მინიშნებები სოციალური მუშაკებისთვის
ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:
სოციალური მუშაკები მუშაობენ მიგრანტების საკონსულტაციო სამსახურში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში და სხვა ადგილებში, სადაც ხვდებიან დევნილებს, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ. სოციალურს მუშაკებს გააჩნიათ განსაკუთრებული შესაძლებლობები, რათა დაეხმარონ თავიანთ კლიენტებს. ჩვენი სასწრაფო დახმარების ნაკრები დეპორტაციის წინააღმდეგ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ეხმარება შეფასებაში, თუ რამდენად არსებობს დეპორტაციის საფრთხე, და ასევე შეიცავს ბევრ სასარგებლო კონტაქტებს საკონსულტაციო და სადამკვირვებლო ცენტრებთან, სახელმწიფო უწყებებთან და სასამართლოებთან. სოციალური მუშაკებისთვის არსებობს დამატებითი პროფესიული ეთიკური ასპექტები და პრაქტიკული სამოქმედო შესაძლებლობები მიმდინარე დეპორტაციის პროცესში, ასევე დამატებითი ლიტერატურა.
მთავარი საკითხების მიმოხილვა
- პოლიციის მიმართ თავდაჯერებული და მკაფიო მიდგომა ეხმარება დაზარალებულებს დაიცვან უფლებები შეინარჩუნონ სხვა თანამაცხოვრებელთა უსაფრთხოება.
- სთხოვეთ პოლიციას, სანამ დაწესებულებაში შემოვლენ. წარადგინონ ჩხრეკის მოწმობა (Durchsuchungsbeschluss).
- არ მიაწოდოთ პოლიციას ინფორმაცია. თუ პოლიცია კითხვებს დაგისვამთ, გამოიყენეთ დუმილის უფლება და მიუთითეთ რომ მიმართონ დაწესებულების მფლობელს.
- მუდმივად იყავი პოლიციელებთან სანამ ისინი დაწესებულებაში იმყოფებიან. არ დატოვო დეპორტაციის საფრთხის წინაშე მყოფი პირი პოლიციასთან მარტო. აღმოუჩინე ემოციური მხარდაჭერა.
- ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდე დაზარალებულის ადვოკატს. ასევე დაუკავშირდი საქსონიის დევნილთა საბჭოს (Sächsischen Flüchtlingsrat) რათა გაიგო, როგორ შეიძლება დახმარების სწრაფად გაწევა.
- გაირკვე, მართლა არსებობს თუ არა ქვეყნის დატოვების დადგენილება. თუ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, მიუთითე ამაზე (საქმის ნომერი!). პოლიცია ვალდებულია გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ შეიძლება შეცდომა მოხდა. ასეთ შემთხვევაში შეგიძლია დაუკავშირდე ფედერალურ წარმომადგენლობას (Landesdirektion) , რომელიც დეპორტაციებზე არის პასუხისმგებელი.
- თუ ადვოკატი მიუწვდომელია, შეგიძლია დაზარალებულის სახელით, წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, მიმართო შესაბამის ადმინისტრაციულ სასამართლოს დეპორტაციის დროებითი შეჩერების სარჩელით.
- გაირკვე პოლიციელებთან დეპორტაციის გეგმა (გამგზავრების ადგილი, დანიშნულების ქალაქი, ჩასვლის დრო, პოლიციის მისამართი, სადეპორტო ციხე და ა.შ.). საჭიროების შემთხვევაში შეატყობინე აეროპორტის დეპორტაციის დამკვირვებლებს, რათა შეძლონ დაზარალებულებისთვის მხარდაჭერის გაწევა, ან აცნობონ ფედერალურ პოლიციას განსაკუთრებული საჭიროებების და მიმდინარე სარჩელების შესახებ.
- დაეხმარე დაზარალებულებს ბარგის ჩალაგებაში და დარწმუნდი, რომ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი და მედიკამენტი თან აქვს.
- გაირკვე დაზარალებულთან: ვინ უნდა იყოს ინფორმირებული დეპორტაციის შესახებ? რა უნდა გააკეთო დარჩენილ პირად ნივთებთან დაკავშირებით? უნდა გაუგზავნო ნივთები მოგვიანებით?
- მიუთითე პოლიციას, რომ დეპორტაციის დღეს ფინანსური შესაძლებლობების არმქონე პირებს უნდა მიეცეთ თანხა (Handgeld).
