დააბრუნეთ ჩვენი მეზობლები
Notfallkoffer gegen Abschiebungen für Betroffene

სასწრაფო დახმარების ნაკრები მათთვის ვისაც დეპორტაცია ეხება

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

ბმული კოპირებულია ბუფერში
კონტენტი კოპირებულია ბუფერში
ჩამოტვირთეთ როგორც PDF

„Bring Back Our Neighbours“ კამპანიის ფარგლებში, ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც შედგება თანამშრომლებისა და მოხალისეებისგან საქსონიაში თავშესაფრისა და პოლიტიკური განათლების სფეროში, შეიმუშავა რამდენიმე საინფორმაციო ფლაერი და ეს სასწრაფო დახმარების ნაკრები დეპორტაციების წინააღმდეგ.

ეს არის იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც დეპორტაციის ეშინიათ, მოხალისე მხარდამჭერებს და პროფესიონალებს სწრაფი მიმოხილვა ქონდეთ და დამატებითი ინფორმაცია მიიღონ დეპორტაციის თემაზე.

ეს ინფორმაცია ძირითადად საქსონიისთვის არის. აქედან ბევრი მთელი გერმანიის მაშტაბით ვრცელდება და სასარგებლოა, თუმცა საკონსულტაციო ცენტრებისა და უწყებების კონტაქტები მხოლოდ საქსონიისთვისაა.

ჩვენ საფუძვლიანად ვემიჯნებით დეპორტაციებს, რადგან ისინი არაადამიანურია. გამოხატავს რასიზმსა და ნაციონალიზმს.

ჩვენ ვაკრიტიკებთ ძალადობრივ დეპორტაციის პრაქტიკას საქსონიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ცხოვრებასა და ჯანმრთელობას.

ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დავიცვათ ამ ძალადობისგან.

ხშირად არ არსებობს ინფორმაცა ადამიანების დეპორტაციისგან დასაცავად.

ეს ცოდნა გვინდა რომ აქ გაგიზიაროთ.

ჩვენ შევაგროვეთ სხვადასხვა გამოცდილება იმაზე, როგორ შეუძლიათ ადამიანებს დაიცვან თავი და სხვები დეპორტაციისგან. ასევე შეგვიძლია ერთმანეთსგან ვისწავლოთ.

იურიდიული კონსულტაციის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა დაზარალებულებთან და მხარდამჭერებთან გაერთიანება და ერთად მუშაობა დეპორტაციისგან დასაცავად.

ქსელში „We’ll come United“ იკრიბებიან დევნილები და მხარდამჭერები და ერთად იბრძვიან თავისუფლად გადაადგილებისთვის ბრძოლაში, რასიზმის და დეპორტაციის წინააღმდეგ. ისინი უზიარებენ ერთმანეთს მრავალ გამოცდილებას, როგორ დაიცვან თავი დეპორტაციისგან:

We'll come united
United against Racism and Fascism
mail@welcome-united.org
www.welcome-united.org
Facebook: @welcomeunited
Instagram: @wellcomeunited
დეცენტრალიზებული ქსელი ადამიანებით სხვადასხვა სოციალური, ანტირასისტული და პოლიტიკური ჯგუფებიდან ისინი იბრძვიან დარჩენის უფლებისთვის, გადაადგილების თავისუფლებისთვის და თანაბარი უფლებებისთვის.

უცხოელთა სამმართველო და პოლიცია დეპორტაციებს საიდუმლოდ ორგანიზებენ. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამიტომ ვერ გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა რჩევა ყოველთვის გაამართლებს.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ინფორმაცია უახლესი და სრული იყოს. თუმცა მივიღებთ თქვენგან დამატებით რეკომენდაციებს და შენიშვნებს. რამ გაამართლა წარსულში დეპორტაციის შეჩერებისთვის? ამისთვის მოგვწერეთ: info@bringbackourneighbours.de

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

თავშესაფრის და დუბლინის პროცედურა

ბევრი ადამიანი, რომელსაც მოგვიანებით დეპორტაცია ემუქრება, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით ჩამოდის. თავშესაფრის პროცედურა რთულია და ბევრ უფლებას ზღუდავს. რაც უფრო კარგად ერკვევი ამ პროცესში, მით უკეთ შეძლებ საკუთარი თავის დაცვას. აქ ნახავ მნიშვნელოვან ინფორმაციას:

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "თავშესაფრის პროცედურა"

თუ ომის ან დევნის გამო დატოვე შენი ქვეყანა, გაქვს უფლება გერმანიაში მოითხოვო თავშესაფარი.

უნდა შეიტანოს განაცხადი თავშესაფარზე. ფედერალური სამმართველო მიგრაციის და დევნილთათვის, მოკლედ BAMF, მიიღეს გადაწყვეტილებას შენს განცხადებაზე.

ამ ვიდეოს დახმარებით შეძლებ სხვადასხვა ენაზე მიიღო მოკლე ინფორმაცია გერმანიაში თავშესაფრის კანონის შესახებ:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

თუ განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნაზე შეტანილი გაქვს, მოგეცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა(ე.წ. მწვანე აუსვაისი).

მოსმენა/ ინტერვიუ

თუ გერმანია პასუხისმგებელია შენს თავშესაფრის განცხადებაზე, ჩატარდება მოსმენა (ე.წ. ინტერვიუ) BAMF- ში. ეს არის შენი შანსი დაასაბუთუ შენი განაცხადი.

მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი შეხვედრა.

გთხოვ, მოემზადე ძალიან კარგად ამ გასაუბრებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! შეგიძლია მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები ქრონოლოგიურად ჩამოწერო და თუ გაქვს მტკიცებულებები თანწაიღო. შენ აგრეთვე შეგიძლია სთხოვო დახმარება დევნილთა საკონსულტაციო ცენტრს.

აქ იპოვი დამატებით ინფორმაციებს სხვდასხვა ენაზე კანონების, შენი უფლებების, მოსმენის, სკოლის და სამსახურის შესახებ თავშესაფრის პროცედური პერიოდში:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

ბანაკი/საცხოვრებელი

დევნილთა პროცედურის დასაწყისში იცხოვრებ მიმღებ ცენტრში, ე.წ. „პირველადი მიღება“. შესაძლებელია, რომ იქ დარჩე მანამ, სანამ შენს განაცხადზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ან გადაგიყვანონ სხვა საცხოვრებელში.

სამწუხაროდ, არ გაქვს უფლება თვითონ გადაწყვიტო სად იცხოვრებ გერმანიაში. შენ გაგზავნიან კონკრეტულ ქალაქში ან სოფელში და იქ მოგიწევს ცხოვრება ბინაში ან ბანაკში. შეგიძლია მიმართო პირველად მიმღებ ცენტს სხვა საცხოვრებელში გადაგყვანის მოთხოვნით. ასევე შეგიძლია მოითხოვო ერთი ქალაქიდან სხვა ქალაქში გადასვლა. თუმცა განაცხადისთვის გჭირდება კარგი დასაბუთება, რადგან ასეთი მოთხოვნები ხშირად უარყოფით პასუხს იღებენ.

აქ იპოვი ამ თემაზე დამატებით ინფორმაციებს გერმანულ და ინგლისურ ენებზე:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

მაგალითად, ქვემოთ ჩამონათვალი შეიძლება საცხოვრებლის შეცვლის მიზეზი იყოს:

  • სამსახური, რომელიც შეგიძლია სხვა ქალაქში დაიწყო
  • ოჯახის წევრები, რომლებთან ერთადაც გინდა ერთ ქალაქში ცხოვრება
  • შენი რელიგიის პრაქტიკაში გამოყენება
  • ოჯახის წევრის მოვლა
  • უნივერსიტეტში სწავლა
  • აუსილდუნგის დაწყება

ყველაფერი კარგად უნდა დაასაბუთო და ახსნა.

წერილები

თუ საცხოვრებელ ადგილს იცვლი, უნდა აცნობო ახალი მისამართი BAMF-ს, უცხოელთა სამმართველოს და შესაძლოა სასამართლოსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წერილები ყოველთვის იგზავნება იმ ბოლო მისამართზე, რომელიც შენ უწყებებს მიაწოდე. დროულად გაეცანი უწყებებისგან მიღებულ წერილებს, რადგან ისინი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას და ვადებს, რომელთა ფარგლებშიც უნდა მოახდინო რეაგირება.

საბუთები

გერმანიაში სახელმწიფო უწყებებში შენი იდენტიფიკაცია რომ მოახერხო, უმჯობესია წარადგინო ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გაქვს. ყველაზე კარგია პასპორტი. კანონში წერია, რომ თუ პასპორტი გაქვს, ვალდებული ხარ იგი წარუდგინო უცხოელთა სამმართველოს. სამწუხაროდ, როცა ქვეყანას ტოვებ და უნდა გაიქცე ამ დროს პასპორტი ხშირად იკარგება ან შეიძლება მოგპარონ. ეს უნდა აუხსნა BAMF-ს და უცხოელთა სამმართველოს. პასპორტის წარდგენა ასევე ამარტივებს დეპორტაციას. თუმცა ბინადრობის და მუშაობის ნებართვის მისაღებად უმეტესად პასპორტი აუცილებელია.

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში თავშესაფრის პროცედურა

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

თუ გერმანიაში თავშესაფარს ითხოვ, გერმანია პირველ რიგში ამოწმებს, ხომ არ არის ევროპის სხვა ქვეყანა პასუხისმგებელი. ამას დუბლინის პროცედურა ეწოდება. აქ ნახავ ინფორმაციას:

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "დუბლინი"

თავშესაფრის პროცედურის დაწყებისას მოწმდება, პასუხისმგებელია თუ არა გერმანია ან სხვა ევროპული სახელმწიფო თავშესაფრის პროცედურაზე. ამას დუბლინის რეგლამენტი ეწოდება.

