დეპორტაცია ტრავმულია და ხშირად შეუძლებელია მისი შეჩერება. მაგრამ მაინც უნდა სცადო. თანმხლები პირები და მოწმები ყოველთვის მნიშვნელოვანია. შეეცადე შეინარჩუნო სიმშვიდე. ყურადღება გაამახვილე დაზარალებულებზე – რა სჭირდებათ ახლა შენგან? დაუდეგი დაზარალებულს გვერდით, მაგრამ ასევე შეეცადე გქონდეს კონტაქტი პოლიციელებთან და საჭიროების შემთხვევაში იქ მყოფ ექიმებთან.
შეგიძლიათ შეამოწმოთ სამართლებრივი შესაძლებლობები, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ შეაჩეროს დეპორტაცია:
- არსებობს ახალი მიზეზები ან მტკიცებულებები ახალი თავშესაფრის მოთხოვნისთვის? საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, აქ ნახავ ერთს ნიმუში .
- არსებობს მიზეზები Duldung-ისთვის? იქნებ, რეალურად ყველა პირობა ცხოვრების ნებართვის მისაღებად უკვე დაკმაყოფილებულია? ან დეპორტაცია მოხდა უბრალოდ უცხოელთა სამმართველოს გადაწყვეტილებით? ან არსებობს სრულიად ახალი სამედიცინო დასკვნები, რომლებიც მიუთითებს მგზავრობის შეუძლებლობაზე? ან იგეგმება ქორწინება და მნიშვნელოვანი საჭირო დოკუმენტები უკვე მოგროვებულია? ან ელოდება შვილის დაბადებას? Duldung-ისა და დეპორტაციის შეფერხების მრავალი მიზეზი არსებობს. მიმდინარე დეპორტაციის სტრესის დროს, ეს მიზეზები უნდა იყოს უკვე ცნობილი და თითქმის ყოველთვის საჭიროა რაიმე დოკუმენტი, როგორც დეპორტაციის შეფერხების მტკიცებულება. ამიტომ არის კარგი მომზადება დეპორტაციის საფრთხის დროს მნიშვნელოვანი.
მაგრამ, თუ ხედავ სამართლებრივ მიზეზებს, რომლებსაც შეუძლიათ შეაჩეროს დეპორტაცია, უნდა სცადო!
ადვოკატებმა, შენ ან სხვა მხარდამჭერებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააგზავნონ განაცხადი და ყველა მტკიცებულება BAMF‑ში განმეორებითი თავშესაფრის მოთხოვნა (Asylfolgeantrag) ან უცხოელთა სამმართველოში (Duldung) ფაქსით. ამისთვის აუცილებელია დაზარალებულის ხელმოწერა და მინდობილობა. კარგია , თუ ეს წინასწარ იქნება მომზადებული. განაცხადი ასევე რეკომენდებულია გაიგზავნოს Landesdirektion‑ში და გერმანიის ფედერალური პოლიციაში, რადგან სწორედ ეს ორი უწყება გეგმავს დეპორტაციას. ადვოკატებმა, შენ ან სხვა მხარდამჭერებმა ყოველთვის უნდა გაგზავნოთ Eilantrag (სასწრაფო განაცხადი) შესაბამის ადმინისტრაციულ სასამართლოში. გარდა ამისა, აცნობეთ აეროპორტში მოქმედ დეპორტაციის დამკვირვებელს, რომ არსებობს ღია განაცხადება და გერმანიის ფედერალური პოლიცია უნდა დაელოდოს პასუხს. განმეორებითი თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში BAMF-მა(ფედერალურმა პოლიციამ და ლანდესდირექციამ) უნდა გამოიტანოს „Prognose-Entscheidung“ ელ-ფოსტით (Bundespolizei-სა და Landesdirektion-ს) — სანამ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დეპორტაცია არ შეიძლება! ადვოკატმა, შენ ან სხვა მხარდამჭერმა უნდა აწარმოოთ აქტიური კომუნიკაცია დეპორტაციის დამკვირვებელთან, ფედერალურ პოლიციასთან და ლანდესდირექციასთან, იყავით ტელეფონით მუდმივად ხელმისაწვდომი და დადებითი გადაწყვეტილებები აცნობეთ რაც შეიძლება სწრაფად. ზოგჯერ ადმინისტაციულ სასამართლოს ან BAMF-ს გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო სჭირდება და თვითმფრინავი ამ დროს უკვე გაფრენილია; ასეთ შემთხვევაში დეპორტაცია დროებით შეჩერდება.