- მიაწოდე ინფორმაცია დაზარალებულებს იმ ქალაქში არსებული საკონსულტაციო და მხარდაჭერის ცენტრების შესახებ სადაც ჩაფრინება.
- შექმენი მეხსიერების ჩანაწერი და აღნუსხე ეს აქ SFR e.V.-ის დეპორტაციის მონიტორინგი:
deportationwatch@sfrev.de
www.saechsischer-fluechtlingsrat.de/abschiebemonitoring/
სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 13 GG iVm § 58 AufenthG ბინების ჩხრეკის შესახებ
- § 95 AufenthG – სასჯელის ნორმები
- § 97a AufenthG – საიდუმლოების დაცვის ვალდებულება
- § 27 StGB – დახმარება დანაშაულში
- § 123 StGB – სახლის წესრიგის დარღვევა
- § 203 StGB – პირადი საიდუმლოების დარღვევა
- § 353b StGB – სამსახურეობრივი საიდუმლოს დარღვევა / განსაკუთრებული საიდუმლოების ვალდებულება
- § 102 StPO – ჩხრეკა ბრალდებულთან
- § 103 StPO – ჩხრეკა სხვა პირებთან
- § 104 StPO – სივრცეები ჩხრეკა ღამის საათებში
- § 105 StPO – ჩხრეკის პროცედურა
მოქმედების შესაძლებლობები სოციალური მუშაკებისთვის 6 კონკრეტულ სიტუაციაში
1. ხელისუფლების დავალებით იმის გაკონტროლება იმყოფება თუ არა ადგილზე ?
ინფორმაციის მიწოდებაზე უარი: შეგიძლიათ უარი უთხრათ უცხოელთა სამმართველოს და პოლიციას პირადი მონაცემების დაცვის მიზნით ბინადართა შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. სახელმწიფოს მიერ აღიარებული სოციალური მუშაკებს ასევე აქვთ საიდუმლოების დაცვის ვალდებულება, რომელიც ასევე ვრცელდება უცხოელთა სამმართველოსა ან პოლიციაზეც: მათ არ უნდა გასცენ მონაცემები და პირადი საიდუმლოებები მათი კლიენტების შესახებ (იხ. §203 StGB). საგანგებო სიტუაციაში თანამშრომლობა: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე (მაგ. თუ დაზარალებული იმუქრება თავისი ან სხვა ადამიანის დაზიანებით), ასეთ შემთხვევაში არსებობს ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მაგ. პირის ადგილსამყოფელის შესახებ. ასეთ სიტუაციაში ამის გაკეთება აუცილებელია.
2. საცხოვრებლის ჩხრეკა ოქმის გარეშე?
მუხლი 13 GG გუზრუნველყოფს საცხოვრებლის უვნებლობა. ბინის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე Art. 13 Abs. 2 GG, რაც ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩხრეკის ოქმი. მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს, როდესაც არსებობს საფრთხე, შეიძლება ჩხრეკა განხორციელდეს სასამართლოს ბრძანების გარეშე. 2019 წელს მიღებული გეგმიური დაბრუნების კანონი „Geordnete-Rückkehr-Gesetz“ § 58 Abs. 4–9 AufenthG არეგულირებს ბინების ჩხრეკას დეპორტაციების მიზნით. ბევრი იურისტი მიიჩნევს, რომ ეს რეგულაცია არ შეესაბამება მუხლი 13 GG-ს. გერმანიის საკონსტიტუციო და ფედერალური სასამართლოებისგან განსხვავებით საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,პირველად და საერთო საცხოვრებელ ოთახებს […] და ლაგერებს არ მიიჩნევს ბინებად“ 13 Absatz 1 GG-ის მიხედვით. დღევანდელი სამართლებრივი პრაქტიკის მიხედვით, საერთო საცხოვრებლებლის ოთახებში ან საჭიროებებზე მორგებულ ბინებში შესვლა სასამართლოს ბრძანების გარეშე არის შესაძლებელი, მაგრამ თუ ბინაში აქტიურად ეძებენ ადამიანს, საჭიროა სასამართლოს შესაბამისი ჩხრეკის ოქმი. გამონაკლისია საფრთხის შემცველი შემთხვევები (მაგ., თვითდაზიანება ან სხვისი დაზიანება, იარაღის არსებობა, ხანძარი ან სხვა მსგავსი საფრთხეები) ან იმ შემთხვევაში, როცა ბინადარი დასთანხმდება ჩხრეკას.