სამწუხაროდ, შენ ვერ გადაწყვეტ, რომელი სახელმწიფო განიხილავს შენს თავშესაფრის განაცხადს. ამიტომაც აუცილებელია გაარკვიო :

  • თუ როდის და სად შეხვედი ევროკავშირში (EU),
  • გყავს თუ არა ოჯახის წევრები ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში,
  • გქონია თუ არა თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში შეტანილი,
  • ჩამოხვედი თუ არა გერმანიაში ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის ვიზით,
  • ან აგიღეს თუ არა თითის ანაბეჭდები ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში.

თუ გერმანია ნახავს, რომ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფო არის პასუხისმგებელი შენს თავშესაფრის განაცხადზე, შენი განაცხადი „დაუშვებელი“ ხდება. ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა დაბრუნდე პასუხისმგებელ ქვეყანაში, რათა შენი თავშესაფრის განაცხადი იქ იქნას განხილული.

შენ გაქვს უფლება დაასახელო მიზეზები, რის გამოც ვერ დაბრუნდები ამ სახელმწიფოში. გაითვალისწინე შემდეგი:

თავშესაფრის განაცხადი ,,დაუშვებელი“ (“unzulässig”).

  • საჩივრის შეტანისა და სასწრაფო განაცხადის (Eilantrag) წარმოდგენისთვის გაქვს მხოლოდ 7 დღე.
  • საჩივრის შეტანა ან სასწრაფო თხოვნის წარდგენა ყოველთვის არაა მიზანშეწონილი.
  • გერმანიას აქვს 6 თვის ვადა, რომ მოახდინოს შენი დეპორტაცია.
  • საჩივრის შეტანამ ან სასწრაფო განაცხადის წარდგენამ შესაძლოა გაახანგრძლივოს ეს ვადა.
  • თუ შენ დაემალები ხელისუფლებას და ისინი ამას გაარკვევენ, მათ შეუძლიათ შენი დეპორტაციის ვადა 1 წლით გაახანგრძლივონ. ამ შემთხვევაში მათ ექნებათ 18 თვიანი ვადა.

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

მნიშვნელოვანი მიზეზები, რომელსაც შეგიძლია ახსენო:

  • შენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლებ გამგზავრებას.
  • ევროკავშირის ქვეყანას, სადაც შენ უნდა დაბრუნდე, აქვს „სისტემური ნაკლოვანებები“. ეს ნიშნავს, რომ იქ არ არსებობს ძირითადი საჭიროებები ცხოვრებისათვის, როგორიცაა საცხოვრებელი, საწოლი ან საპონი.

აქ შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე დუბლინის სისტემის შესახებ.

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

აქ შეგიძლიათ ნახოთ კონტაქტები და ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე ევროპული ქვეყნების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებიან დუბლინის პროცედურის ფარგლებში დეპორტაციის შემთხვევაში.

Welcome to Europe!
w2eu.info
დამოუკიდებელი ინფორმაცია ევროპაში ჩამოსული დევნილების და მიგრანტებისთვის

თუ შენ დაიმალები და ხელისუფლება ამას გაარკვევს, მათ შეუძლიათ შენი დეპორტაციის ვადა 1 წლით გაახანგრძლივონ. ამ შემთხვევაში მათ ექნებათ 18 თვე დეპორტაციისთვის. ხელისუფლება დამალვას ასევე ,,თავის არიდებას“ უწოდებს.

ამიტომ თავად უნდა შეაგროვო მტკიცებულებები, რომ შენ თავს არ არიდებ, არამედ უბრალოდ შემთხვევით ან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო არ იყავი ადგილზე.

თუ სამინისტროს შეხვედრას გააცდენ, წინასწარ უნდა გააფრთხილო. ამისთვის საჭიროა დაასახელო მნიშვნელოვანი მიზეზი. ყველაზე კარგი არის ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა. სამედიცინო ცნობა შეგიძლია გააგზავნო ელფოსტით უცხოელთა სამმართველოში შეხვედრის წინ.

თუ პოლიცია შენს დასადეპორტებლად მოვიდა, მაგრამ ვერ გიპოვა, უნდა დაამტკიცო, რომ არ იმალებოდი. ამისთვის წერილი უნდა გაუგზავნო შენს კომუნალურ უცხოელთა სამმართველოს და BAMF-ს (დუბლინის დეპორტაციის შემთხვევაში) ან LDS-ს, ანუ ცენტრალური უცხოელთა სამმართველო (ყველა სხვა დეპორტაციის შემთხვევაში), მიუთითე მიზეზები, რატომ არ იყავი ადგილზე. შეგიძლია წერილი ელფოსტით ან ფაქსით გააგზავნო.

შენი კომუნალური უცხოელთა სამმართველოს მისამართს იპოვი მათ წერილებში ან ინტერნეტში. კონტაქტი BAMF-ისა და LDS-ის, ანუ ცენტრალური უცხოელთა სამმართველოს, იპოვი ჩვენს

კონტაქტების სიაში

ამისთვის უნდა გქონდეს მტკიცებულებები:

  • გადაიღე ფოტოების სხვადსხვა დღეს შენს საცხოვრებელში.
  • შეინახე კარგად ექიმის სამედიცინო ცნობები ან საავადმყოფოში ყოფნის ცნობები.
  • შენახე კარგად მატარებლის და ავტობუსის ბილეთები, ქვითრები და ა.შ., როცა სხვა ქალაქში იმყოფები. ასევე შეგიძლია გადაიღო ფოტოები ამ ადგილებში.
  • მეგობრება ან ოჯახის წევრებს შეუძლიათ წერილობით დაადასტურონ, რომ მოკლე ვადით იყავი მათთან სტუმრად. ამისთვის მათ შეუძლიათ სერტიფიცირებულ წერილს მოაწერონ ხელი..

შენი სახელი უნდა იყოს საფოსტო ყუთზე. შენ ან სხვა ვინმემ მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა შეამოწმოთ საფოსტო ყუთი. შენი საცხოვრებლის კარან შენობის ოთახში უნდა ეტყობოდეს, რომ რეგულარულად იმყოფები იქ. მეზობლებმა უნდა ნახონ, რომ ხშირად ხარ სახლში.

ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში დუბლინი

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

რა არის დეპორტაცია?

დეპორტაცია ნიშნავს, რომ ადამიანებმა თავიანთი ნების წინააღმდეგ უნდა დატოვონ გერმანია.

პოლიცია აგროვებს ადამიანებს დეპორტაციისთვის.

დეპორტაციები უნდა იქნეს წინასწარ წერილობით შეტყობინებული. თუმცა ეს წერილი შეიძლება მრავალი წლის წინაც იყოს მოსული. უმეტეს შემთხვევაში ეს არის უარყოფითი გადაწყვეტილება BAMF-ისგან. მასში უარყოფილია თავშესაფრის განაცხადი. ასევე მითითებულია ქვეყანა, რომელშიც ადამიანის დეპორტაცია იგეგმება.

როდის მემუქრება დეპორტაცია?

თუ გერმანიაში არ გაქვს მოქმედი ცხოვრების ნებართვა, გემუქრება დეპორტაცია. ხშირად ეს ხდება თავშესაფრის განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "უარყოფითი გადაწყვეტილებები თავშესაფრის პროცესში."

ფედერალური სამსახურის გადაწყვეტილება მოგივა წერილობითი სახით ყვითელ კონვერტში. თუ გყავს ადვოკატი, წერილები მას გაეგზავნება.

თუ გადაწყვეტილება დადებითია, შეგიძლია დარჩე – ახლა გიწევს ბევრი სხვა ბიუროკრატიული საკითხის მოგვარება და შესაძლოა დაგჭირდეს დახმარება მიგრაციის საკონსულტაციო ცენტრებისგან, მაგრამ გარკვეული დროით გექნება გერმანიაში დარჩენის უფლება.

არსებობს უარყოფითი გადაწყვეტილების 3 ტიპი:

არადამაკმაყოფილებელი: (Unzulässig):

დუბლინის უარყოფის შემთხვევაში და განმეორებითი თავშესაფრის მოთხოვნის დროს. დუბლინის პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას აქ ნახავ:

დუბლინი

უარყოფითი გადაწყვეტილება, როგორც არადამაკმაყოფილებელი, ნიშნავს, რომ შენი თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზები საფუძვლიანად არ შეისწავლება და გერმანია არ მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მოთხოვნა აუცილებელია. შენ გაქვს 7 დღე გასაჩივრებისთვის და სასწრაფო სარჩელის წარდგენისთვის. სარჩელი შენ არ გიცავს დეპორტაციისგან. ამიტომ აუცილებელია დამატებით წარმოადგინო სასწრაფო სარჩელი დეპორტაციისგან დაცვის მიზნით.

არასაფუძვლიანი (Einfach unbegründet):

BAMF-ის გადაწყვეტილებაში წერია: შენი თავშესაფრის მოთხოვნა იქნა უარყოფილი. შენ გაქვს 2 კვირა გასაჩივრებისთვის. ეს სარჩელი გიცავს დეპორტაციისგან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ამიტომ დამატებითი სასწრაფო სარჩელის წარდგენა არ არის საჭირო.

აშკარად უსაფძვლო (Offensichtlich unbegründet):

შენ გაქვს 7 დღე გასაჩივრების და სასწრაფო სარჩელის წარდგენისთვის. ეს სარჩელი შენ არ გიცავს დეპორტაციისგან. ამიტომ აუცილებელია დამატებით წარმოადგინო სასწრაფო სარჩელი დეპორტაციისგან დაცვის მიზნით.

