დააბრუნეთ ჩვენი მეზობლები
Vorlagen zum Ausdrucken

ნიმუშები ამოსაბეჭდად

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

ბმული კოპირებულია ბუფერში
კონტენტი კოპირებულია ბუფერში

მნიშვნელოვანი მითითებები:

ჩვენ შევკრიბეთ ბეჭდვისთვის განკუთვნილი ნიმუშები, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში, ანუ დეპორტაციის პროცესის დროს შეიძლება გამოიყენო. თუმცა ჩვენ გირჩევთ, გამოიყენოთ განცხადებები და მინდობილობები, რომელსაც ადვოკატები ან საკონსულტაციო ცენტრები გასცემენ , რასაც ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით ამზადებენ. ნიმუშები ხელმისაწვდომია მხოლოდ გერმანულად.

საჩივარი სახლის ჩხრეკის წინააღმდეგ

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

დეპორტაციის ორგანიზებას აკეთებს ფედერალური მიწის ცენტრალური მიგრაციის სამსახურები, ხოლო ახორციელებს პოლიცია.

2025 წელს ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციას დეპორტაციის განსახორციელებლად საჭიროა ადგილობრივი სასამართლოს მიერ გაცემული ჩხრეკის ორდერი. ორდერის გარეშე, თქვენ არ ხართ ვალდებული, მათ თქვენს სახლში შეუშვათ. ეს ასევე ვრცელდება საცხოვრებელ ცენტრებში, ბანაკებში ან თქვენს სამუშაო ადგილზე არსებულ ოთახებზე. პოლიციას თქვენს ოთახში უჩვენების ორდერის გარეშე შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ისინი დაგინახავენ, როგორ შედიხართ, ან შეუძლიათ თქვენი დანახვა ფანჯრიდან. თუ პოლიცია უჩვენების ორდერის გარეშე მოვა, თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ.

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ: "პოლიცია და დეპორტები"

პოლიციას შეუძლია დეპორტისთვის ბევრ ადილად მოვიდეს, მაგ. სახლში, სახელმწიფო დაწესებულებებში შეხვედრის დროს, სამსახურში ან ქუჩაში. ზოგჯერ პოლიცია ცდილობს ოჯახთან ან მეგობრებთან მისვლასაც, თუ მათ მისამართი აქვთ. ყველა მისამართი, რომელიც რაიმე უწყებისთვის (სოციალური სამსახური, უცხოელთა სამმართველო, BAMF, მერია) ცნობილია, არის საშიში. პოლიცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს, ხშირად დილით ადრე. ამ შემთხვევაში ხშირად დეპორტაციის შეჩერება უკვე შეუძლებელია. თვითმფრინავით დეპორტაციამდე მხოლოდ რამდენიმე საათია საჭირო.

ამ ბროშურაში იპოვი ინფორმაციას მიმდინარე დეპორტაციის დროს რისი გაკეთება შეიძლება.

პოლიცია საცხოვრებლის წინ?

იყავი მშვიდად და გამორთე შუქი თუ შენ ხარ ის ადამიანი, ვისი დადეპორტება უნდათ, არ გააღო კარი, თუ არ გინდა დეპორტაცია! თუ ბინაში სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებსაც დეპორტაცია არ ემუქრებათ, ისინი უნდა ესაუბრონ პოლიციას და შეიძლება ბინაშიც შეუშვან. შენ შეგიძლია დაიმალო სხვის ოთახში და ჩაკეტო კარი. ამის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინე შენს ადვოკატს ან მხარდამჭერებს. სასწრაფოდ გჭირდება კონსულტაცია. თუ პოლიციამ ერთხელ სცადა, უმეტეს შემთხვევაში ისინი ისევ დაბრუნდებიან და ხელახლა ცდიან!

პოლიცია თავშესაფარში / ბანაკში?

მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია!

გაარკვიე, ვინ მიიღო BAMF-ისგან უარყოფითი გადაწყვეტილება და ვის ემუქრება დეპორტაცია. სად არის ბანაკში კარგი დამალვის ადგილები, სადაც სწრაფად შეიძლება მისვლა? რომელი სოციალური მუშაკები ან დაცვის თანამშრომლები არიან კეთილგანწყობილი და შეუძლიათ დახმარება? ესაუბრე მათ! მიიღე ინფორმაცია დაგეგმილი დეპორტაციების თარიღების შესახებ! ასე გეცოდინება, როდის შეიძლება პოლიცია ბანაკში შევიდეს. ინფორმაცია, მაგ. შეგიძლიათ იპოვო Instagram-ზე, Facebook-ზე ან Telegram-ზე:

თუ პოლიცია ბანაკში შევა, ისინი, ვისაც დეპორტაცია ემუქრება, უნდა დაიმალონ. მათ ვისაც დეპორტაცია არ ემუქრება, შეუძლიათ დახმარება და მხარდაჭერის გაწევა. ამისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. ესაუბრე ადამიანებს შენს თავშესაფარში. ბევრს ეშინია ან საკუთარ თავშესაფრის პროცესზე დარდობს, მაგრამ ერთად შეგიძლიათ დეპორტაციების შეჩერება: ადამიანებს, ვისაც დეპორტაცია არ ემუქრება, შეუძლიათ სხვები დამალონ. აგრეთვე შესაძლებელია ოთახების გაცვლა. შეგიძლიათ დეპორტაციის დროს შესასვლელთან შეიკრიბოთ, ხმაური ატეხოთ და პოლიციის ყურადღება გადაიტანოთ. შეგიძლიათ ერთმანეთი სასტვენებით გააფრთხილოთ. პოლიცია ცდილობს სხვა ოთახებშიც მოძებნოს ადამიანები, იმ ოთახებშიც კი, სადაც ისინი არ ცხოვრობენ! თუ პოლიცია შენს ოთახში შემოვა და სხვას ეძებს, მკაფიოდ, მაგრამ მშვიდად გააპროტესტე. პოლიციას შეუძლია შენს ოთახში „შესვლა“, მაგრამ არა „ჩხრეკა“. ანუ არ აქვს უფლება კარადებში ან საწოლის ქვეშ ჩაიხედოს. აცნობე სხვებს დეპორტაციების და პოლიციის ქცევის შესახებ! სცადე ფარულად გადაიღო ვიდეო ან გააკეთო აუდიოჩანაწერები. ყურადღებით დააკვირდი ყველაფერს და შემდეგ ყველაფერი დაწერე.

პოლიცია შენი სამსახურიდან წაგიყვანს:

ოფისში ან კომპანიის ტერიტორიაზე შესასვლელად პოლიციას ესაჭიროება ჩხრეკის განკარგულება თხოვე შენს უფროსს ან ხელმძღვანელს, პოლიციას ეს განკარგულება მოსთხოვოს. შეგიძლია კოლეგებს აუხსნა, რომ პოლიცია შენ არ გიჭერს კრიმინალური დანაშაულისთვის, არამედ დეპორტაციების დროს ხშირად ძალიან სასტიკი ხდებიან. თუ შენი სამუშაო შეიძლება იყოს საფუძველი ცხოვრების უფლებისთვის, თხოვე კოლეგებს, რომ შენი სამუშაო კონტრაქტი, უახლესი ხელფასის ცნობა ან მხარდაჭერის წერილი გაუგზავნონ შენს ადვოკატს ან მხარდამჭერს.

პოლიცია აგიყვანს სახელმწიფო უწყებიდან ან ქუჩაში კონტროლის დროს:

თუ დეპორტაციის საფრთხე დიდია, უმჯობესია უწყებაში მისვლისას ყოველთვის თან წაიყვანო მეგობარი ან მხარდამჭერი და მარტო არ იარო. მათ შეუძლიათ შენთვის უცხოელთა სამმართველოს გარეთ და საქმის განმხილველის ოთახთან შეამოწმონ, არის თუ არა იქ პოლიცია და ფარულად გაგაფრთხილონ. თუ უწყებაში დანიშნულ შეხვედრაზე ვერ მიდიხარ, აუცილებლად უნდა გააუქმო. ჯობია რომ შეხვედრის დღეს დაუგზავნა უწყებას ელექტრონული ფოსტა. უნდა გქონდეს მნიშვნელოვანი მიზეზი (მაგ. ავადმდყოფობა) და დამადასტურებელი საბუთი (მაგ. ექიმის ცნობა). თუ შეხვედრას უმიზეზოდ გააცდენ, უწყება შეუძლია ჩაგთვალოს როგორც „გაქცეული“ და გამოაცხადოს შენზე ძებნა. ეს ნიშნავს, რომ პოლიციას შეუძლია დაგაპატიმროს ყველგან და უფრო მოხვდე სადეპორტო ციხეში. თუ პოლიცია დაგიჭერს, გაქვს უფლება დაურეკო შენს ადვოკატს ან სხვა მხარდამჭერს.