დამატებითი ინფორმაცია:
ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
პოზიციის გამოხატვა: სოციალური მუშაკებისთვის აუცილებელია იცოდნენ, რომ დევნილთა საცხოვრებელში ბინადრები არ ცხოვრობენ ძირითადი უფლებების გარეშე. მათ აქვთ უფლებები, და სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მოვალეობაა ამ უფლებებისთვის მტკიცედ იბრძოლოს. ძირითადი კანონის მხარდაჭერით, სოციალური მუშაკებს შეუძლიათ თავდაჯერებულად მოიქცნენ ხელისუფლების მიმართ. შესაძლებელია ჩხრეკისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ასევე შეგიძლია გააცნო შენს კლიენტებს მათი უფლება, უარი თქვან თანხმობაზე და გაუწიონ წინააღმდეგობა ჩხრეკას.
რთულ სიტუაციებში დეესკალაცია: თუ პოლიცია ჩხრეკას ახორციელებს — თუნდაც ჩხრეკის ოქმის გარეშე — ადგილზე მყოფ თანამშრომლებს იმ მომენტში ამის შეცვლა არ შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მათ სცადონ სიტუაციის დამშვიდება და დეესკალაცია. ბინადრებს შეიძლება დაეხმარონ იმით, რომ ისინი არ დატოვონ პოლიციასთან მარტო და მათ გვერდით დარჩნენ.
ოპერაციის დოკუმენტირება: იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება ბინის ჩხრეკის წინააღმდეგ სასამართლოში გასაჩივრება, უნდა შედგეს მეხსიერების ჩანაწერი პოლიციის მოქმედებების შესახებ. ასევე, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დაყენება (მაგ, თუ შემოწმების დროს დაზიანდა ავეჯი ან კარები), აუცილებელია შემოწმების შედეგად გამოწვეული ყველა ზიანი დეტალურად დოკუმენტირებული იყოს.
იურიდიულ კონსულტანტებთან დაკავშირება: უნდა მოხდეს უკვე ჩართულ საკონსულტაციო ორგანიზაციებთან და ადვოკატებთან დაკავშირება. სწრაფი კონტაქტი უფრო მარტივია, თუ მათი საკონტაქტო მონაცემები ბინადრების „საქმეებში“ არის შენახული. თუ დეპორტაციის შეჩერება ვერ ხერხდება, აუცილებელია ასევე დეპორტაციის მონიტორინგის სამსახურის ინფორმირება.
მედიკამენტებით უზრუნველყოფა: თუ ცნობილია არსებული დაავადებები, უნდა იზრუნოთ, რომ საჭირო მედიკამენტები გადაეცეს დაზარალებულებს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაისვას კითხვა, ახლავს თუ არა დეპორტაციას ექიმი.
სასამართლოში სარჩელის შეტანა: შემდგომში შესაძლებელია ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელის შეტანა უკანონო ჩხრეკის წინააღმდეგ და მისი უკანონობის დადგენა. სარჩელის შეტანის უფლება აქვს იმ პირს, რომლის ძირითადი უფლება უკანონოდ დაირღვა, ანუ ბინადრებს. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში ბინის გამქირავებლებსაც შეუძლიათ გასაჩივრება, თუ არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი საცხოვრებელში შესასვლელად.
საცხოვრებელი სივრცეების დაცვაზე მითითება: ეს შეიძლება განხორციელდეს იმ გზით, რომ საცხოვრებლის გამქირავებელმა მუნიციპალიტეტის ან თემის მიმართ ოფიციალურად განაცხადოს, რომ ბინადრების საცხოვრებელი ოთახები დაცულ საცხოვრებელ სივრცეებად მიიჩნევა. ბინის უვნებლობის ძირითადი უფლება მუხლი 13 GG-ის შესაბამისად აქაც სრულად მოქმედებს.
საცხოვრებელი სივრცეების დაცვაზე მითითება: ეს შეიძლება განხორციელდეს იმ გზით, რომ საცხოვრებლის გამქირავებელმა მუნიციპალიტეტის ან თემის მიმართ ოფიციალურად განაცხადოს, რომ ბინადრების საცხოვრებელი ოთახები დაცულ საცხოვრებელ სივრცეებად მიიჩნევა. ბინის უვნებლობის ძირითადი უფლება მუხლი 13 GG-ის შესაბამისად აქაც სრულად მოქმედებს.