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

გერმანული თავშესაფრის სისტემა ძალიან რთულია, ამიტომ შეუძლებელია ყველა ინფორმაცია მოკლე ფლაერში შევაჯამოთ. გთხოვ, გამოიყენე ჩვენი ფლაერის სხვა დამატებითი ინფორმაციაც:

თავშესაფრის პროცედურა

უფასო კონსულტაცია თავშესაფრის პროცესთან დაკავშირებით საქსონიაში

ჩვენს კონტაქტების მიმოხილვაში შეგიძლიათ იპოვოთ კარგი საკონსულტაციო ცენტრები საქსონიაში.

თუ იქ ვერ შეძლებენ დახმარებას, კონსულტანტები გირჩევენ სპეციალიზებულ ადვოკატებს. გთხოვ, გადაწყვიტე რომელ საკონსულტაციო ცენტრს მიმართავ ან აცნობე ახალ საკონსულტაციო ცენტრს, ვინ და რა დაგხმარება გაგიწია აქამდე. სამწუხაროდ, ზოგჯერ რამდენიმე დღე ან კვირა უნდა მოიცადო შეხვედრისთვის. ამიტომ, თუ საჭირო გაქვს კონსულტაცია, ნუ დააყოვნებ და რაც შეიძლება სწრაფად დათანხმდი შეხვედრას. თუ არსებობს სარჩელის წარდგენის ვადა, უმჯობესია დაუყოვნებლივ უთხრა ან მიწერო საკონსულტაციო ცენტრს. გთხოვ, წაიღე ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი (მაგალითად: ენის კურსის სერტიფიკატი, ქირის ხელშეკრულება, სამუშაო კონტრაქტი, სამუშაო ხელშეკრულება, ექიმის წერილი) და წერილები გერმანული უწყებებისგან.

გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნება

თუ გსურს გერმანიის დატოვება, შეგიძლია მოითხოვო დახმარების. აქ ნახავ დამატებით ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე

ეს არის გერმანული მთავრობის ინფორმაცია.

Rückkehrberatung der deutschen Regierung
www.returningfromgermany.de/en/
ინფორმაციული პორტალი ნებაყოფლობით უკან დაბრუნებისა და ინტეგრაციის შესახებ

ჩვენ კრიტიკულად ვუყურებთ უკან დაბრუნების მხარდაჭერას, რადგან ის არ ფუნქციონირებს ისე, როგორც გერმანია ჰპირდება. ამ გვერდზე ნახავ ექსპერტების დოკუმენტაციას და შეფასებას სამშობლოში დაბრუნების მხარდაჭერის შესახებ:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში უარყოფითი გადაწყვეტილებები თავშესაფრის პროცესში.

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

თავშესაფრისგანაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც, ბევრი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში რჩება გერმანიაში და იღებს Duldung-ს. სამწუხაროდ, გერმანიაში დიდი ხნის ყოფნის მიუხედავად, დეპორტაცია შესაძლებელია.

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "დეპორტაციის შეჩერება"

დეპორტაციის შესაჩერებლად, უნდა იცოდე, ნამდვილად ემუქრება თუ არა დეპორტაცია და რამდენად დიდია საფრთხე:

  • „დულდუნგი“ ნიშნავს ხშირ შემთხვევაში დეპორტაციას.
  • დულდუნგზე წერია: „გაუქმდება დეპორტაციის დღეს, მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ აქვს ვადა.“
  • განსაკუთრებით საშიშია, როცა დულდუნგს მხოლოდ 3 თვე აქვს ვადა.
  • სამუშაო ან სასწავლო დულდუნგი საფრთხეს არ წარმოადგენს.
  • მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ეძლევა „დროებითი საცხოვრებლის დამადასტურებელი მოწმობა“ (BÜVA), საფრთხე დიდია. BÜVA არის DIN A4 ფორმატის ფურცელი, რომელსაც უცხოელთა სამსახურისგან მიიღებთ „პასპორტის“ სახით, რომელსაც ხშირად მხოლოდ 1 თვე აქვს ვადა და დიდ საშიშროებას წარმოადგენს დეპორტაციის თვალსაზრისით. გთხოვ, რაც შეიძლება სწრაფად მიმართე კონსულტაციის ცენტრს, თუ დულდუნგის ნაცვლად BÜVA მიიღე.
  • მნიშვნელოვანია იცოდე, რომ უცხოელთა სამმართველოში დანიშნულ შეხვედრაზეც შეუძლიათ შენი დეპორტაცია. თუ შეხვედრა არაორდინალურია, უნდა იყო ფრთხილი და უმჯობესია გააუქმო შეხვედრა.
  • დეპორტაცია შესაძლებელია მაშინაც, თუ პასპორტი არ გაქვთ ჩაბარებული.
  • თუნდაც გქონდეს განცხადება ცხოვრების უფლებაზე შეტანილი, დეპორტაცია შესაძლებელია მანამ, სანამ უცხოელთა სამმართველო შენს განაცხადზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. დეპორტაციას თავიდან აიცილებ, თუ დამატებით შეიტან სასწრაფო განცხადებას (Eilantrag) ან მოითხოვ Landesdirektion-იდან წერილობით გარანტიას, რომ დეპორტაცია არ განხორციელდება. ამაში ადვოკატები ან საკონსულტაციო ცენტრები დაგეხმარებიან.
  • ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დროებითი და გრძელვადიანი ცხოვრების უფლება ან ევროკავშირის მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლებით, საფრთხე არ ემუქრებათ.
  • მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დიდხანს ცხოვრობს გერმანიაში, აქვს სამსახური, ჯანმრთელობის პრობლემები ან ბავშვები დადიან სკოლაში, დეპორტაცია მაინც შესაძლებელია.

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში დეპორტაციის შეჩერება

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

2024 წელს გერმანიაში 200 000-ზე მეტ ადამიანს აქვს Duldung. ნახევარზე ცოტა მეტს ჰქონდა თავშესაფარი მოთხოვნილი, რომელიც უარყოფილ იქნა. დანარჩენები არიან, მაგალითად, უცხოელი სტუდენტები, სამუშაოს მაძიებლები ან ტურისტები, რომლების ვიზაც ვადაგასული იყო , ან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სხვა ცხოვრების ნებართვის სტატუსი.

ადამიანები, რომლებსაც აქვთ Duldung , არიან ვალდებული დატოვონ ქვეყანა, ისინი თეორიულად უნდა წავიდნენ ქვეყნიდან ან მოხდება დეპორტაცია. მრავალი კომპლექსური წესის გამო, რეალურად მხოლოდ დაახლოებით 50 000 ადამიანი ნამდვილად არის ვალდებული დატოვოს ქვეყანა. ამ ადამიანების ნახევარზე ცოტა ნაკლები ადამიანები დეპორტირდებიან ყოველ წელს.

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "დულდუნგი"

რა ნიშნავს დულდუნგი (Duldung)?

დულდუნგი ცუდი სტატუსია. ბევრი უფლება შეზღუდულია, მაგალითად, ადამიანი ვერ გადაწყვეტს, სად იცხოვროს.

მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს დეპორტის საშიშროებას. ზოგი ადამიანი წლებია გერმანიაში დულდუნგით ცხოვრობს. რეალურად დეპორტაციის საფრთხე ინდივიდუალურია.

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

დულდუნგი იწვევს ბევრ პრობლემას:

დულდუნგის მქონე ადამიანს არ შეუძლია გერმანიაში უკან შესვლა. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს. დულდუნგს ყოველთვის აქვს ვადა, ხშირად 3 ან 6 თვე. მაგრამ ამ ვადის განმავლობაში ადამიანის დადეპორტება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ. საფრთხე განსაკუთრებით მაღალია, თუ დულდუნგზე წერია: „ვადის მიუხედავად უქმდება დადეპორტების დღეს“.

ბევრ დულდუნგზე წერია დამატებითი აკრძალვები:

  • “Zur Wohnsitznahme verpflichtet in…” „ვალდებულია იცხოვრო მისამართზე…“ – ეს ნიშნავს, რომ უნდა ცხოვრობდე ამ მისამართზე. თუ გინდა საცხოვრებლის შეცვლა, წინასწარ უნდა წარადგინო განაცხადი უცხოელთა სამმართველოში, რაზეც ნებართვა უნდა მოგცენ. ეს ხშირად დიდ დროს მოითხოვს და, უმეტესად, ამისთვის უნდა გქონდეს სამსახური. შესაძლოა, მანამ მეგობრის ან ნაცნობის დახმარებით მოახერხო მეორე ბინის ან ოთახის ქირაობა. თუმცა ოფიციალურად უნდა იცხოვრო იმ ბინაში, რომელიც დულდუნგზეა მითითებული.“
  • “Beschäftigung nicht gestattet”„მუშაობა ეკრძალება“ – ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს მუშაობის უფლება.“
  • “Beschäftigung nur mit Erlaubnis gestattet” „მუშაობა მხოლოდ ნებართვით არის დაშვებული“ – ეს ნიშნავს, რომ შენ და შენმა მომავალმა დამსაქმებელმა უნდა წარადგინოთ განაცხადი უცხოელთა სამმართველოში.“

აქ შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია სამუშაო ნებართვის შესახებ:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

შენ შეგიძლია სამართლებრივად დაიცვა შენი უფლებები აკრძალვების წინააღმდეგ და წარუდგინო განაცხადები უცხოელთა სამმართველოს, რათა ეს აკრძალვები წაშალონ დულდუნგიდან. დულდუნგის მქონე ადამიანისთვის უფრო რთულია სამსახურის ან ბინის მოძებნა. რადგან მფლობელები ან დამსაქმებლები არ არიან კარგად გაცნობიერებული უცხოელთა სამმართველოს წესებში და გაურკვევლობაში არიან რადგან დულდუნგს რამდენიმე თვე აქვს ვადა. ხშირად ძალიან სასარგებლოა, როცა შენი ოჯახი, მეგობრები და მხარდამჭერები თავიანთი კონტაქტების საშუალებით ეხმარებიან ბინის ან სამსახურის მოძებნაში.