გთხოვ, აცნობე ყოველი დეპორტაციის მცდელობა ასევე საქსონიის ლტოლვილთა საბჭოს (SFR) დეპორტაციის მონიტორინგის სამსახურს:

ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ცალკე ეს მონაკვეთი ფლაერში პოლიცია და დეპორტები

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

სასწრაფო განაცხადი

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

დეპორტაციის პროცესის დროს სასწრაფო განაცხადი შეიძლება იქნას ადმინისტრაციულ სასამართლოში შეტანილი. ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს პასუხისმგებელმა ადვოკატმა! ეს ნიმუში მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოთ, როცა სხვა გზა არ არსებობს, იგი უნდა გაგზავნოთ ადმინისტრაციულ სასამართლოში ფაქსით; ასევე დაურეკოთ სასამართლოსა და მონაწილე უწყებებს, ანუ იმ მიწის სასამართლოს და ფედერალურ პოლიციას სადაც ცხოვრობთ , რომ განაცხადი შეტანილია და რომ შესაძლოა დეპორტაცია შეჩერდეს. სასწრაფო განაცხადს ასევე სჭირდება დანართი, რომელიც ინდივიდუალურად უნდა შედგინდეს დაზარალებული პირისთვის ან ოჯახისთვის. აქ უნდა აიხსნას დეტალურად მიზეზები, რომლებიც დეპორტაციის წინააღმდეგ მიუთითებს. მაგალითად, სერიოზული დაავადება, დარჩენის უფლება (მაგალითად: სწავლა, მდგრადი ინტეგრაცია) ან ოჯახის ხანგრძლივი განცალკევება და ა.შ. ამ მიზეზებს ასევე დამტკიცება სჭირდება.

მინდობილობა

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

საუკეთესო შემთხვევაში ადვოკატებს ან საკონსულტაციო ცენტრებს აქვთ თქვენი მინდობილობა. საგანგებო სიტუაციაში შეიძლება მინდობილ პირად დაინიშნოს მხარდამჭერი ან სოციალური მუშაკი. მინდობილობა შეიძლება დაეხმაროს იმაში, რომ მათ შეიტანონ განცხადებები, ელაპარაკონ ადვოკატებსა და უწყებებს, ან მოაგვარონ გადაუდებელი საკითხები, თუ დაზარალებულები უკვე პოლიციამ წაიყვანა ან უკვე დეპორტირებულები არიან. გთხოვთ, ზუსტად შეთანხმდეთ მინდობილობის პირობებზე და პასუხისმგებლობით მოეკიდე მას; მიანიჭეთ მხოლოდ იმდენის უფლება რამდენიც საჭიროა.

თავშესაფრის განმეორებითი განაცხადი

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

ეს განაცხადი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა არ გყავს ადვოკატი ან საკონსულტაციო ცენტრები და დეპორტაციის საფრთხე გემუქრება ან უკვე მიმდინარეობს. თუმცა, განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი იმ პირის მიერ და უნდა გაუგზავნოთ BAMF-ს ფაქსით. გაგზავნე ფაქსი შენზე პასუხისმგებელ BAMF-ის ფილიალსა და ცენტრალურ ოფისში. თუ დეპორტაცია უკვე მიმდინარეობს: შეატყობინეთ დეპორტაციის მონიტორინგის ცენტრს და ფედერალურ პოლიციას აეროპორტში, რომ შეტანილია თავშესაფრის განმეორებითი განაცხადი. დეპორტაცია არ შეიძლება დაიწყოს,მანამ სანამ BAMF არ უპასუხებს ამ განცხადებას. ჩვეულებრივ, ისინი პასუხს ატყობინებენ ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით პირდაპირ ფედერალურ პოლიციას.

სანდო პირები სადეპორტო ციხეში

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

სადეპორტო ციხეში მყოფ პირებს აქვთ უფლლება დაასახელონ ე.წ. სანდო პირი ადვოკატის ნაცვლად ან დამატებით. სანდო პირი ეხმარება ადამიანს, რომელსაც სადეპორტო ციხეში ხშირად ძალიან ცოტა უფლებები აქვს. მას ასევე შეუძლია შეიტანოს საჩივრები პატიმრობის წინააღმდეგ და მიიღოს საქმის მასალების ნახვის უფლება. სადეპორტო ციხის საკონტაქტო ჯგუფი დრეზდენში არიან მოხალისეები, რომლებიც კონსულტაციას უწევენ და ეხმარებიან სადეპორტო ციხეში მყოფ პირებს.

Abschiebehaftkontaktgruppe Dresden
Kontaktgruppe Asyl und Abschiebehaft e.V.
Dresden
kontakt@abschiebehaftkontaktgruppe.de
www.abschiebehaftkontaktgruppe.de
Instagram: @abschiebehaftkg_dresden
ადამიანებისთვის კონსულტაციის გაწევა, რომლებიც იმყოფებიან დრეზდენის სადეპორტო ციხეში

ფიცით დამოწმებული განცხადება

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

ფიცით დამოწმებული განაცხადი ცოტა წააგავს მოწმის წერილობით ჩვენებას, სადაც პირი დაიფიცებს რომ ამბობს სიმართლეს. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მტკიცებულებად უწყებებში.სიცრუე ისჯება ფულადი ჯარიმით ან პატიმრობით.