3. თანამშრომლობა კანონიერი ჩხრეკის დროს?
სასამართლოს ბრძანების წარდგენა: თუ არსებობს ჩხრეკის ოქმი, საცხოვრებელში მათ შესვლას წინააღმდეგობას ვერ გაუწევ.მოთხოვე წარმოადგინონ სასამართლოს ბრძანება, რათა გაირკვეს, რომელ ოთახებში აქვთ შესვლის უფლება. ადგილზე მყოფი პოლიციელების სახელების და სამსახურებრივი თანამდებობების ჩაწერაც შეგიძლია.
სხვა ოთახების ჩხრეკის თავიდან აცილება: თუ პოლიცია ოთახში შესვლას ცდილობს, სადაც ძებნილი პირი არ ცხოვრობს, საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა. ეს იმიტომ, რომ ჩხრეკის სასამართლო ბრძანების გარეშე ეს დაუშვებელია.
იურიდიულ კონსულტანტებთან დაკავშირება: უნდა მოხდეს უკვე ჩართულ საკონსულტაციო ცენტრებსა და ადვოკატებთან დაკავშირება. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ეს პროცესი უფრო მარტივი ხდება, თუ საქმის მასალები კარგად არის ორგანიზებული.
მონაცემების წერილობითი დადასტურება: მიმდინარე პროცესის ბოლოს შეიძლება მოთხოვნა, რომ პოლიციის მოქმედების შესახებ მიიღოთ წერილობითი დადასტურება.
ოპერაციის დოკუმენტირება: მნიშვნელოვანია შეიქმნას მეხსიერების ჩანაწერი პოლიციის ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ, რადგან ეს მნიშვნელოვანია შემდგომში, თუ სასამართლოში მისი კანონიერება განსახილველი იქნება.
4. დეპორტაციის თარიღების გასაჯაროება?
სოციალური მუშაკები ოფიციალური პირები არ არიან, ამიტომ ისინი ვერ დაისჯებიან საიდუმლოების დარღვევისთვის (§ 353b StGB). ასევე, საიდუმლოების დარღვევაში თანამონაწილეობისთვის (§ 353b StGB i.V.m. § 27 StGB) სასჯელის თვალსაზრისით პასუხისმგებლობა მათზე არ ვრცელდება.
5. ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ორგანოებისთვის
ნდობის გამართლება: ძირითადად, თავშესაფარში მომუშავე პირებს პოლიციის მიმართ არ ეკისრებათ ვალდებულება, მიაწოდონ ინფორმაცია კლიენტების შესახებ, განსაკუთრებული ნდობის გამო, რომელიც არსებობს სოციალურ მუშაკებსა და მათ კლიენტებს შორის და რომელიც სამართლებრივად არის დაცული.
ეჭვის შემთხვევაში დეესკალაციური გადაწყვეტილებების პოვნა: სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგჯერ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს გარკვეული ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, თუ პოლიცია ჩხრეკას ატარებს იმ ბინადრების ოთახებში, რომლებიც საქმესთან კავშირში არ არიან, შესაძლებელია მითითება, თუ რომელ სივრცეებზე არ მოიცავს ეს ჩხრეკის ნებართვა. დაზარალებული პირების ინფორმირება: პოლიციის მიერ ძებნილი პირის ინფორმირება პოლიციური ღონისძიების შესახებ შესაძლებელია. ეს არ წარმოადგენს სამართალდარღვევას.
საკონტაქტო პირის დანიშვნა უცხოელთა სამსახურთან / პოლიციასთან: ამის შედეგად ცხადი ხდება, რომ ინფორმაციას ვერ მოთხოვენ ნებისმიერი პირს — მაგალითად, შენობის მომვლელს. ამ გზით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემის თავიდან აცილება.
6.დოკუმენტების არმქონე (არალეგალი) ადამიანების მხარდაჭერა?
არალეგალური ცხოვრება ითვლება დასჯად ქმედებად § 95 Abs. 1 Nr. 2 AufenthG- ის მიხედვით. ამაში დახმარება (Beihilfe) § 27 StGB-ის მიხედვით მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ დანაშაულის ჩადენისთვის გაწეულია კონკრეტული და მიზნობრივი დახმარება. თუმცა, ჰუმანიტარული მოტივით განხორციელებული ქმედებების დასჯა საგანგებო სიტუაციებში გამოირიცხება.