აქ იპოვი დამატებით მნიშვნელოვან ინფორმაციას შენი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ დულდუნგის (Duldung) ქონის შემთხვევაში:

დულდუნგი (Duldung) არ არის პასპორტის შემცვლელი. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს შენი იდენტობის დამადასტურებელ საბუთს. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება პრობლემები შეგექმნას, მაგალითად, თუ გინდა მართვის მოწმობის აღება, SIM ბარათის ყიდვა ან საბანკო ანგარიშის გახსნა.

პასპორტის ქონის ვალდებულება

თუ დულდუნგი (Duldung) გაქვს და ჯერ კიდევ არ წარგიდგენია პასპორტი, უცხოელთა სამმართველო მოგთხოვს მის წარდგენას. მას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომ გაიძულოს ამის გაკეთება — მაგალითად, შეუძლია აგიკრძალოს მუშაობა ან შეგიმციროს სოციალური დახმარება.

შენ გაქვს ეგრეთწოდებული „თანამშრომლობის ვალდებულება“, რაც ნიშნავს, რომ უნდა მოიპოვო პასპორტი და დაამტკიცო შენი იდენტობა. თუ ცდილობ პასპორტის აღებას, ჩაიწერე რა მოიქმედე ამისთვის: საელჩოში შეხვედრა, ოჯახთან დაკავშირება და ა.შ.

აქ იპოვი მრავალენოვან ინფორმაციას თანამშრომლობის ვალდებულებებისა და პასპორტის მოპოვების შესახებ:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

ზოგი ქვეყანაში მხოლოდ პასპორტით შეიძლება დეპორტაცია. ამიტომ, თუ შენს პასპორტს უცხოელთა სამმართველოს წარუდგენ, დეპორტაციის რისკი გაიზრდება. ამავე დროს, შენ ვალდებული ხარ დაამტკიცო შენი იდენტობა და ამისთვის გჭირდება პასპორტი ცხოვრების ნებართვის მისაღებად. თუმცა, ბევრ ქვეყანაში დეპორტაცია შეიძლება პასპორტის გარეშე, მაგალითად, საქართველოში, პაკისტანში ან ტუნისში. ასეთ შემთხვევაში დეპორტაციის რისკი პასპორტის ქონის არ ქონის შემთხვევაში დაახლოებით თანაბარია.

აქ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მიიღო ბინადრობის ნებართვა დულდუნგის მიუხედავად :

გერმანიაში დარჩენის უფლების შანსები
ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში დულდუნგი

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

რა უნდა გავაკეთო დეპორტაციის საფრთხის დროს?

დეპორტაცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. დეპორტის შიში და თვითონ დეპორტაცია განსაკუთრებულად სტრესულია.

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "დეპორტაციის საფრთხე – რჩევები სტრესისა და შფოთვის დროს"

შიში, ბრაზი ან უძილობა სხეულის ბუნებრივი რეაქციებია, როდესაც დეპორტაციის საფრთხე არსებობს. რადგან ის ძალიან დიდ სტრესს იწვევს.

დეპორტაციის საფრთხის მიზეზი რასისტული კანონები და სახელმწიფო უწყებებია. ამ პრობლემებს ასეთი რჩევებით ვერ მოვაგვარებთ. მაგრამ შესაძლებელია, ზოგიერთი რჩევა დაგეხმაროს, პანიკის დროს დამშვიდდე, თავი უფრო ძლიერად იგრძნო და გააგრძელო ბრძოლა დეპორტაციების წინააღმდეგ.

თუ ძალიან ძლიერი შიში და პანიკა გაქვს, თითქოს სამყაროსგან მოწყვეტილი ხარ, მაშინ შეიძლება დაგეხმაროს რაღაცის ძალიან ინტენსიურის დაგემოვნება, ყნოსვა ან შეგრძნება. ამან შეიძლება შოკიდან დაგაბრუნოს.

მაგალითად, შეგიძლია:

  • დაგემოვნება: ჩაკბიჩე ლიმონ ან წიწაკა, ან დაღეჭე ძალიან ძლიერი საღეჭი რეზინი.
  • სუნი: ცხვირთან მიიტანე ძლიერი სუნები, მაგალითად ლიმონი, ლავანდა, პაჩული ან შენთვის სასიამოვნო არომატი.
  • შეგრძნება: გადაისვი კანზე მასაჟის ბურთი, ჯაგრისი ან რაიმე უხეში ნივთი. ან შეგიძლია ხელის მაჯაზე რეზინი გააწკაპუნო. ასევე შეგიძლია ხელებზე ან სახეზე ცივი წყალი გადაისხა, ან მონაცვლეობით ცხელი და ცივი შხაპი მიიღო.
  • მოსმენა: მოუსმინე შენს საყვარელ სიმღერას ან დამამშვიდებელ ხმებს — ზღვის, ქარის, წვიმის ან ტყის ხმებს.

მნიშვნელოვანია: ეს არის სტრატეგიები, რომლებიც მოკლე ვადაში გეხმარება და გრძელვადიან პერსპექტივაში არ გაყენებს ზიანს. მიზანია, შიშისა და პანიკისგან გამოწვეული გაშეშებული მდგომარეობიდან გამოხვიდე, რათა შემდეგ ისევ გააქტიურდე და დეპორტაციის საფრთხის წინააღმდეგ რამე მოიმოქმედო.

დეპორტაციის შიშმა შეიძლება გააღვიძოს მძიმე მოგონებები გაქცევაზე, ომზე და დევნაზე. თავად დეპორტაციის შიშიც შეიძლება ტრავმული იყოს. ასეთ დროს პროფესიონალური ფსიქოლოგიური თერაპია ბევრი ადამიანისთვის დიდი დახმარებაა. მაგრამ განსაკუთრებით დულდუნგის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის ძალიან რთულია ფსიქოთერაპიის მიღება. საქსონიაში არსებობს PSZ — ფსიქოსოციალური საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ზოგჯერ უფრო სწრაფად შეძლებენ დახმარებას და უზრუნველყოფენ თარჯიმნებს.

PSZ Sachsen
psz-sachsen.de
კონსულტაციისა და მკურნალობის ცენტრები ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებსაც მიგრაციის გამოცდილება აქვთ. მომსახურება უფასო და კონფიდენციალურია. ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას და არ გასცეს თქვენი ინფორმაცია.

აქაც ხშირად რამდენიმე კვირა მოგიწევს ლოდინი. ამიტომ აქ ნახავ მრავალენოვან ინფორმაციას ფსიქიკური დაავადებების, ტრავმისა და პანიკის შესახებ, და იმის შესახებ, რა შეგიძლია თავად გააკეთო, რომ თავი უკეთ იგრძნო:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უფასო ონლაინწიგნი მრავალი სავარჯიშოებით, სურათებით, აღწერებითა და აუდიოფაილებით:

ვიდეო ტეპინგის შესახებ (ენა არ არის საჭირო):

ეს ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია სხვა ენებზე

ვიდეოები ტრავმის შესახებ დევნილი ადამიანებისთვის 17 ენაზე :

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

Refugee Trauma Help-ის ტექსტური და აუდიო სავარჯიშოები:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

არ დარჩე მარტო შენს შიშთან: შეხვდი სხვა ადამიანებს, ილაპარაკე შენს გრძნობებზე, ითხოვე დახმარება. გარეთ გადი და იმოძრავე (ვარჯიში, სირბილი, სასეირნოდ წასვლა) გამაშეშებელი შიშის წინააღმდეგ. ბევრს ეხმარება ასევე აქტიურად ყოფნა და სხვებთან ერთად დეპორტაციის წინააღმდეგ ჩართულობა. შენ შეგიძლია რამე გააკეთო!

თუ არავის იცნობ, აქ შეგიძლია ნახო პირველი კონტაქტები პოლიტიკურად აქტიური დევნილების და მხარდამჭერების:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში დეპორტაციის საფრთხე – რჩევები სტრესისა და შფოთვის დროს

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

გთხოვ, სერიოზულად მიიღე დეპორტაციის საფრთხე: მიუხედავად იმისა, რომ შენთან მრავალი წლის განმავლობაში არაფერი მომხდარა და შენი ნაცნობებიც არ დაადეპორტეს, ეს მაინც შესაძლებელია.

ბევრი პრაქტიკული ცოდნა არსებობს – გამოიყენე ის! მაგრამ ასევე ვრცელდება ბევრი მცდარი ინფორმაცია. ყოველი საქმე განსხვავებულია. უწყებების თანამშრომლებს გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება აქვთ. რაც ნაცნობებთან იმუშავა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შენს საქმეშიც იმუშავებს.

