დააბრუნეთ ჩვენი მეზობლები
Chancen auf Bleiberecht

გერმანიაში დარჩენის უფლების შანსები

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

ბმული კოპირებულია ბუფერში
კონტენტი კოპირებულია ბუფერში
ჩამოტვირთეთ როგორც PDF

დულდუნგის შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის მიღების სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ

  • დამტკიცებული გქონდეს იდენტობა, საუკეთესო შემთხვევაში პასპორტის მეშვეობით
  • არ უნდა გქონდეს ჩადენილი მძიმე დანაშაულები

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

ხშირად ძალიან ეხმარება თუ მუშაობ, ეწევი მოხალისეობრივ საქმიანობას და იცნობ ბევრ ადამიანს, რომლებიც პროცესში დაგიჭერენ მხარს. ამას ეწოდება „კარგი ინტეგრაცია“. ეს მხოლოდ მიმოხილვაა არსებული შესაძლებლობების შესახებ. ბინადრობის ნებართვა ავტომატურად არ გაიცემა — მისი მიღებისთვის ყოველთვის საჭიროა განაცხადის შეტანა და ამის დამადასტურებელი მრავალი მტკიცებულების წარდგენა. უსაფრთხოდ შეიძლება თავი იგრძნო მხოლოდ მაშინ, როცა განაცხადზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რომელი ბინადრობის ნებართვები არსებობს?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბინადრობის შესახებ კანონის შემდეგი პარაგრაფები:

  • § 25a (ახალგაზრდებისთვის) და § 25b (ზრდასრულებისთვის) — „კარგი ინტეგრაციის“ შემთხვევაში, თუ მინიმუმ 3 წელია გერმანიაში ცხოვრობ.
  • 2025 წლის ბოლომდე: § 104c „შანსები-ბინადრობა“ (Chancen-Aufenthalt), თუ გერმანიაში ცხოვრობ სულ მცირე 2017 წლის 31 ოქტომბრიდან.
  • § 60c „აუსბილდუგის / სასწავლო დულდუნგი“ (Ausbildungs-Duldung) ან § 16g „ბინადრობის ნებართვა პროფესიული განათლებისთვის“, თუ გადიხარ 2- ან 3-წლიან პროფესიულ ან სასკოლო განათლებას.
  • § 19d: ამ ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია სწავლის დასრულების შემდეგ. აუცილებელია სამსახური იმავე პროფესიაში, რაგანთლებას მიიღე.
  • § 60d „სამუშაო დულდუნგი“ , თუ 2022 წლიდან ან უფრო ადრე ხარ გერმანიაში და მინიმუმ 1 წელია დულდუნგით მუშაობ.ყურადღება: ამ ბინადრობის ნებართვებისთვის აუცილებელია ვადიანი პასპორტი, რომელიც არ უნდა ჩააბარო ძალიან გვიან! მანამდე აუცილებლად მიმართე საკონსულტაციო ცენტრს.

დამატებით, უფრო დეტალურ ინფორმაციას 9 ენაზე იპოვი აქ:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

ინფორმაცია მხოლოდ ესპანურად, განსაკუთრებით დულდუნგის მქონე ადამიანებისთვის ვენესუელიდან.

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

“Welcome to Europe” ქსელმა შეადგინა „ინფორმაცია შიშის წინააღმდეგ“, რათა დაეხმაროს ყველას, ვინც ცდილობს საკუთარი ბინადრობის უფლება დაიცვას. აქ არის ბროშურა ბინადრობის უფლებაზე გერმანულად და ინგლისურად:

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

ბინადრობის ნებართვა მძიმე შემთხვევის კომისიის (Härtefall-Kommission) მეშვეობით:

აქ შეგიძლია ნახო მეტი ინფორმაცია 11 ენაზე საქონიისთვის:

ბინადრობის მიღება ოჯახის საფუძველზე:

