უარყოფითი გადაწყვეტილება თავშესაფრის პროცედურაში – Entscheidung

Flyer – 27. October 2023

TwitterFacebookCopy Link

ფედერალური ოფისები გადაწყვეტილებას გამოგიგზავნიან წერილობით ყვითელი კონვერტით. თუ გყავთ იურიდიული მრჩეველი, თქვენი ადვოკატი აგრეთვე მიიღებს იდენტურ წერილებს.

თუ დადებით პასუხს მიიღებთ, შეგიძლიათ დარჩეთ გერმანიაში – ბევრი სხვა ბიუროკრატიული საქმე გაქვთ გასაკეთებელი და შესაძლოა დაგჭირდეთ მიგრაციის კონსულტაციების ცენტრების დახმარება, მაგრამ გაქვთ გარკვეული უსაფრთხო პერიოდი გერმანიაში.

არსებობს 3 სახის უარი:

“unzulässig”დაუშვებელია

  • უარყოფა Dublin-ის და თავშესაფრის მეორე განაცხადი “Folgeantrag””განმეორებითი განაცხადი”.
  • უარი, როგორც ,,დაუშვებელი’’ ნიშნავს, რომ თქვენი თავშესაფრის მიზეზები არ იქნება საფუძვლიანად შესწავლილი, მაგრამ გერმანია არ მიიჩნევს თქვენს თავშესაფრის მოთხოვნას საჭიროდ.
  • თქვენ გაქვთ 2 კვირა სამართლებრივი საჩივრის შესატანად. ეს საჩივარი არ გიცავთ დეპორტაციისგან. გარდა ამისა, თქვენ უნდა წარადგინოთ გადაუდებელი განცხადება [Eilantrag] დეპორტაციისგან დაცვის შესახებ.

“Einfach unbegründet“/ “Abgelehnt“ უარყოფილი – უბრალოდ უსაფუძვლო

  • ამის შემდეგ BAMF-ის შეტყობინებაში ნათქვამია: თქვენი განაცხადი თავშესაფრის თაობაზე უარყოფილია.
  • თქვენ გაქვთ 2 კვირა იურიდიული საჩივრისთვის. ეს საჩივარი გიცავთ დეპორტაციისგან საჩივრის განხილვის ხანგრძლივობის განმავლობაში.

“offensichtlich unbegründet” აშკარად უსაფუძვლო

  • თქვენ გაქვთ 1 კვირა იურიდიული საჩივრისთვის. ეს საჩივარი არ გიცავთ დეპორტაციისგან. თქვენ დამატებით უნდა შეიტანოთ გადაუდებელი განცხადება დეპორტაციისგან დასაცავად – „გადაუდებელი განცხადება“ [Eilantrag]

დაუკავშირდით თავშესაფრის საკითხებში საკონსულტაციო ოფისს ან ადვოკატს (იხილეთ უფასო საკონსულტაციო ოფისების სია ქვემოთ). გადაწყვეტილების წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე უნდა შეიტანოთ სამართლებრივი საჩივარი ადგილობრივ ადმინისტრაციულ სასამართლოში.

გერმანიის თავშესაფრის სისტემა ძალიან რთულია, იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია მოკლე ფლაერში, გთხოვთ, გამოიყენოთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენს ყველა ფლაერში, რათა გაეცნოთ ყველა ინფორმაციას და ასევე გამოიყენოთ სემინარები ლტოლვილებისა და მოხალისეებისთვის, რომლებშიც გაეცნობით გერმანული თავშესაფრის სისტემას. მაგ. საქსონის ლტოლვილთა საბჭო. bbonlink.de/sfr2

უფასო კონსულტაცია თავშესაფრის საკითხებზე საქსონიაში

საქსონია

დამატებით დრეზდენში

დამატებით ლაიფციგში

LGBTIANQ* ლტოლვილებისთვის:

თუ იქ ვერ დაგეხმარებიან, ისინი გირჩევენ სპეციალიზებულ იურისტებს. გთხოვთ აირჩიოთ საკონსულტაციო ცენტრი ან აცნობეთ წინა მხარდაჭერის შესახებ. უმეტესად ვიზიტს უნდა დაელოდოთ კვირების განმავლობაში. თუ თქვენ გაქვთ საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, გთხოვთ შეგვატყობინოთ ეს ვიზიტის დანიშვნისას. გთხოვთ, შეხვედრაზე თან წაიღოთ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი (მაგ. ატესტატი, სერთიფიკატი…) და ყველა წერილი, რომელიც მიიღეთ გერმანიის ხელისუფლებისგან.

გერმანიიდან წასვლა

თუ გსურთ გერმანიის დატოვება, შეგიძლიათ მოითხოვოთ მხარდაჭერა. აქ ნახავთ მეტ ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე. ეს არის გერმანიის მთავრობის ინფორმაცია.

www.returningfromgermany.de


Weitere Themen aus dem Notfallkoffer

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

გადაუდებელი ნაკრები დეპორტაციის წინააღმდეგ დაზარალებულთათვის

Date 27 October 2023
დაზარალებულთათვის: ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ დეპორტაციისეს გადაუდებელი ნაკრები განკუთვნილია ტოლერანტული ადამიანებისთვის, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ.ეს ინფორმაცია გამიზნულია იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ საფრთხეს…
mehr lesen

დეპორტის საფრთხე? დამხმარე უნარები,საშუალებები სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ – Stress

Date 27 October 2023
დეპორტაცია ძალადობრივი პრაქტიკაა. თუ თქვენ გემუქრებათ დეპორტაცია და თქვენი სხეული რეაგირებს ამ ხშირ და მუდმივ სტრესზე, მაგ. ძილის პრობლემებით, შიშით,…
mehr lesen

პოლიცია – Polizei

Date 27 October 2023
პოლიციაპასუხისმგებელიადეპორტაციაზე. მათმიყავთ ის ადამიანები სახლებიდან ან ბანაკებიდან, რომლებიც უნდა დადეპორტდნენ. ისინი შეიძლება მოვიდნენ დღის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ, დილით ადრე. ამ…
mehr lesen