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "გერმანიაში დარჩენის უფლების შანსები"

დულდუნგის შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის მიღების სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ

  • დამტკიცებული გქონდეს იდენტობა, საუკეთესო შემთხვევაში პასპორტის მეშვეობით
  • არ უნდა გქონდეს ჩადენილი მძიმე დანაშაულები

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

ხშირად ძალიან ეხმარება თუ მუშაობ, ეწევი მოხალისეობრივ საქმიანობას და იცნობ ბევრ ადამიანს, რომლებიც პროცესში დაგიჭერენ მხარს. ამას ეწოდება „კარგი ინტეგრაცია“. ეს მხოლოდ მიმოხილვაა არსებული შესაძლებლობების შესახებ. ბინადრობის ნებართვა ავტომატურად არ გაიცემა — მისი მიღებისთვის ყოველთვის საჭიროა განაცხადის შეტანა და ამის დამადასტურებელი მრავალი მტკიცებულების წარდგენა. უსაფრთხოდ შეიძლება თავი იგრძნო მხოლოდ მაშინ, როცა განაცხადზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რომელი ბინადრობის ნებართვები არსებობს?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბინადრობის შესახებ კანონის შემდეგი პარაგრაფები:

  • § 25a (ახალგაზრდებისთვის) და § 25b (ზრდასრულებისთვის) — „კარგი ინტეგრაციის“ შემთხვევაში, თუ მინიმუმ 3 წელია გერმანიაში ცხოვრობ.
  • 2025 წლის ბოლომდე: § 104c „შანსები-ბინადრობა“ (Chancen-Aufenthalt), თუ გერმანიაში ცხოვრობ სულ მცირე 2017 წლის 31 ოქტომბრიდან.
  • § 60c „აუსბილდუგის / სასწავლო დულდუნგი“ (Ausbildungs-Duldung) ან § 16g „ბინადრობის ნებართვა პროფესიული განათლებისთვის“, თუ გადიხარ 2- ან 3-წლიან პროფესიულ ან სასკოლო განათლებას.
  • § 19d: ამ ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია სწავლის დასრულების შემდეგ. აუცილებელია სამსახური იმავე პროფესიაში, რაგანთლებას მიიღე.
  • § 60d „სამუშაო დულდუნგი“ , თუ 2022 წლიდან ან უფრო ადრე ხარ გერმანიაში და მინიმუმ 1 წელია დულდუნგით მუშაობ.ყურადღება: ამ ბინადრობის ნებართვებისთვის აუცილებელია ვადიანი პასპორტი, რომელიც არ უნდა ჩააბარო ძალიან გვიან! მანამდე აუცილებლად მიმართე საკონსულტაციო ცენტრს.

დამატებით, უფრო დეტალურ ინფორმაციას 9 ენაზე იპოვი აქ:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

ინფორმაცია მხოლოდ ესპანურად, განსაკუთრებით დულდუნგის მქონე ადამიანებისთვის ვენესუელიდან.

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

“Welcome to Europe” ქსელმა შეადგინა „ინფორმაცია შიშის წინააღმდეგ“, რათა დაეხმაროს ყველას, ვინც ცდილობს საკუთარი ბინადრობის უფლება დაიცვას. აქ არის ბროშურა ბინადრობის უფლებაზე გერმანულად და ინგლისურად:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

ბინადრობის ნებართვა მძიმე შემთხვევის კომისიის (Härtefall-Kommission) მეშვეობით:

აქ შეგიძლია ნახო მეტი ინფორმაცია 11 ენაზე საქონიისთვის:

ბინადრობის მიღება ოჯახის საფუძველზე:

შენ შეგიძლია მიიღო ეს ბინადრობის ნებართვა, თუ გყავს ბავშვები ან თუ დაქორწინებული ხარ ადამიანზე, რომელსაც გერმანიაში აქვს ბინადრობის უფლება ან გერმანიის მოქალაქეა.ყურადღება: ზოგჯერ შეიძლება მაინც მოგიწიოს შენს სამშობლოში დაბრუნება, ვიზის აღების მიზნით და შემდეგ დაბრუნება. ბავშვების შემთხვევაში აუცილებელია დაამტკიცო, რომ ზრუნავ მათ აღზრდაზე. უცხოელთა სამმართველომ შეიძლება მოითხოვოს გენეტიკური ტესტი, რათა დადგინდეს ნამდვილად ხართ თუ არა ბიოლოგიური მშობელი.შენ შეგიძლია მიიღო დულდუნგი, სანამ ბავშვი დაიბადება ან სანამ გექნება ყველა საჭირო დოკუმენტი ქორწინებისთვის. ამისთვის განაცხადი უნდა შეიტანო უცხოელთა სამმართველოში.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში გქონდეს მხარდაჭერა საკონსულტაციო ცენტრის ან ადვოკატების მხრიდან.

თავშესაფრის ახალი განაცხადი, ეგრედწოდებული განმეორებითი განაცხადი § 71 თავშესაფრი კანონის მიხედვით)

თუ შენს სამშობლოში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა ან გაქვს ახალი მტკიცებულებები, თუ რატომ ხარ იქ საფრთხის წინაშე, განმეორებითი განაცხადი შეიძლება იყოს სასარგებლო. შესაძლებელია, აქამდე ვერ შეძელი რეალური მიზეზების დასახელება, რატომ გქონდა გაქცევის საჭიროება. ამისთვის აუცილებლად გჭირდება ადვოკატების ან საკონსულტაციო ცენტრის მხარდაჭერა! გთხოვ, არ წახვიდე BAMF‑ში მარტო განაცხადის შესატანად, აუცილებლად წინასწარ მიიღე კონსულტაცია.

დეპორტაციისგან დაცვა მძიმე დაავადების შემთხვევაში §60, პუნქტი7 ბინადრობის შესახებ კანონი

თუ შენ ხარ ძალიან მძიმე ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებით დაავადებული, დეპორტაცია შეიძლება დიდი საფრთხე იყოს შენს სიცოცხლისთვის. ამიტომ გჭირდება დაცვა დეპორტაციისგან. უცხოელთა სამმართველო ხშირად მიიჩნევს, რომ შენ ჯანმრთელი ხარ. შენ უნდა დაამტკიცო, რომ მძიმე ავადმყოფობა გაქვს. ისინი არ იღებენ ყველანაირ მტკიცებულებას. აუცილებელია სპეციალური სამედიცინო დასკვნა (ärztliches Gutachten), ამის გამზადებას რამდენიმე კვირა სწირდება. განსაკუთრებით ფსიქიკური დაავადებების შემთხვევაში, მკურნალობისთვის ხშირად გიწევს დიდი ხანი ლოდინი. კიდევ უფრო რთულია მკურნალობის მიღება, თუ გაქვს ე.წ. ჯანმრთელობის ქვითარი (Kranken-Behandlungs-Schein) სოციალური სამსახურისგან.

ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესის გავლა რთულია და დრო სჭირდება, სანამ შენ შეძლებ მტკიცებულებები გაუგზავნო უცხოელთა სამმართველოს. სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგ, აუცილებელია, რომ იგი არაუგვიანეს 2 კვირაში გააგზავნო უწყებას.

გთხოვ, აჩვენე ეს ინფორმაცია შენს ექიმს სპეციალური სამედიცინო დასკვნისთვის (ärztliches Gutachten):

Anforderungen an ärztliche Atteste für Geflüchtete zur Vorlage bei Behörden und Gerichten
ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში გერმანიაში დარჩენის უფლების შანსები

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

უცხოელთა სამმართველოს მოვალეობაა, რომ დეპორტაცია მოახდინოს ადამიანებზე, რომლებსაც დროებითი ნებართვა (Duldung) აქვთ. ამიტომ იყავი ფრთხილად და არ ენდო იმას, რასაც თანამშრომლები გეტყვიან. მოითხოვე ყველა ინფორმაციისთვის წერილობითი დადასტურება! თუ დაბნეული ხარ, ჰკითხე მხარდამჭერებს, რომ გამოგვყვნენ უცხოელთა სამმართველოში.

ისაუბრე ცოტა, მაგრამ იყავი თავაზი თანამშრომლებთან. ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდე მხოლოდ წერილობითი დოკუმენტებით. მაგალითად: სამუშაო ხელშეკრულება, სწავლების ხელშეკრულება, პასპორტი, სამედიცინო დასკვნა …

არ არის საკმარისი, თუ ამას მხოლოდ თანამშრომლებს მოუყვები.

აქ შეგიძლია სხვადასხვა ენებზე მოუსმინო ინფორმაციებს შენს უფლებებზე სხვადასხვა უწყებებში :

როგორ დავიცვა თავი დეპორტაციისგან?

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "დეპორტაციის შეჩერება"

აქ შეგიძლია შეიტყო კოლექტიური დეპორტაციის თარიღები:

შენ შეგიძლია დაიმალო და სხვაგან დაიძინო. მაგრამ ხელისუფლების ორგანოების შეხვედრებზე მაინც უნდა გამოცხადდე – ან გააუქმო, მაგალითად, იმ მიზეზით რომ ხარ ავად.

გინდა გაიგო, იყო თუ არა პოლიცია შენთან, როცა სახლში არ იმყოფებოდი? მეზობლებს შეუძლიათ გაგაგებინონ, თუ წინასწარ აუხსნი სიტუაციას. თუ მარტო ცხოვრობ, შეგიძლია პატარა ქაღალდი ან კბილის ჯოხი მჭიდროდ ჩააჭირო კარებში, როცა სახლს ტოვებ. სახლში დაბრუნების შემდეგ, ასე შეგიძლია შეამოწმო, გააღო თუ არა ვინმემ კარი.

W2eu გამოაქვეყნა ბუკლეტი მნიშვნელოვანი რჩევებით, თუ როგორ შეიძლება დეპორტაციების შეჩერება.

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

დეპორტაციის წინააღმდეგ წინააღმდეგობის გაწევის შესახებ მრავალენოვანი ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იპოვოთ No Border Assembly-ზე.

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

არსებობს „სოლიდარული თავშესაფარი “ (Soli-Asyl). ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობ სხვა ადამიანებთან, სადაც პოლიცია ვერ გიპოვის, აქ შეგიძლია იპოვო დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ენებზე:

Citizen Asylum Saxony
citizenasylum.noblogs.org/
ინფორმაცია Soli-Asyl ის შესახებ

არსებობს ასევე „ეკლესიური თავშესაფარი“ (Kirchen-Asyl). ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობ ეკლესიაში ან ეკლესიისთვის განკუთვნილ შენობაში. პოლიციამ იცის, სადაც ხარ, მაგრამ მათ არ აქვთ შენი წაყვანის უფლება. უმეტეს შემთხვევაში ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დეპორტაცია ხდება სხვა ევროკავშირის ქვეყანაში, დუბლინის წესების გამო. და უკეთესია, თუ წინასწარ გექნება პირადი კონტაქტი ეკლესიის წევრებთან ან მღვდელთან, აქ შეგიძლია იპოვო პირველადი ინფორმაცია:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში დეპორტაციის შეჩერება

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

მიზანი ყოველთვის არის დეპორტაციის თავიდან აცილება. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. თუ დეპორტაცია მაინც მოხდება, სასარგებლოა მნიშვნელოვანი საკითხების წინასწარ მომზადება, რათა სიჩქარეში არაფერი დაგვავიწყდეს.