ასე, მაგალითად, ჰამმის უმაღლესმა ფედერლურმა სასამართლომ (OLG Hamm) დაადგინა, რომ გამონაკლის შემთხვევებში ჰუმანიტარულმა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს მხარდაჭერის ქმედებების დაუსჯელობა, კერძოდ მაშინ, როდესაც გაწეული დახმარება ემსახურება მწვავე საგანგებო მდგომარეობის აღმოფხვრას და მისი მოცულობა არ სცდება კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელი — როგორც წესი, მოკლევადიანი — გადაუდებელი დახმარების ფარგლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული სასამართლო პრაქტიკა, დევნილთა თავშესაფარში გაწეული მხარდამჭერა, როგორც წესი, არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ ქმედებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის მიმართ დუმილი არ განიხილება დახმარების ქმედებად.
პროფესიული ეთიკის ასპექტები – ქმედებების განმსაზღვრელი ციტატები
„სოციალური მუშაობა ეფუძნება ყველა ადამიანის ღირებულებისა და ღირსების პატივისცემას და იმ უფლებებს, რომლებიც აქედან გამომდინარეობს. სოციალურ მუშაკებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან და შეინარჩუნონ თითოეული ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური და სულიერი მთლიანობა და კეთილდღეობა.“ (სოციალური მუშაკების საერთაშორისო ფედერაციის (IFSW) პრინციპებიდან, 2004) (Aus den Prinzipien der International Federation of Social Workers (IFSW), 2004
„დეპორტაციებში მონაწილეობა […] ეწინააღმდეგება სოციალურ პროფესიულ ეთოსსა და პროფესიულ თვითშეგნებას.“ (წყარო: ალის სალომონის სახელობის უმაღლესი სკოლა, ბერლინი (რედ.): პოზიციური დოკუმენტი: სოციალური მუშაობად დევნილთა საერთო საცხოვრებლებში – პროფესიული სტანდარტები და სოციალურ-პოლიტიკური საფუძველი, ბერლინი, 2016) (Aus: Alice Salomon Hochschule Berlin (Hrsg.): Positionspapier: Soziale Arbeit mit Geflüchteten in Gemeinschaftsunterkünften – Professionelle Standards und sozialpolitische Basis, Berlin 2016, http://www.fluechtlingssozialarbeit.de/ )
„როგორც პროფესია, რომელიც ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობას ეფუძნება და თავისუფლებისა და თვითგამორკვევის ხელშეწყობის მიზნებს ისახავს, სოციალური მუშაობა მიზნად ისახავს სოციალური თანხმობისა და ცვლილებების გაძლიერებას. დევნილებთან სოციალური მუშაობის კონტექსტში ეს გულისხმობს სრულფასოვანი საზოგადოებრივი ჩართულობისა და კავშირის უზრუნველყოფას, განათლებასა და შრომის ბაზარზე წვდომის შექმნას, გამოცდილების და არსებულ კომპეტენციათა აღიარებას, საზოგადოებრივი მუშაობის ხელშეწყობას, შეუზღუდავი ჯანდაცვის მიღების უზრუნველყოფას და (რასტისტული) დისკრიმინაციისგან დაცვას — ეს ყველაფერი თითოეული ადამიანის სამართლებრივი სტატუსისგან დამოუკიდებლად.“ (წყარო: კრიტიკული სოციალური მუშაობის სამუშაო ჯგუფი ჰანოვერი / ჯანმრთელობისა და სოციალური პროფესიების პროფკავშირი ჰანოვერი: Stellungnahme zu Standards Sozialer Arbeit in Gemeinschaftsunterkünften für Geflüchtete, 2017, გვ. 2) (Aus: Arbeitskreis Kritische Soziale Arbeit Hannover/Gewerkschaft Gesundheit und Sozialberufe Hannover: Stellungnahme zu Standards Sozialer Arbeit in Gemeinschaftsunterkünften für Geflüchtete, 2017, S. 2)
ლიტერატურა და დამატებითი ინფორმაცია
სახელმძღვანელო GEW-ისა და ლტოლვილთა საბჭო Sachsen-Anhalt:
დეპორტაციები ბავშვის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. მაგრამ მაინც გამონაკლის შემთხვევებში პოლიცია ცდილობს ბავშვების სკოლებიდან ან საბავშვო ბაღებიდან დადეპორტებას.
