დეპორტაცია – Abschiebung

Flyer – 27. October 2023

TwitterFacebookCopy Link

როდის არის დეპორტი გარდაუვალი…

  • “Duldung” (საბუთზე წითელი ხაზი) ჩვეულებრივ ნიშნავს დეპორტაციის რისკს. ხშირად პოლიცია დეპორტისთვის შენს ბინაში მოდის დილით ადრე.
  • სამუშაო დულდუნგი( Beschäftigungs-Duldung) ან სწავლის დულდუნგი (Ausbildungs-Duldung) არ წარმოადგენს საფრთხეს.
  • ბევრ ადამიანს ვისაც დულდუნგი (წითელი ხაზი საბუთზე) აქვს ემუქრება დეპორტი. ამ დროს საბუთებზე წერია – [“ვადა იწურება დეპორტაციის დღეს, მიუხედავად მისი მოქმედებისა ”]

(“Erlischt unabhängig von der Gültigkeit am Tag der Abschiebung” )

  • განსაკუთრებით საშიშია, თუ თქვენი საბუთი Duldung-ით მოგცეს მხოლოდ 3 თვის ვადით.
  • მაშინაც კი, თუ თქვენ მიიღებთ ” [“დროებითი საცხოვრებელი ადგილის მოწმობას”]

( Bescheinigung über den vorübergehenden Aufenthalt) = BÜVA, საფრთხე დიდია. BÜVA არის ფურცელი, რომელსაც იღებთ საიმიგრაციო ოფისიდან, როგორც ,,პირადობის მოწმობა“, რომელიც მხოლოდ 1 თვის ვადით გაიცემა ხოლმე და ნიშნავს, რომ არსებობს დეპორტაციის დიდი რისკი. გთხოვთ მიბრძანდეთ საკონსულტაციო ცენტრში დაუყოვნებლივ თუ Duldung-ის ნაცვლად იღებთ BÜVA-ს.

  • თქვენ ასევე შეიძლება დაგადეპორტონ საიმიგრაციო ოფისებში შეხვედრის დროს. თუ უჩვეულო მიზეზის გამო დაგინიშნეს შეხვედრა, ფრთხილად უნდა იყოთ და ჯობია გააუქმოთ.
  • საქსონიაში ადამიანებს ძირითადად საქართველოში, პაკისტანსა და ტუნისში ადეპორტებენ.
  • დეპორტაცია ასევე შესაძლებელია, იმის მიუხედავად პასპორტი ჩაბარებული გაქვთ თუ არა.
  • მაშინაც კი, თუ თქვენ შეტანილი გაქვთ განცხადება ბინადრობის ნებართვაზე, თქვენ შეიძლება დეპორტირებული იყოთ მანამ, სანამ საიმიგრაციო ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას თქვენს განცხადებაზე. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ თქვენ ასევე შეიტანთ სასწრაფო განცხადებას ან მოითხოვთ დაპირებას სახელმწიფო დირექტორატისგან, რომ თქვენი დეპორტაცია არ მოხდება. იურისტები ან საკონსულტაციო ცენტრები დაგეხმარებათ ამაში.
  • თუ დასაქმებული ხართ, ავად ხართ ან თქვენი შვილები სკოლაში დადიან. დეპორტაცია ასევე შესაძლებელია გერმანიაში მრავალწლიანი ყოფნის მიუხედავად. გთხოვთ, განიხილეთ საკონსულტაციო ცენტრთან, რეალურად რამდენად დიდია თქვენი ინდივიდუალური დეპორტაციის საფრთხე.

… დაროგორდავიცვათავიდეპორტაციისგან?

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ კოლექტიური დეპორტაციის თარიღებს აქ:

Twitter und Instagram: @deport_alarm

Telegram: t.me/deportation_alarm

შენ შეგიძლია დაიმალო და სხვაგან დაიძინო, მაგრამ შენ მაინც უნდა მოახდინო რეაგირება შეხვედრებზე, რომელსაც საიმიგრაციო ოფისი შემოგთავაზებთ. შეგიძლია გააუქმო შეხვედრები საპატიო მიზეზით, მაგალითად ავადმყოფობის გამო.

თქვენ ასევე შეგიძლიათ იპოვოთ მრავალენოვანი ინფორმაცია
დეპორტაციის წინააღმდეგობის შესახებ ბმულზე “No Border
Assembly”. ინფორმაცია ქართულ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი.
გერმანული: bbonlink.de/depdt
ინგლისური: bbonlink.de/depeng
რუსული: bbonlink.de/depru

არსებობს სოლიდარული თავშესაფრის(Soli-Asyl) შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობ სხვა ადამიანებთან ერთად, სადაც პოლიცია ვერ გიპოვის. აქ შეგიძლიათ იპოვო მეტი ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე: https://citizenasylum.noblogs.org/

ასევე არსებობს ეკლესიის თავშესაფრის(Kirchen-Asyl) შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრობთ ეკლესიაში ან მოძღვრის ოფიციალურ რეზიდენციაში . პოლიციამ იცის სად ხარ, მაგრამ ვერ დაგადეპორტებენ. თუმცა, ხშირად ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ევროკავშირის სხვა ქვეყანაში დეპორტაციას, დუბლინის რეგულაციის გამო. მთავარია, რომ იყოთ კონტაქტში ან იცნობდეთ პირადად ეკლესიის წევრებს ან მამაოებს. აქ შეგიძლიათ იპოვოთ საწყისი ინფორმაცია, მაგრამ მხოლოდ გერმანულად : www.kirchenasyl.de/erstinformation/


Weitere Themen aus dem Notfallkoffer

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

გადაუდებელი ნაკრები დეპორტაციის წინააღმდეგ დაზარალებულთათვის

Date 27 October 2023
დაზარალებულთათვის: ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ დეპორტაციისეს გადაუდებელი ნაკრები განკუთვნილია ტოლერანტული ადამიანებისთვის, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ.ეს ინფორმაცია გამიზნულია იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ საფრთხეს…
mehr lesen

დეპორტის საფრთხე? დამხმარე უნარები,საშუალებები სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ – Stress

Date 27 October 2023
დეპორტაცია ძალადობრივი პრაქტიკაა. თუ თქვენ გემუქრებათ დეპორტაცია და თქვენი სხეული რეაგირებს ამ ხშირ და მუდმივ სტრესზე, მაგ. ძილის პრობლემებით, შიშით,…
mehr lesen

პოლიცია – Polizei

Date 27 October 2023
პოლიციაპასუხისმგებელიადეპორტაციაზე. მათმიყავთ ის ადამიანები სახლებიდან ან ბანაკებიდან, რომლებიც უნდა დადეპორტდნენ. ისინი შეიძლება მოვიდნენ დღის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ, დილით ადრე. ამ…
mehr lesen