როგორ შემიძლია მოვემზადო დეპორტაციისთვის?

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "მომზადება დეპორტაციისთვის"

იმის მიუხედავად რომ ეს საშიში და სარისკოა შენ შეგიძლია შესაძლო დეპორტისთვის მომზადება.

შეიძლება პოლიცია ღამითაც მოვიდეს, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად. ეს ინფორმაცია დაგეხმარება მიმდინარე დეპორტაციის დროს, კარგ შემთხვევაში მის შეჩერებაშიც:

მოამზადე საჭირო ნივთები: წამლები, საბუთები (ბავშვების დაბადების მოწმობები, სამედიცინო დოკუმენტები, პასპორტები და ა.შ.). წინასწარ შეათანხმე სანდო ადამიანთან, რომ საფრთხის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლია დაურეკო. დაწერე მისი და შენი ადვოკატის სახელი და ტელეფონის ნომერი, შეინახე მარტივად საპოვნელ ადგილას, მაგ. კარის გვერდით დაკიდე ფურცელი. თუ დეპორტაცია განხორციელდება, სანდო პირი შეძლებს გამოგიგზავნოს ნივთები, რისი წაღებაც ვერ მოახერხე ან დაგავიწყდა. იცნობ ადამიანებს, რომლებიც საფრთხის შემთხვევაში სწრაფად მოვლენ შენთან და დეპორტაციისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოახერხებენ? ამ შეთხვევაში, დაგეგმეთ ერთად, ვის აცნობო ინფორმაცია. ეს ადამიანი შემდეგ გადასცემს სხვებს ინფორმაციას ( ჯაჭვი). ხშირად ვერ იპოვი საკმარის ადამიანებს, რომლებიც ეცდებიან დეპორტაციის შეჩერებას. მიუხედავად ამისა, შეგიძლია მაინც დაუკავშირდე რამოდენიმეს, რათა მოვიდნენ მხარი დაგიჭირონ და იყვნენ მოწმეები. გაქვს მტკიცებულება, რომ შენ ან შენი ოჯახი არ უნდა დაგადეპორტონ? მოამზადე საჩვენებლად. ეს შეიძლება იყოს, მაგ. სამედიცინო დასკვნები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, დედობის პასპორტი, უწყებებიდან ან ადვოკატებიდან წერილები. რეგულარულად ეკონტაქტე შენს ადვოკატს და მხარდამჭერებს. დარწმუნდი, რომ მათ აქვთ შენი უახლესი დოკუმენტები და ინფორმაციები, რომელიც შეიძლება დაგეხმაროს დარჩენაში, მაგ. სამუშაო ხელშეკრულება, სამედიცინო დოკუმენტები… თუ გსურს, მოაწერე ხელი ნიმუშებს ასაც აქ სასწრაფო დახმარების ნაკრებში იპოვი, და შეგიძლია მისზე იმ ადამიანს ვისაც ენდობი. ის შეძლებს სწრაფად მოახდინოს რეაგირეა, როცა შენი არ გაქვს ამისთვის დრო.

აგრეთვე არის სხვა ინფორმაციები მხარდამჭერებისთვის. . აქ არის კონტაქტები სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების და პოლიტიკოსების. მათთან დარეკვას შეძლებს შენი სანდო პირი თუ შენ დაგადეპორტებენ.

ესაუბრე ოჯახს, მეგობრებს ან ნაცნობებს, როგორ შეუძლიათ და როგორ სურთ შენი მხარდაჭერა, და აჩვენე მათ ეს სასწრაფო დახმარების ნაკრები.

ხშირად დეპორტაციები ხდება ფარულად, უმეტესობა საქსონიაში ამას ვერ იგებს.

შეგიძლია შენი მოსალოდნელი დეპორტაცია მხარდამჭერების დახმარებით საჯაროდ გაახმოვანო. ზოგჯერ ამას შეუძლია მიმდინარე დეპორტაციის შეჩერება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიზლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რამდენად მძიმე და საზიანოა დეპორტაციები.

აქ არის რჩევები პროტესტისთვის და ინდორმაციის გასაჯაროებისთვის დეპორტაციის დროს.

დაფიქრდი, რომელი ინფორმაციის გასაჯაროება გსურს და განიხილე ეს შენს მხარდამჭერებთან.

აქვთ მათ უფლება გაასაჯაროონ ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციები:

  • როგორ მიმდინარეობდა დეპორტაცია?
  • როგორი იყო შენი ცხოვრება გერმანიაში? (სამსახური, სკოლა, მოხალისედ მუშაობა, ჯანმრთელობა, სამართალდარღვევები…)
  • რას გაექეცი? რისი ან ვისი გეშინია უკან დაბრუნების შემთხვევაში?
  • გინდა შენი სახელის ან ფოტოსურათების, ვიდეოების გასაჯაროება თუ არა ?
ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში მომზადება დეპორტაციისთვის

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

მას შემდეგ, რაც ამ თემით დაკავდები, შეხვდი საყვარელ ადამიანებს და გააკეთე რამე სასიამოვნო.

მნიშვნელოვანია დეპორტაციის საფრთხის აღქმა და კარგად მომზადება. მაგრამ არ მისცე შიშს უფლება შეგიპყროს!

დეპორტაცია მიმდინარეობს – რისი გაკეთება შემიძლია?

დეპორტაციის ორგანიზებას აკეთებს ფედერალური მიწის ცენტრალური მიგრაციის სამსახურები, ხოლო ახორციელებს პოლიცია.

2025 entschied das Bundesverfassungsgericht: Die Polizei braucht für Abschiebungen einen Durchsuchungs-Beschluss vom Amtsgericht. Ohne Beschluss musst du sie nicht in die Wohnung lassen. Das gilt auch für Zimmer in Unterkünften oder Lagern oder beim Arbeitgeber. Die Polizei darf nur ohne Durchsuchungsbeschluss in dein Zimmer, wenn sie dich hineinlaufen sieht oder durch ein Fenster sieht. Wenn die Polizei ohne Durchsuchungsbeschluss kommt, kannst du Widerspruch einlegen.

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "პოლიცია და დეპორტები"

პოლიციას შეუძლია დეპორტისთვის ბევრ ადილად მოვიდეს, მაგ. სახლში, სახელმწიფო დაწესებულებებში შეხვედრის დროს, სამსახურში ან ქუჩაში. ზოგჯერ პოლიცია ცდილობს ოჯახთან ან მეგობრებთან მისვლასაც, თუ მათ მისამართი აქვთ. ყველა მისამართი, რომელიც რაიმე უწყებისთვის (სოციალური სამსახური, უცხოელთა სამმართველო, BAMF, მერია) ცნობილია, არის საშიში. პოლიცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს, ხშირად დილით ადრე. ამ შემთხვევაში ხშირად დეპორტაციის შეჩერება უკვე შეუძლებელია. თვითმფრინავით დეპორტაციამდე მხოლოდ რამდენიმე საათია საჭირო.

ამ ბროშურაში იპოვი ინფორმაციას მიმდინარე დეპორტაციის დროს რისი გაკეთება შეიძლება.

პოლიცია საცხოვრებლის წინ?

იყავი მშვიდად და გამორთე შუქი თუ შენ ხარ ის ადამიანი, ვისი დადეპორტება უნდათ, არ გააღო კარი, თუ არ გინდა დეპორტაცია! თუ ბინაში სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებსაც დეპორტაცია არ ემუქრებათ, ისინი უნდა ესაუბრონ პოლიციას და შეიძლება ბინაშიც შეუშვან. შენ შეგიძლია დაიმალო სხვის ოთახში და ჩაკეტო კარი. ამის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინე შენს ადვოკატს ან მხარდამჭერებს. სასწრაფოდ გჭირდება კონსულტაცია. თუ პოლიციამ ერთხელ სცადა, უმეტეს შემთხვევაში ისინი ისევ დაბრუნდებიან და ხელახლა ცდიან!

პოლიცია თავშესაფარში / ბანაკში?

მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია!