შენ კანონებში კარგად ვერ ერკვევი? მხარდაჭერის სხვა გზებიც არსებობს:
შენ შეგიძლია მნიშვნელოვანი ინფორმაციები შეაგროვო: ვინ არის ოპერაციის ხელმძღვანელი, რომელი აეროპორტიდან ხდება დეპორტაცია?
შენ შეგიძლია პოლიციას უთხრა დეპორტაციის შემაფერხებელი გარემოებები. შეგიძლია მოითხოვო, მდგომარეობა სერიოზულად მიიღონ. შეგიძლია ექიმიც მოითხოვო, თუ დაზარალებული ადამიანი მძიმე ავადმყოფია ან პანიკური შეტევა აქვს. შეგიძლია დაურეკო ადვოკატებს და სხვა მხარდამჭერებს, ან ფარულად ვიდეოჩაწერაც გააკეთო.
შენ შეგიძლია პოლიციას უთხრა დეპორტაციის შემაფერხებელი გარემოებები. შეგიძლია მოითხოვო, მდგომარეობა სერიოზულად მიიღონ. შეგიძლია ექიმიც მოითხოვო, თუ დაზარალებული ადამიანი მძიმე ავადმყოფია ან პანიკური შეტევა აქვს. შეგიძლია დაურეკო ადვოკატებს და სხვა მხარდამჭერებს, ან ფარულად ვიდეოჩაწერაც გააკეთო.
თუ შესაძლებელია, შენ და სხვა ადამიანებმა ერთად შეგიძლიათ ბლოკირების ორგანიზება — სახლის წინ, ავტობუსთან, პოლიციის განყოფილებასთან ან აეროპორტში, რეგულარული სამგზავრო რეისის დროს. კოლექტიური დეპორტაციების შემთხვევაში, სავარაუდოდ საჭიროა აეროპორტის გეიტის ან სპეციალური ზონის ძალიან ფართომასშტაბიანი ბლოკირება. ბლოკირებაში მონაწილე პირებს შესაძლოა ბრალდებები წაუყენონ, ამიტომ ისინი სამართლებრივად (სისხლისსამართლებრივად) ძალიან რისკავენ. ამ შემთხვევაში „წითელი დახმარების“ (Roten Hilfe) ადგილობრივ ჯგუფებს ან ადგილობრივ საგამოძიებო კომიტეტს შეუძლიათ მხარდაჭერის გაწევა.
დეპორტაციის განხორციელების შემდეგ ეცადე, დაზარალებულ პირებთან კონტაქტი დაამყარო. შესაძლოა შეძლო ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებში დახმარება (მაგალითად: ფინანსური მხარდაჭერა, ადვოკატებთან კონტაქტის შენარჩუნება და ა.შ.).
დეპორტაციები დამხმარე პირებისთვისაც ტრავმულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ თავადაც ემუქრებათ დეპორტაცია. სამწუხაროდ, ბევრ დეპორტაციას ვეღარ ვაჩერებთ. თუ ვერ მოხერხდა იცოდე რომ ეს შენი ბრალი არ არის. ესაუბრე სხვებს შენს გამოცდილებაზე — ეს შეიძლება დაგეხმაროს.
რადგან დეპორტაციის წინააღმდეგ ბრძოლა მარტო ძალიან რთულია, უნდა არსებობდეს რამდენიმე მხარდამჭერი და კარგი კონტაქტები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საკონსულტაციო ცენტრებთან და მედიასთან. ამიტომ: მოახდინეთ ორგანიზება და დაამყარეთ ქსელები!