შენ შეგიძლია მიიღო ეს ბინადრობის ნებართვა, თუ გყავს ბავშვები ან თუ დაქორწინებული ხარ ადამიანზე, რომელსაც გერმანიაში აქვს ბინადრობის უფლება ან გერმანიის მოქალაქეა.ყურადღება: ზოგჯერ შეიძლება მაინც მოგიწიოს შენს სამშობლოში დაბრუნება, ვიზის აღების მიზნით და შემდეგ დაბრუნება. ბავშვების შემთხვევაში აუცილებელია დაამტკიცო, რომ ზრუნავ მათ აღზრდაზე. უცხოელთა სამმართველომ შეიძლება მოითხოვოს გენეტიკური ტესტი, რათა დადგინდეს ნამდვილად ხართ თუ არა ბიოლოგიური მშობელი.შენ შეგიძლია მიიღო დულდუნგი, სანამ ბავშვი დაიბადება ან სანამ გექნება ყველა საჭირო დოკუმენტი ქორწინებისთვის. ამისთვის განაცხადი უნდა შეიტანო უცხოელთა სამმართველოში.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში გქონდეს მხარდაჭერა საკონსულტაციო ცენტრის ან ადვოკატების მხრიდან.

თავშესაფრის ახალი განაცხადი, ეგრედწოდებული განმეორებითი განაცხადი § 71 თავშესაფრი კანონის მიხედვით)

თუ შენს სამშობლოში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა ან გაქვს ახალი მტკიცებულებები, თუ რატომ ხარ იქ საფრთხის წინაშე, განმეორებითი განაცხადი შეიძლება იყოს სასარგებლო. შესაძლებელია, აქამდე ვერ შეძელი რეალური მიზეზების დასახელება, რატომ გქონდა გაქცევის საჭიროება. ამისთვის აუცილებლად გჭირდება ადვოკატების ან საკონსულტაციო ცენტრის მხარდაჭერა! გთხოვ, არ წახვიდე BAMF‑ში მარტო განაცხადის შესატანად, აუცილებლად წინასწარ მიიღე კონსულტაცია.

დეპორტაციისგან დაცვა მძიმე დაავადების შემთხვევაში §60, პუნქტი7 ბინადრობის შესახებ კანონი

თუ შენ ხარ ძალიან მძიმე ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებით დაავადებული, დეპორტაცია შეიძლება დიდი საფრთხე იყოს შენს სიცოცხლისთვის. ამიტომ გჭირდება დაცვა დეპორტაციისგან. უცხოელთა სამმართველო ხშირად მიიჩნევს, რომ შენ ჯანმრთელი ხარ. შენ უნდა დაამტკიცო, რომ მძიმე ავადმყოფობა გაქვს. ისინი არ იღებენ ყველანაირ მტკიცებულებას. აუცილებელია სპეციალური სამედიცინო დასკვნა (ärztliches Gutachten), ამის გამზადებას რამდენიმე კვირა სწირდება. განსაკუთრებით ფსიქიკური დაავადებების შემთხვევაში, მკურნალობისთვის ხშირად გიწევს დიდი ხანი ლოდინი. კიდევ უფრო რთულია მკურნალობის მიღება, თუ გაქვს ე.წ. ჯანმრთელობის ქვითარი (Kranken-Behandlungs-Schein) სოციალური სამსახურისგან.

ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესის გავლა რთულია და დრო სჭირდება, სანამ შენ შეძლებ მტკიცებულებები გაუგზავნო უცხოელთა სამმართველოს. სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგ, აუცილებელია, რომ იგი არაუგვიანეს 2 კვირაში გააგზავნო უწყებას.

გთხოვ, აჩვენე ეს ინფორმაცია შენს ექიმს სპეციალური სამედიცინო დასკვნისთვის (ärztliches Gutachten):

Anforderungen an ärztliche Atteste für Geflüchtete zur Vorlage bei Behörden und Gerichten