გაარკვიე, ვინ მიიღო BAMF-ისგან უარყოფითი გადაწყვეტილება და ვის ემუქრება დეპორტაცია. სად არის ბანაკში კარგი დამალვის ადგილები, სადაც სწრაფად შეიძლება მისვლა? რომელი სოციალური მუშაკები ან დაცვის თანამშრომლები არიან კეთილგანწყობილი და შეუძლიათ დახმარება? ესაუბრე მათ! მიიღე ინფორმაცია დაგეგმილი დეპორტაციების თარიღების შესახებ! ასე გეცოდინება, როდის შეიძლება პოლიცია ბანაკში შევიდეს. ინფორმაცია, მაგ. შეგიძლიათ იპოვო Instagram-ზე, Facebook-ზე ან Telegram-ზე:

თუ პოლიცია ბანაკში შევა, ისინი, ვისაც დეპორტაცია ემუქრება, უნდა დაიმალონ. მათ ვისაც დეპორტაცია არ ემუქრება, შეუძლიათ დახმარება და მხარდაჭერის გაწევა. ამისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. ესაუბრე ადამიანებს შენს თავშესაფარში. ბევრს ეშინია ან საკუთარ თავშესაფრის პროცესზე დარდობს, მაგრამ ერთად შეგიძლიათ დეპორტაციების შეჩერება: ადამიანებს, ვისაც დეპორტაცია არ ემუქრება, შეუძლიათ სხვები დამალონ. აგრეთვე შესაძლებელია ოთახების გაცვლა. შეგიძლიათ დეპორტაციის დროს შესასვლელთან შეიკრიბოთ, ხმაური ატეხოთ და პოლიციის ყურადღება გადაიტანოთ. შეგიძლიათ ერთმანეთი სასტვენებით გააფრთხილოთ. პოლიცია ცდილობს სხვა ოთახებშიც მოძებნოს ადამიანები, იმ ოთახებშიც კი, სადაც ისინი არ ცხოვრობენ! თუ პოლიცია შენს ოთახში შემოვა და სხვას ეძებს, მკაფიოდ, მაგრამ მშვიდად გააპროტესტე. პოლიციას შეუძლია შენს ოთახში „შესვლა“, მაგრამ არა „ჩხრეკა“. ანუ არ აქვს უფლება კარადებში ან საწოლის ქვეშ ჩაიხედოს. აცნობე სხვებს დეპორტაციების და პოლიციის ქცევის შესახებ! სცადე ფარულად გადაიღო ვიდეო ან გააკეთო აუდიოჩანაწერები. ყურადღებით დააკვირდი ყველაფერს და შემდეგ ყველაფერი დაწერე.

პოლიცია შენი სამსახურიდან წაგიყვანს:

ოფისში ან კომპანიის ტერიტორიაზე შესასვლელად პოლიციას ესაჭიროება ჩხრეკის განკარგულება თხოვე შენს უფროსს ან ხელმძღვანელს, პოლიციას ეს განკარგულება მოსთხოვოს. შეგიძლია კოლეგებს აუხსნა, რომ პოლიცია შენ არ გიჭერს კრიმინალური დანაშაულისთვის, არამედ დეპორტაციების დროს ხშირად ძალიან სასტიკი ხდებიან. თუ შენი სამუშაო შეიძლება იყოს საფუძველი ცხოვრების უფლებისთვის, თხოვე კოლეგებს, რომ შენი სამუშაო კონტრაქტი, უახლესი ხელფასის ცნობა ან მხარდაჭერის წერილი გაუგზავნონ შენს ადვოკატს ან მხარდამჭერს.

პოლიცია აგიყვანს სახელმწიფო უწყებიდან ან ქუჩაში კონტროლის დროს:

თუ დეპორტაციის საფრთხე დიდია, უმჯობესია უწყებაში მისვლისას ყოველთვის თან წაიყვანო მეგობარი ან მხარდამჭერი და მარტო არ იარო. მათ შეუძლიათ შენთვის უცხოელთა სამმართველოს გარეთ და საქმის განმხილველის ოთახთან შეამოწმონ, არის თუ არა იქ პოლიცია და ფარულად გაგაფრთხილონ. თუ უწყებაში დანიშნულ შეხვედრაზე ვერ მიდიხარ, აუცილებლად უნდა გააუქმო. ჯობია რომ შეხვედრის დღეს დაუგზავნა უწყებას ელექტრონული ფოსტა. უნდა გქონდეს მნიშვნელოვანი მიზეზი (მაგ. ავადმდყოფობა) და დამადასტურებელი საბუთი (მაგ. ექიმის ცნობა). თუ შეხვედრას უმიზეზოდ გააცდენ, უწყება შეუძლია ჩაგთვალოს როგორც „გაქცეული“ და გამოაცხადოს შენზე ძებნა. ეს ნიშნავს, რომ პოლიციას შეუძლია დაგაპატიმროს ყველგან და უფრო მოხვდე სადეპორტო ციხეში. თუ პოლიცია დაგიჭერს, გაქვს უფლება დაურეკო შენს ადვოკატს ან სხვა მხარდამჭერს.

გთხოვ, აცნობე ყოველი დეპორტაციის მცდელობა ასევე საქსონიის ლტოლვილთა საბჭოს (SFR) დეპორტაციის მონიტორინგის სამსახურს:

ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში პოლიცია და დეპორტები

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

თუ დეპორტაცია გემუქრება და გეშინია, უმჯობესია თუ ქვემოთ დაწერილ ინფორმაციებს მშვიდად გაეცნობი, დეპორტაციის დროს ამისთვის დრო არ გექნება.

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "მიმდინარე დეპორტაცია"

ბევრისთვის ეს შოკია: პოლიცია არის იქ. შეიძლება ბევრი პოლიციელი მოვიდეს და ისინი შესაძლოა არამეგობრულები იყვნენ. ისინი ვერ ხვდებიან, რამდენად რთულ სიტუაციაში ხარ. მათ არ ყავთ თარჯიმნები. ხშირად რთულია მათთან საუბარი და ვერ მიხვდები, რას გთხოვენ.

ამ ბროშურაში იპოვი მეტ ინფორმაციას პოლიციის და დეპორტაციის შესახებ

მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან რთულია მაინც უნდა სცადო მშვიდად ყოფნა.თუ ისინი აგრესიულად ჩაგთვლიან პოლიციელებმა შეიძლება გამოიყენონ ძალადობა, დაგადონ ხელბორკილები ან ოჯახი დააშორონ ერთმანეთს.

ვინ არის ხელმძღვანელი პოლიციელი? მშვიდად ესაუბრე მას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • ოჯახის რომელიმე წევრი არ იმყოფება სახლში? როგორ აპირებს პოლიცია თავიდან აიცილოს ოჯახის ერთმნეთთან დაშორება?
  • აქვს რომელიმე ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემა ან არის ორსულად? არსებობს ამის მტკიცებულება? მოითხოვე პოლიციისგან ექიმთან დარეკვა, რათა შეამოწმონ შეგიძლია თუ არა მგზავრობა.
  • ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ცხოვრების ნებართვა, აუსბილდუნგის დულდუნგი, ან მუშაობის დულდუნგი? გაქვთ თავშესაფრის მოთხოვნა წარდგენილი რომელიც ჯერ არ არის დახურული?
  • აქვს რომელიმეს პანიკური შეტევა? მაშინ მოითხოვე სასწრაფო ექიმის გამოძახებ

სცადე, მოაგროვო ინფორმაცია:

  • გადეპორტებენ ვტობუსით თუ როგორც ხშირ შემთხვევაში თვითმფრინავით?
  • რომელი აეროპორტიდან და როდის არის გაფრენა?
  • გაფრენამდე გადაგიყვანენ პოლიციის განყოფილებაში ?
  • რას ისახავს დეპორტაციის მიზანი? რომელ ქალაქში ჩამოფრინდებით.
  • რას ისახავს დეპორტაციის მიზანი? რომელ ქალაქში ჩაფრინდებით?

ერთ ადამიანზე 20 კგ დასაშვებია. ნუ დაივიწყებ მთავარს: წამლები, საბუთები (ბავშვების დაბადების მოწმობა, სამედიცინო დოკუმენტები, პასპორტები და ა.შ.), ტანსაცმელი პირველი დღეებისთვის…

პოლიციას შეუძლია ჩამოგართვას ნაღდი ფული. ეს იმისთვის კეთდება, რომ დეპორტაციის ხარჯების ნაწილი შენ თავად გადაიხადო. მათ ასევე აქვთ უფლება გაჩხრიკონ თქვენი პირადი ნივთები. თუ დეპორტაცია გემუქრება, უმჯობესია ფული მისცე სანდო პირს. მას შეუძლია გადაიხადოს ადვოკატების საფასური ან დეპორტაციის შემდეგ გამოგიგზავნოს ის. როცა პოლიცია გადაწყვეტს რამე ჩამოგართვას აუცილებლად უნდა მოგცეს ქვითარი ან ოფიციალური საბუთი. შენი მხარდამჭერი ან ადვოკატი შეამოწმებს, ჰქონდა თუ არა პოლიციას ამის უფლება.

ხშირად პოლიცია ართმევს ტელეფონს. უმჯობესია, თუ შეძლებ სადმე მეორე ტელეფონის დამალვას. თუ მოახერხებ, ფარულად გააკეთე აუდიო- ან ვიდეოჩანაწერები. დაჟინებით მოითხოვე, რომ ტელეფონის წართმევამდე დაგარეკინონ: დაურეკე შენს ნდობის პირს ან შენს ადვოკატს. თუ შესაძლებელია, მოვიდეს მხარდამჭერი ადამიანი და დეპორტაციის დროს გვერდში დაგიდგეს. ან მას შეუძლია შენს ნაცვლად განახორციელოს ზარები, მაგ. ადვოკატთან დარეკოს. ასევე შეგიძლია დაურეკო ნაცნობებს ან მეგობრებს დეპორტაციის დანიშნულების ქალაქში, რომ დაგხვდნენ და შენთვის ღამის გასათევი მოაწყონ.

შენ ან შენმა მხარდამჭერმა ასევე უნდა დეპორტაციის ზედამხედველობის ორგანოს დაეკონტაქტოთ. მიაწოდოთ ინფორმაცია შენი მდგომარეობის შესახებ და ჰკითხე როგორ შეიძლება შენი დახმარება.

პოლიციას მიყავს ადამიანები პოლიციის განყოფილებაში. შემდეგ აეროპორტში ან ავტობუსში, რომლითაც დეპორტაცია მოხდება. დეპორტაცია ხშირად რამდენიმე საათს გრძელდება. ამ დროს შენს მხარდამჭერებს ან ადვოკატს შეუძლია გამოიყენოს დრო, რათა სამართლებრივად შეაჩერონ დეპორტაცია. თუმცა ახლა მათ ბევრი საქმე აქვთ, უნდა იმოქმედონ სწრაფად და იყვნენ ტელეფონზე ხელმისაწვდომები! შესაძლოა, მათ შეძლონ BAMF-ს თავშესაფრის ახალი განაცხადით მიმართონ ან დულდუნგის განაცხადით, ასევე წარადგინონ სასწრაფო განაცხადი დეპორტაციის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სასამართლოში.

