დააბრუნეთ ჩვენი მეზობლები
Duldung

დულდუნგი

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

ბმული კოპირებულია ბუფერში
კონტენტი კოპირებულია ბუფერში
ჩამოტვირთეთ როგორც PDF

რა ნიშნავს დულდუნგი (Duldung)?

დულდუნგი ცუდი სტატუსია. ბევრი უფლება შეზღუდულია, მაგალითად, ადამიანი ვერ გადაწყვეტს, სად იცხოვროს.

მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს დეპორტის საშიშროებას. ზოგი ადამიანი წლებია გერმანიაში დულდუნგით ცხოვრობს. რეალურად დეპორტაციის საფრთხე ინდივიდუალურია.

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

დულდუნგი იწვევს ბევრ პრობლემას:

დულდუნგის მქონე ადამიანს არ შეუძლია გერმანიაში უკან შესვლა. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს. დულდუნგს ყოველთვის აქვს ვადა, ხშირად 3 ან 6 თვე. მაგრამ ამ ვადის განმავლობაში ადამიანის დადეპორტება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ. საფრთხე განსაკუთრებით მაღალია, თუ დულდუნგზე წერია: „ვადის მიუხედავად უქმდება დადეპორტების დღეს“.

ბევრ დულდუნგზე წერია დამატებითი აკრძალვები:

  • “Zur Wohnsitznahme verpflichtet in…” „ვალდებულია იცხოვრო მისამართზე…“ – ეს ნიშნავს, რომ უნდა ცხოვრობდე ამ მისამართზე. თუ გინდა საცხოვრებლის შეცვლა, წინასწარ უნდა წარადგინო განაცხადი უცხოელთა სამმართველოში, რაზეც ნებართვა უნდა მოგცენ. ეს ხშირად დიდ დროს მოითხოვს და, უმეტესად, ამისთვის უნდა გქონდეს სამსახური. შესაძლოა, მანამ მეგობრის ან ნაცნობის დახმარებით მოახერხო მეორე ბინის ან ოთახის ქირაობა. თუმცა ოფიციალურად უნდა იცხოვრო იმ ბინაში, რომელიც დულდუნგზეა მითითებული.“
  • “Beschäftigung nicht gestattet”„მუშაობა ეკრძალება“ – ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს მუშაობის უფლება.“
  • “Beschäftigung nur mit Erlaubnis gestattet” „მუშაობა მხოლოდ ნებართვით არის დაშვებული“ – ეს ნიშნავს, რომ შენ და შენმა მომავალმა დამსაქმებელმა უნდა წარადგინოთ განაცხადი უცხოელთა სამმართველოში.“

აქ შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია სამუშაო ნებართვის შესახებ:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

შენ შეგიძლია სამართლებრივად დაიცვა შენი უფლებები აკრძალვების წინააღმდეგ და წარუდგინო განაცხადები უცხოელთა სამმართველოს, რათა ეს აკრძალვები წაშალონ დულდუნგიდან. დულდუნგის მქონე ადამიანისთვის უფრო რთულია სამსახურის ან ბინის მოძებნა. რადგან მფლობელები ან დამსაქმებლები არ არიან კარგად გაცნობიერებული უცხოელთა სამმართველოს წესებში და გაურკვევლობაში არიან რადგან დულდუნგს რამდენიმე თვე აქვს ვადა. ხშირად ძალიან სასარგებლოა, როცა შენი ოჯახი, მეგობრები და მხარდამჭერები თავიანთი კონტაქტების საშუალებით ეხმარებიან ბინის ან სამსახურის მოძებნაში.

აქ იპოვი დამატებით მნიშვნელოვან ინფორმაციას შენი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ დულდუნგის (Duldung) ქონის შემთხვევაში:

დულდუნგი (Duldung) არ არის პასპორტის შემცვლელი. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს შენი იდენტობის დამადასტურებელ საბუთს. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება პრობლემები შეგექმნას, მაგალითად, თუ გინდა მართვის მოწმობის აღება, SIM ბარათის ყიდვა ან საბანკო ანგარიშის გახსნა.

პასპორტის ქონის ვალდებულება

თუ დულდუნგი (Duldung) გაქვს და ჯერ კიდევ არ წარგიდგენია პასპორტი, უცხოელთა სამმართველო მოგთხოვს მის წარდგენას. მას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომ გაიძულოს ამის გაკეთება — მაგალითად, შეუძლია აგიკრძალოს მუშაობა ან შეგიმციროს სოციალური დახმარება.

შენ გაქვს ეგრეთწოდებული „თანამშრომლობის ვალდებულება“, რაც ნიშნავს, რომ უნდა მოიპოვო პასპორტი და დაამტკიცო შენი იდენტობა. თუ ცდილობ პასპორტის აღებას, ჩაიწერე რა მოიქმედე ამისთვის: საელჩოში შეხვედრა, ოჯახთან დაკავშირება და ა.შ.

აქ იპოვი მრავალენოვან ინფორმაციას თანამშრომლობის ვალდებულებებისა და პასპორტის მოპოვების შესახებ:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

ზოგი ქვეყანაში მხოლოდ პასპორტით შეიძლება დეპორტაცია. ამიტომ, თუ შენს პასპორტს უცხოელთა სამმართველოს წარუდგენ, დეპორტაციის რისკი გაიზრდება. ამავე დროს, შენ ვალდებული ხარ დაამტკიცო შენი იდენტობა და ამისთვის გჭირდება პასპორტი ცხოვრების ნებართვის მისაღებად. თუმცა, ბევრ ქვეყანაში დეპორტაცია შეიძლება პასპორტის გარეშე, მაგალითად, საქართველოში, პაკისტანში ან ტუნისში. ასეთ შემთხვევაში დეპორტაციის რისკი პასპორტის ქონის არ ქონის შემთხვევაში დაახლოებით თანაბარია.

აქ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მიიღო ბინადრობის ნებართვა დულდუნგის მიუხედავად :

გერმანიაში დარჩენის უფლების შანსები