დააბრუნეთ ჩვენი მეზობლები
Abschiebehaft

სადეპორტო ციხე

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

ბმული კოპირებულია ბუფერში
კონტენტი კოპირებულია ბუფერში
ჩამოტვირთეთ როგორც PDF

დეპორტაციის მიზნით შეიძლება ადამიანი რამდენიმე დღით ან მაქსიმუმ 6 თვემდე დააკავონ. საქსონიის სადეპორტო ციხე დრეზდენში მდებარეობს. თუნდაც არ გქონდეს ჩადენილი დანაშაული, შესაძლებელია პატიმრობაში ჩაგსვან. პოლიციას შეუძლია შენს სახლში ან უწყებაში შეხვედრის დროს დაგაკავოს. ამის შემდეგ შენ სასამართლოში მიგიყვანენ მოსმენისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ მოსმენის დროს იურისტი ან სანდო პირი გვერდით გყავდეს. ეს მოსმენის დასაწყისში უნდა მოითხოვო! ასევე შეგიძლია კონკრეტული იურისტის მოთხოვნა.

დაკავების დროს უფლება გაქვს კონსულტაცია გაიარო იურისტებთან და დრეზდენის სადეპორტო ციხის საკონტაქტო ჯგუფთან . შეგიძლია ესაუბრო სოციალური სამსახურის თანამშრომელს და ორივე კონსულტაცია მოითხოვო.

დამატებითი ინფორმაცია და კონტაქტები:

Abschiebehaftkontaktgruppe Dresden
Kontaktgruppe Asyl und Abschiebehaft e.V.
Dresden
kontakt@abschiebehaftkontaktgruppe.de
www.abschiebehaftkontaktgruppe.de
Instagram: @abschiebehaftkg_dresden
ადამიანებისთვის კონსულტაციის გაწევა, რომლებიც იმყოფებიან დრეზდენის სადეპორტო ციხეში

რამდენად დიდია რისკი?

თუ შენ გაქვს უბრალო დულდუნგი, შეუძლიათ შენი დადეპორტება და ამ მიზნით შეუძლიათ შენი დაპატიმრება. მიუხედავად აქ მრავალწლიანი ცხოვრებისა ან გაქვს ცხოვრების მოთხოვნაზე განცხადება შეტანილი, უცხოელთა სამმართველოს შეუძლია დაგადეპორტოს და ამისთვის პატიმრობაში ჩაგსვას.

საფრთხე დიდია,

  • თუ ადრე დეპორტაცია ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სახლში არ იყავი ან უცხოელთა სამმართველოში შეხვედრებზე არ მიხვედი.
  • თუ შენ რამდენიმე ევროკავშირის ქვეყანაში გაქვს თავშესაფარი მოთხოვნილი.
  • თუ შენ წინააღმდეგობა გაუწიე დეპორტაციას.
  • თუ უცხოელთა სამმართველომ იცის, რომ შენ ცრუ პასპორტი მიიტანე ან უთხარი გამოგონილი სახელი.
  • თუ შენ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალე და რამდენიმე თვე არ დაუკავშირდი უცხოელთა სამმართველოს ან სოციალურ სამსახურს.
  • თუ შენ საზღვარზე ფედერალურმა პოლიცამ დაგაკავა, რადგან არ გაქვს ვიზა და გაქვს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ან არანაირი მიზეზი არ გაქვს თავშესაფრის მოთხოვნისთვის.
  • თუ მამაკაცი ხარ. რადგან ამჟამად (2024) საქსონიაში ქალებს და ბავშვებს დეპორტაციის მიზნით არ აპატიმრებენ.
  • თუ დანაშაულები ჩაგიდენია – მაშინაც კი, თუ ეს დეპორტაციის მიზნით დაკავების წინაპირობა არ არის.

რა შეგიძლია გააკეთო ?

თუ გეშინია დეპორტაციის და დეპორტაციის მიზნით დაკავების, მიმართე კონსულტაციას:

ჩვენს კონტაქტების მიმოხილვაში შეგიძლიათ იპოვოთ კარგი საკონსულტაციო ცენტრები საქსონიაში.

მუდმივად თან იქონიე შენი ადვოკატის და სანდო პირის სახელი და საკონტაქტო მონაცემები! აქ ნახავ ფორმულარს (რაც შეგიძლია შეავსო ) “სანდო პირისთვის” დეპორტაციის მიზნით დაკავების დროს:

ნიმუშები ამოსაბეჭდად

თუ შენ დაგაკავებენ, მოითხოვე, რომ მათ მიაწოდონ ინფორმაცია და რომ მოვიდნენ სასამართლოში მოსმენაზე.

უცხოელთა სამმართველოს სურს სასამართლო დაარწმუნოს, რომ შენ დეპორტაციამდე გაქცევას აპირებ. ის სასამართლოს წარუდგენს „მტკიცებულებებს“, თითქოს შენ ხელისუფლებისგან იმალები. ამას უწყება „დამალვას“ („Untertauchen“) უწოდებს. ჩვენი დუბლინის ბროშურაში fნახავ დამატებით ინფორმაციას „დამალვა“ შესახებ.

სასამართლო პროცესი

დეპორტაციის მიზნით დაკავებამდე პოლიცია გადაგიყვანს სასამართლოში მოსმენისთვის. მოსმენა არ ეხება შენს თავშესაფრის მიზეზებს! მთავარია, სასამართლო დარწმუნდეს, რომ შენ არ აპირებ დეპორტაციას აარიდო თავი. დაარწმუნე სასამართლო, რომ მზად ხარ რეგულარულად მიხვიდე რეგისტრაციაზე და არ აპირებ დეპორტაციიდან გაქცევა. თუ შენ პატიმრობაში არ დაგტოვებენ სასწრაფოდ მიმართე საკონსულტაციო ცენტრებს ან იურისტებს.

რა ხდება სადეპორტო დაწესებულებაში?

შენ ექიმი გაგსინჯავს, რათა შეამოწმოს, ხარ თუ არა საკმარისად ჯანმრთელი დაკავებისა და დეპორტაციისთვის. თუ ავად ხარ და წამლები გჭირდება, ეს აუცილებლად უთხარი ექიმს. შენ შეგიძლია შეხვდე ადვოკატს, სადეპორტო ციხის საკონტაქტო ჯგუფს, კონსულტანტებს თავშესაფრის (მეორე) პროცედურისთვის, ფსიქოლოგს ან სულიერ მრჩეველს. ამ ყველაფერში სოციალური სამსახური უნდა დაგეხმაროს. შენ უნდა ჩააბარო ყველა შენი ნივთი და ასევე ნაღდი ფული. თუ 200 ევროზე მეტი თანხა გაქვს, ამ ფულს ისინი დეპორტაციის შემდეგაც შეინახავენ. ასევე უნდა ჩააბარო შენი მობილური. თუმცა შეგიძლია მოითხოვო, რომ მოკლე დროით დაგიბრუნონ, რათა ჩაიწერო კონტაქტები და ტელეფონის ნომრები ან ელფოსტისა და ფეისბუკის პაროლები და ასევე გადააგზავნო ფოტოები ან დოკუმენტები შენი ადვოკატისთვის ან მხარდამჭერებისთვის. დღეში ერთი საათის განმავლობაში შეგიძლია გამოიყენო (ნელი) ინტერნეტი. ასევე შეგიძლია ითხოვო ტელეფონი (არა სმარტფონი) და დარეკო. რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდი მხარდამჭერებს, შენს ადვოკატს ან სადეპორტო ციხის საკონტაქტო ჯგუფს, რათა დაგეხმარონ.