დუბლინი – Dublin

Flyer – 27. October 2023

TwitterFacebookCopy Link

  • თქვენი თავშესაფრის მიღების პროცედურის დასაწყისში შეფასდება, არის თუ არა გერმანია პასუხისმგებელი თქვენი თავშესაფრის განაცხადის განხილვაზე და თუ სხვა ევროპული სახელმწიფოა პასუხისმგებელი – ამას დუბლინის რეგულაცია ჰქვია.
  • სამწუხაროდ, თქვენ ვერ გადაწყვეტთ, რომელი სახელმწიფო განიხილავს თქვენს თავშესაფრის განცხადებას. ამიტომ უნდა დაზუსტდეს, როდის და სად ჩახვედით ევროკავშირში, გყავთ თუ არა თქვენი ოჯახის წევრები სხვა წევრ ქვეყნებში, მოითხოვეთ თუ არა თავშესაფარი სხვა წევრ ქვეყნებში, ჩახვედით თუ არა გერმანიაში ვიზებით სხვა წევრი ქვეყნებიდან, ან აიღეთ თუ არა თითის ანაბეჭდი სხვა წევრ ქვეყანაში.
  • თქვენ გაქვთ უფლება მიუთითოთ მიზეზები, თუ რატომ ვერ დაბრუნდებით ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ გერმანია გადაწყვეტს, რომ თქვენზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფოა, თქვენ უნდა დაბრუნდეთ ამ სახელმწიფოში, რათა თქვენი განაცხადი იქ განიხილონ.
  • თუ გერმანია ხედავს, რომ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყანა პასუხისმგებელია თქვენი თავშესაფრის პროცედურაზე, თქვენი თავშესაფრის განაცხადი იქნება უარყოფილი როგორც დაუშვებელი – [„unzulässig“].

თავშესაფრის განაცხადი იქნება უარყოფილი როგორც დაუშვებელი

რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით ადვოკატს ან უფასო საკონსულტაციო ოფისს. იურიდიული საჩივრისთვის მხოლოდ 2 კვირა გაქვთ

  • არსებობს მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც გასათვალისწინებელია, როდესაც ეძებთ გზას გერმანიაში დარჩენისთვის
    • თქვენ არ შეგიძლიათ გამგზავრება ჯანმრთელობის მიზეზების გამო
    • ევროკავშირის ქვეყანა, სადაც უნდა დაბრუნდეთ, არ იძლევა გადარჩენისთვის ყველაზე ძირითად ნივთებს, როგორიცაა საწოლი, საპონი, პური (ე.წ. “სისტემური დეფიციტი”)
  • აქ ნახავთ მეტ ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე “დუბლინის სისტემის” შესახებ bbonlink.de/dublin2 (გერმანული, ინგლისურ-რუსული)
  • აქ ნახავთ კონტაქტებს და ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე ევროპის სხვა სახელმწიფოებში, რათა მოემზადოთ დუბლინის დეპორტაციისთვის: w2eu.info (გერმანული, ინგლისური, არაბული, სპარსული)


Weitere Themen aus dem Notfallkoffer

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

გადაუდებელი ნაკრები დეპორტაციის წინააღმდეგ დაზარალებულთათვის

Date 27 October 2023
დაზარალებულთათვის: ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ დეპორტაციისეს გადაუდებელი ნაკრები განკუთვნილია ტოლერანტული ადამიანებისთვის, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ.ეს ინფორმაცია გამიზნულია იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ საფრთხეს…
mehr lesen

დეპორტის საფრთხე? დამხმარე უნარები,საშუალებები სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ – Stress

Date 27 October 2023
დეპორტაცია ძალადობრივი პრაქტიკაა. თუ თქვენ გემუქრებათ დეპორტაცია და თქვენი სხეული რეაგირებს ამ ხშირ და მუდმივ სტრესზე, მაგ. ძილის პრობლემებით, შიშით,…
mehr lesen

პოლიცია – Polizei

Date 27 October 2023
პოლიციაპასუხისმგებელიადეპორტაციაზე. მათმიყავთ ის ადამიანები სახლებიდან ან ბანაკებიდან, რომლებიც უნდა დადეპორტდნენ. ისინი შეიძლება მოვიდნენ დღის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ, დილით ადრე. ამ…
mehr lesen