § 71-ე მუხლის მიხედვით

  • თუ თქვენს წარმოშობის ქვეყანაში სიტუაცია ძალიან შეიცვალა ან გაქვთ მტკიცებულება, თუ რატომ გემუქრებათ იქ საფრთხე, შემდგომი განაცხადი შეიძლება იყოს აზრიანი.
  • თუ თქვენ გაქვთ სერიოზული დაავადება და ასევე გაქვთ ექიმის წერილები, შეიძლება განმეორებითი განაცხადი გამოსადეგი აღმოჩნდეს.

მაგრამ ამისთვის გჭირდებათ იურისტების ან საკონსულტაციო ცენტრის მხარდაჭერა! გთხოვთ, არ მიხვიდეთ მარტო მიგრაციისა და ლტოლვილების ფედერალურ სამსახურში(BAMF)განცხადების შესატანად. მიიღეთ წინასწარ რჩევები ან გაიარეთ კონსულტაცია.


Weitere Themen aus dem Notfallkoffer

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

გადაუდებელი ნაკრები დეპორტაციის წინააღმდეგ დაზარალებულთათვის

Date 27 October 2023
დაზარალებულთათვის: ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ დეპორტაციისეს გადაუდებელი ნაკრები განკუთვნილია ტოლერანტული ადამიანებისთვის, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ.ეს ინფორმაცია გამიზნულია იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ საფრთხეს…
mehr lesen

დეპორტის საფრთხე? დამხმარე უნარები,საშუალებები სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ – Stress

Date 27 October 2023
დეპორტაცია ძალადობრივი პრაქტიკაა. თუ თქვენ გემუქრებათ დეპორტაცია და თქვენი სხეული რეაგირებს ამ ხშირ და მუდმივ სტრესზე, მაგ. ძილის პრობლემებით, შიშით,…
mehr lesen

პოლიცია – Polizei

Date 27 October 2023
პოლიციაპასუხისმგებელიადეპორტაციაზე. მათმიყავთ ის ადამიანები სახლებიდან ან ბანაკებიდან, რომლებიც უნდა დადეპორტდნენ. ისინი შეიძლება მოვიდნენ დღის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ, დილით ადრე. ამ…
mehr lesen