დააბრუნეთ ჩვენი მეზობლები
Dublin

დუბლინი

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

ბმული კოპირებულია ბუფერში
კონტენტი კოპირებულია ბუფერში
ჩამოტვირთეთ როგორც PDF

თავშესაფრის პროცედურის დაწყებისას მოწმდება, პასუხისმგებელია თუ არა გერმანია ან სხვა ევროპული სახელმწიფო თავშესაფრის პროცედურაზე. ამას დუბლინის რეგლამენტი ეწოდება.

სამწუხაროდ, შენ ვერ გადაწყვეტ, რომელი სახელმწიფო განიხილავს შენს თავშესაფრის განაცხადს. ამიტომაც აუცილებელია გაარკვიო :

  • თუ როდის და სად შეხვედი ევროკავშირში (EU),
  • გყავს თუ არა ოჯახის წევრები ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში,
  • გქონია თუ არა თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში შეტანილი,
  • ჩამოხვედი თუ არა გერმანიაში ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის ვიზით,
  • ან აგიღეს თუ არა თითის ანაბეჭდები ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში.

თუ გერმანია ნახავს, რომ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფო არის პასუხისმგებელი შენს თავშესაფრის განაცხადზე, შენი განაცხადი „დაუშვებელი“ ხდება. ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა დაბრუნდე პასუხისმგებელ ქვეყანაში, რათა შენი თავშესაფრის განაცხადი იქ იქნას განხილული.

შენ გაქვს უფლება დაასახელო მიზეზები, რის გამოც ვერ დაბრუნდები ამ სახელმწიფოში. გაითვალისწინე შემდეგი:

თავშესაფრის განაცხადი ,,დაუშვებელი“ (“unzulässig”).

  • საჩივრის შეტანისა და სასწრაფო განაცხადის (Eilantrag) წარმოდგენისთვის გაქვს მხოლოდ 7 დღე.
  • საჩივრის შეტანა ან სასწრაფო თხოვნის წარდგენა ყოველთვის არაა მიზანშეწონილი.
  • გერმანიას აქვს 6 თვის ვადა, რომ მოახდინოს შენი დეპორტაცია.
  • საჩივრის შეტანამ ან სასწრაფო განაცხადის წარდგენამ შესაძლოა გაახანგრძლივოს ეს ვადა.
  • თუ შენ დაემალები ხელისუფლებას და ისინი ამას გაარკვევენ, მათ შეუძლიათ შენი დეპორტაციის ვადა 1 წლით გაახანგრძლივონ. ამ შემთხვევაში მათ ექნებათ 18 თვიანი ვადა.

ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.

მნიშვნელოვანი მიზეზები, რომელსაც შეგიძლია ახსენო:

  • შენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლებ გამგზავრებას.
  • ევროკავშირის ქვეყანას, სადაც შენ უნდა დაბრუნდე, აქვს „სისტემური ნაკლოვანებები“. ეს ნიშნავს, რომ იქ არ არსებობს ძირითადი საჭიროებები ცხოვრებისათვის, როგორიცაა საცხოვრებელი, საწოლი ან საპონი.

აქ შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე დუბლინის სისტემის შესახებ.

ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე

აქ შეგიძლიათ ნახოთ კონტაქტები და ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე ევროპული ქვეყნების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებიან დუბლინის პროცედურის ფარგლებში დეპორტაციის შემთხვევაში.

Welcome to Europe!
w2eu.info
დამოუკიდებელი ინფორმაცია ევროპაში ჩამოსული დევნილების და მიგრანტებისთვის

თუ შენ დაიმალები და ხელისუფლება ამას გაარკვევს, მათ შეუძლიათ შენი დეპორტაციის ვადა 1 წლით გაახანგრძლივონ. ამ შემთხვევაში მათ ექნებათ 18 თვე დეპორტაციისთვის. ხელისუფლება დამალვას ასევე ,,თავის არიდებას“ უწოდებს.

ამიტომ თავად უნდა შეაგროვო მტკიცებულებები, რომ შენ თავს არ არიდებ, არამედ უბრალოდ შემთხვევით ან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო არ იყავი ადგილზე.

თუ სამინისტროს შეხვედრას გააცდენ, წინასწარ უნდა გააფრთხილო. ამისთვის საჭიროა დაასახელო მნიშვნელოვანი მიზეზი. ყველაზე კარგი არის ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა. სამედიცინო ცნობა შეგიძლია გააგზავნო ელფოსტით უცხოელთა სამმართველოში შეხვედრის წინ.

თუ პოლიცია შენს დასადეპორტებლად მოვიდა, მაგრამ ვერ გიპოვა, უნდა დაამტკიცო, რომ არ იმალებოდი. ამისთვის წერილი უნდა გაუგზავნო შენს კომუნალურ უცხოელთა სამმართველოს და BAMF-ს (დუბლინის დეპორტაციის შემთხვევაში) ან LDS-ს, ანუ ცენტრალური უცხოელთა სამმართველო (ყველა სხვა დეპორტაციის შემთხვევაში), მიუთითე მიზეზები, რატომ არ იყავი ადგილზე. შეგიძლია წერილი ელფოსტით ან ფაქსით გააგზავნო.

შენი კომუნალური უცხოელთა სამმართველოს მისამართს იპოვი მათ წერილებში ან ინტერნეტში. კონტაქტი BAMF-ისა და LDS-ის, ანუ ცენტრალური უცხოელთა სამმართველოს, იპოვი ჩვენს

კონტაქტების სიაში

ამისთვის უნდა გქონდეს მტკიცებულებები:

  • გადაიღე ფოტოების სხვადსხვა დღეს შენს საცხოვრებელში.
  • შეინახე კარგად ექიმის სამედიცინო ცნობები ან საავადმყოფოში ყოფნის ცნობები.
  • შენახე კარგად მატარებლის და ავტობუსის ბილეთები, ქვითრები და ა.შ., როცა სხვა ქალაქში იმყოფები. ასევე შეგიძლია გადაიღო ფოტოები ამ ადგილებში.
  • მეგობრება ან ოჯახის წევრებს შეუძლიათ წერილობით დაადასტურონ, რომ მოკლე ვადით იყავი მათთან სტუმრად. ამისთვის მათ შეუძლიათ სერტიფიცირებულ წერილს მოაწერონ ხელი..

შენი სახელი უნდა იყოს საფოსტო ყუთზე. შენ ან სხვა ვინმემ მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა შეამოწმოთ საფოსტო ყუთი. შენი საცხოვრებლის კარან შენობის ოთახში უნდა ეტყობოდეს, რომ რეგულარულად იმყოფები იქ. მეზობლებმა უნდა ნახონ, რომ ხშირად ხარ სახლში.