თუ სამართლებრივად შანსს ვერ ხედავ, შეგიძლია დეპორტაციის შეჩერება სხვა გზებითაც სცადო. მაგრამ ფრთხილად: პოლიცია ხშირად მკაცრია და ძალადობრივად რეაგირებს!!!

  • შეგიძლია სცადო წინააღმდეგობის გაწევა და გაქცევა
  • მეგობრებს შეუძლიათ პოლიციის ბლოკირება
  • შეგიძლია უარი თქვა თვითმფრინავში დაჯდომაზე
ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

დაფიქრდი, რა არის შენთვის და შენი ოჯახისათვის უკეთესი: გინდათ დეპორტაცია რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანოთ და ნაკლები ძალადობა გამოიაროთ? თუ გინდათ ყველაფერი სცადოთ, რომ დრო მოიგოთ და კიდევ ერთი შანსი გქონდეთ დეპორტაციის შეჩერებისთვის? ყურადღება: თუ ძალიან ძლიერად გაუწევ წინააღმდეგობას და ამით დეპორტაციას შეაჩერებ, შეიძლება ჩაგსვან სადეპორტო ციხეში და დაგაშორონ შენს ოჯახს

გთხოვ, აცნობე დეპორტაციის ფაქტი ან მისი მცდელობა SFR e.V.-ის დეპორტაციის მონიტორინგის სამსახურს:

ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში მიმდინარე დეპორტაცია

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

რას ნიშნავს სადეპორტო ციხე ?

თუ უცხოელთა სამმართველოს უნდა, რომ დაგადეპორტოს, მათ შეუძლიათ შენი დაპატიმრება.

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "სადეპორტო ციხე"

დეპორტაციის მიზნით შეიძლება ადამიანი რამდენიმე დღით ან მაქსიმუმ 6 თვემდე დააკავონ. საქსონიის სადეპორტო ციხე დრეზდენში მდებარეობს. თუნდაც არ გქონდეს ჩადენილი დანაშაული, შესაძლებელია პატიმრობაში ჩაგსვან. პოლიციას შეუძლია შენს სახლში ან უწყებაში შეხვედრის დროს დაგაკავოს. ამის შემდეგ შენ სასამართლოში მიგიყვანენ მოსმენისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ მოსმენის დროს იურისტი ან სანდო პირი გვერდით გყავდეს. ეს მოსმენის დასაწყისში უნდა მოითხოვო! ასევე შეგიძლია კონკრეტული იურისტის მოთხოვნა.

დაკავების დროს უფლება გაქვს კონსულტაცია გაიარო იურისტებთან და დრეზდენის სადეპორტო ციხის საკონტაქტო ჯგუფთან . შეგიძლია ესაუბრო სოციალური სამსახურის თანამშრომელს და ორივე კონსულტაცია მოითხოვო.

დამატებითი ინფორმაცია და კონტაქტები:

Abschiebehaftkontaktgruppe Dresden
Kontaktgruppe Asyl und Abschiebehaft e.V.
Dresden
kontakt@abschiebehaftkontaktgruppe.de
www.abschiebehaftkontaktgruppe.de
Instagram: @abschiebehaftkg_dresden
ადამიანებისთვის კონსულტაციის გაწევა, რომლებიც იმყოფებიან დრეზდენის სადეპორტო ციხეში

რამდენად დიდია რისკი?

თუ შენ გაქვს უბრალო დულდუნგი, შეუძლიათ შენი დადეპორტება და ამ მიზნით შეუძლიათ შენი დაპატიმრება. მიუხედავად აქ მრავალწლიანი ცხოვრებისა ან გაქვს ცხოვრების მოთხოვნაზე განცხადება შეტანილი, უცხოელთა სამმართველოს შეუძლია დაგადეპორტოს და ამისთვის პატიმრობაში ჩაგსვას.

საფრთხე დიდია,

  • თუ ადრე დეპორტაცია ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სახლში არ იყავი ან უცხოელთა სამმართველოში შეხვედრებზე არ მიხვედი.
  • თუ შენ რამდენიმე ევროკავშირის ქვეყანაში გაქვს თავშესაფარი მოთხოვნილი.
  • თუ შენ წინააღმდეგობა გაუწიე დეპორტაციას.
  • თუ უცხოელთა სამმართველომ იცის, რომ შენ ცრუ პასპორტი მიიტანე ან უთხარი გამოგონილი სახელი.
  • თუ შენ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალე და რამდენიმე თვე არ დაუკავშირდი უცხოელთა სამმართველოს ან სოციალურ სამსახურს.
  • თუ შენ საზღვარზე ფედერალურმა პოლიცამ დაგაკავა, რადგან არ გაქვს ვიზა და გაქვს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ან არანაირი მიზეზი არ გაქვს თავშესაფრის მოთხოვნისთვის.
  • თუ მამაკაცი ხარ. რადგან ამჟამად (2024) საქსონიაში ქალებს და ბავშვებს დეპორტაციის მიზნით არ აპატიმრებენ.
  • თუ დანაშაულები ჩაგიდენია – მაშინაც კი, თუ ეს დეპორტაციის მიზნით დაკავების წინაპირობა არ არის.

რა შეგიძლია გააკეთო ?

თუ გეშინია დეპორტაციის და დეპორტაციის მიზნით დაკავების, მიმართე კონსულტაციას:

ჩვენს კონტაქტების მიმოხილვაში შეგიძლიათ იპოვოთ კარგი საკონსულტაციო ცენტრები საქსონიაში.

მუდმივად თან იქონიე შენი ადვოკატის და სანდო პირის სახელი და საკონტაქტო მონაცემები! აქ ნახავ ფორმულარს (რაც შეგიძლია შეავსო ) “სანდო პირისთვის” დეპორტაციის მიზნით დაკავების დროს:

ნიმუშები ამოსაბეჭდად

თუ შენ დაგაკავებენ, მოითხოვე, რომ მათ მიაწოდონ ინფორმაცია და რომ მოვიდნენ სასამართლოში მოსმენაზე.

უცხოელთა სამმართველოს სურს სასამართლო დაარწმუნოს, რომ შენ დეპორტაციამდე გაქცევას აპირებ. ის სასამართლოს წარუდგენს „მტკიცებულებებს“, თითქოს შენ ხელისუფლებისგან იმალები. ამას უწყება „დამალვას“ („Untertauchen“) უწოდებს. ჩვენი დუბლინის ბროშურაში fნახავ დამატებით ინფორმაციას „დამალვა“ შესახებ.

სასამართლო პროცესი

დეპორტაციის მიზნით დაკავებამდე პოლიცია გადაგიყვანს სასამართლოში მოსმენისთვის. მოსმენა არ ეხება შენს თავშესაფრის მიზეზებს! მთავარია, სასამართლო დარწმუნდეს, რომ შენ არ აპირებ დეპორტაციას აარიდო თავი. დაარწმუნე სასამართლო, რომ მზად ხარ რეგულარულად მიხვიდე რეგისტრაციაზე და არ აპირებ დეპორტაციიდან გაქცევა. თუ შენ პატიმრობაში არ დაგტოვებენ სასწრაფოდ მიმართე საკონსულტაციო ცენტრებს ან იურისტებს.

რა ხდება სადეპორტო დაწესებულებაში?

შენ ექიმი გაგსინჯავს, რათა შეამოწმოს, ხარ თუ არა საკმარისად ჯანმრთელი დაკავებისა და დეპორტაციისთვის. თუ ავად ხარ და წამლები გჭირდება, ეს აუცილებლად უთხარი ექიმს. შენ შეგიძლია შეხვდე ადვოკატს, სადეპორტო ციხის საკონტაქტო ჯგუფს, კონსულტანტებს თავშესაფრის (მეორე) პროცედურისთვის, ფსიქოლოგს ან სულიერ მრჩეველს. ამ ყველაფერში სოციალური სამსახური უნდა დაგეხმაროს. შენ უნდა ჩააბარო ყველა შენი ნივთი და ასევე ნაღდი ფული. თუ 200 ევროზე მეტი თანხა გაქვს, ამ ფულს ისინი დეპორტაციის შემდეგაც შეინახავენ. ასევე უნდა ჩააბარო შენი მობილური. თუმცა შეგიძლია მოითხოვო, რომ მოკლე დროით დაგიბრუნონ, რათა ჩაიწერო კონტაქტები და ტელეფონის ნომრები ან ელფოსტისა და ფეისბუკის პაროლები და ასევე გადააგზავნო ფოტოები ან დოკუმენტები შენი ადვოკატისთვის ან მხარდამჭერებისთვის. დღეში ერთი საათის განმავლობაში შეგიძლია გამოიყენო (ნელი) ინტერნეტი. ასევე შეგიძლია ითხოვო ტელეფონი (არა სმარტფონი) და დარეკო. რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდი მხარდამჭერებს, შენს ადვოკატს ან სადეპორტო ციხის საკონტაქტო ჯგუფს, რათა დაგეხმარონ.

ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში სადეპორტო ციხე

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

დანართი

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და დაგეხმარება გადაადგილების თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ჩვენ ვიღებთ კრიტიკას, ახალ იდეებს და თანამშრომლობას/დახმარებას.

ამისთვის მოგვწერეთ:

info@bringbackourneighbours.de

საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და მხარდაჭერის მოპოვება

ინფორმაცია სოციალური სამსახურის სპეციალისტებისთვის

კონტაქტები პასუხისმგებელ პირებთან და მხარდამჭერებთან

შაბლონები ამოსაბეჭდად