ანნე ვიხშუცი (რედ.): ქვიშის ყუთსა და დეპორტაციას შორის. ლტოლვილთა თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვების ყოველდღიურობა, 2019. ონლაინში ხელმისაწვდომია: Anne Wihstutz (Hrsg.): Zwischen Sandkasten und Abschiebung. Zum Alltag junger Kinder in Unterkünften für Geflüchtete, 2019. Online unter:
https://www.pedocs.de/volltexte/2020/18246/pdf/Wihstutz_2019_Zwischen_Sandkasten_und_Abschiebung.pdf
კრიტიკული სოციალური მუშაობის სამუშაო ჯგუფი ჰანოვერი / ჰანოვერის ჯანმრთელობისა და სოციალური პროფესიების პროფკავშირი: განცხადება ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლებში სოციალური მუშაობის სტანდარტებზე , 2017: Arbeitskreis Kritische Soziale Arbeit Hannover/Gewerkschaft Gesundheit und Sozialberufe Hannover: Stellungnahme zu Standards Sozialer Arbeit in Gemeinschaftsunterkünften für Geflüchtete, 2017:
ქრისტინე მ. გრებში, მარტინ ფონ ბორსტელი: დეპორტაციის საფრთხე, მოქმედების შესაძლებლობები და სამართლებრივი დაცვა, 2021 : Christine M. Graebsch, Martin von Borstel: Drohende Abschiebung. Handlungsmöglichkeiten und Rechtsschutz, 2021:
გერმანული სოციალური სამუშაო საზოგადოების (DGSA) სპეციალური ჯგუფი „გაქცევა, მიგრაცია და რასიზმის კრიტიკა“: დამოუკიდებლობა და შედეგზე მიმართულობა სოციალური მუშაობის მთავარ პრინციპებია დაგეგმილი დეპორტაციების შემთხვევაშიც, 2017 Fachgruppe „Flucht, Migration und Rassismuskritik“ der Deutschen Gesellschaft für Soziale Arbeit (DGSA): Unabhängigkeit und Ergebnisoffenheit als Leitmotive der Sozialen Arbeit auch im Falle einer angeordneten Abschiebung, 2017:
დევნილთა საბჭო ბერლინი (Flüchtlingsrat Berlin e.V) : მოქმედების შესაძლებლობები საერთო საცხოვრებლებში დეპორტაციის შემთხვევებში. სახელმძღვანელო სოციალური მუშაკებისა და მხარდამჭერებისთვის. ბერლინი 2017: Flüchtlingsrat Berlin e.V.: Handlungsoptionen im Fall von Abschiebungen aus Sammelunterkünften. Eine Handreichung für Sozialarbeiter_innen und Betreuer_innen. Berlin 2017:
ჰესენის თავისუფალი სოციალური ორგანიზაციების ლიგა (Liga der Freien Wohlfahrtspflege in Hessen e. V.) და ჰესენის ლტოლვილთა საბჭო: სახელმძღვანელო დეპორტაციების შესახებ დევნილთა თავშესაფარში – სამართლებრივი ჩარჩო და მოქმედების შესაძლებლობები სოციალური მუშაკებისთის ჰესენში, 2021 : Liga der Freien Wohlfahrtspflege in Hessen e. V. und der Hessische Flüchtlingsrat: Handreichung Abschiebungen aus der Flüchtlingsunterkunft – Rechtlicher Rahmen und Handlungsmöglichkeiten für die Soziale Arbeit in Hessen, 2021:
ბარბარა ვეიზერი, ეკისრებათ თუ არა თავშესაფრის თანამშრომლებს მონაწილეობა მიიღონ დეპორტაციებში? აქ დარჩენის ნებართვის შეწყვეტის კონტექსტში სისხლისა და შრომითი სამართლის ჩარჩოები, Asylmagazin, 12/2017, გვ. 428–435: Weiser, Barbara, Müssen Beschäftigte in Flüchtlingsunterkünften an Abschiebungen mitwirken? Straf- und arbeitsrechtliche Rahmenbedingungen im Kontext von Aufenthaltsbeendigung, Asylmagazin 12/2017, 428-435: