კონტაქტები პასუხისმგებელ პირებთან და მხარდამჭერებთან
ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:
ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:
გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონსულტაციის ცენტრს თქვენს მახლობლად და თქვენს ფედერალურ შტატში. მათი მოძიება შეგიძლიათ აქ
იპოვე მთელ საქსონიაში თავშესაფრის პროცედურისთვის საკონსულტაციო ცენტრები ამ PDF-ში:
სამწუხაროდ, 2026 წელს კონსულტაციები აღარ ჩატარდება!
შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია დასაქმებისა და ტრენინგის შესახებ. ეს ასევე შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი დარჩენის უფლებასთან დაკავშირებით.
დამატებითი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
სამედიცინო გაერთიანება და მედიბიუროები დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფია , რომლებიც ანონიმურად და უფასოდ უწყობენ ხელს დევნილებსა და საცხოვრებელი სტატუსის არმქონე პირებს სამედიცინო დახმარების მიღებაში. აქ მოცემულია საქსონიაში არსებული მედიბიუროების კონტაქტები:
ამ ბმულის ქვეშ მოცემულია მიმოცილვა გერმანიაში არსებული ყველა მედიაციური გაერთიანების და მედიბიუროების შესახებ :
ფსიქოსოციალური ცენტრი საქსონიაში არის სპეციალიზებული დაწესებულება დევნილების, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად. კონსულტაცია უფასო და კონფიდენციალურია.
აგრეთვე არსებობს საკონსულტაციო ცენტრები ქემნიცში, დრეზდენში და ლაიფციგში:
აქ შეგიძლიათ მოძებნოთ ფსიქოთერაპევტები, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ:
დეპორტაციების დამოუკიდებელი მონიტორინგის მიზანია სტრუქტურული დარღვევების გამოვლენა და ძირითადი და ადამიანის უფლებების დაცვაში წვლილის შეტანა. ისინი აკვირდებიან, მაგალითად, რამდენად სწორია პოლიციის მიერ გამოყენებული ზომები. დეპორტაციის მონიტორინგის ცენტრს არ აქვს პროცესში ჩარევის უფლება
თუ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც მოკლე ვადაში აჩერებს დეპორტაციას (იხილეთ ფლაიერი მიმდინარე დეპორტაცია), ფედერალური პოლიცია აეროპორტში სწრაფად უნდა იყოს ინფორმირებული ადვოკატების ან მხარდამჭერების მიერ.
აქ მოცემულია მიმოხილვა ზოგიერთ აეროპორტში ფედერალური პოლიციის შესახებ
თუ საძიებო სისტემებში შეიყვან „ფედერალური პოლიცია + აეროპორტი + ქალაქი“, ინტერნეტში იპოვი სხვა აეროპორტების საკონტაქტო მონაცემებსაც.
დეპორტაციის პროცესის დროს თუ ადვოკატი არ გყავთ, შენ ან შენმა მხარდამჭერებმა საჭირო განაცხადებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარუდგინოთ სასამართლოს ან ხელისუფლების ორგანოებს.
ამიტომ უნდა გააგზავნოთ განაცხადებები ფაქსით. ელფოსტა არ არის საკმარისი და წერილი ძალიან ნელია! განაცხადებას უნდა მოაწეროს იმან ხელი ვის დეპორტაციასაც გეგმავენ.
ზოგიერთს შეუძლია ფაქსის გაგზავნა თავისი ინტერნეტ-როუტერის, კომპიუტერული პროგრამის ან ტელეფონის ხელშეკრულების მეშვეობით. თუმცა უმეტესობას ასეთი არაფერი აქვს. Simple-fax-ის მეშვეობით შეგიძლიათ სწრაფად დარეგისტრირდეთ და ხელმოწერილი განცხადებები პდფ/ფორმატით ერთი გვერდი 0,07€ გაგზავნოთ. არსებობს ასევე სხვა მიმწოდებლები ონლაინ-ფაქსისთვის და (ფასიანი) აპლიკაციები, რომლებსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ სმარტფონიდან.
simple faxეს უწყებები ორგანიზებას უწევენ დეპორტაციების უმეტეს ნაწილს საქსონიიდან. ეს არის მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები, რათა მოხდეს დეპორტაციის შეჩერებაზე მოლაპარაკება ან გადაუდებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა. ნუ შეგეშინდებათ და დაიცავით თქვენი უფლებები!
ინტერნეტში იპოვი სხვა ფედერალური მიწების საკონტაქტო მონაცემებს, თუ საძიებო სისტემაში შეიყვან „ცენტრალური უცხოელთა სამმართველო + შენი ფედერალური მიწა“ (Zentrale Ausländerbehörde + dein Bundesland)
დაჩქარებული განაცხადებები დეპორტაციის წინააღმდეგ იგზავნება ადმინისტრაციულ სასამართლოში. ადმინისტრაციული სასამართლო განისაზღვრება შენი მისამართით:
სხვა ფედერალური მიწების საკონტაქტო ინფორმაცია ინტერნეტში შეგიძლია იპოვო, თუ საძიებო სისტემაში შეიყვან “ადმინისტრაციული სასამართლო + დაზარალებული პირის საცხოვრებელი ადგილი” (Verwaltungsgericht + Wohnort der betroffenen Person)
BAMF უცხოელთა სამმართველოსთან ერთად აწყობს დუბლინის დეპორტაციებს, ანუ დეპორტაციებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ასევე შვეიცარიაში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინში და ნორვეგიაში. დუბლინის დეპორტაციის წინააღმდეგ სამართლებრივი არგუმენტები უნდა გაიგზავნოს BAMF-ში. თავშესაფრის განმეორებით განცხადებასაც შეუძლია შეაჩეროს დეპორტაციები. ისინი ასევე უნდა გაიგზავნოს ფაქსით BAMF-ში.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ფილიალი არის პასუხისმგებელი და თუ განცხადებებს ციხიდან ახორციელებთ, დაუკავშირდით BAMF-ის ცენტრალურ ოფისს:
კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება სასარგებლო იყოს, მიმართოთ პასუხისმგებელ მხარეებს, რათა ამ გზით მოახდინოთ ზეწოლა ან მიიღოთ მხარდაჭერა დეპორტაციის შეჩერების მიზნით.
ვებსაიტზე abgeordnetenwatch.de შეგიძლიათ იპოვოთ პასუხისმგებელი დეპუტატი, თუ შეიყვანთ საფოსტო კოდს და პარლამენტს.
ძირითადად, მიმდინარე დეპორტაციის შეჩერება ვერ ხერხდება. დაზარალებულებს სჭირდებათ ასევე მხარდაჭერა იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ჩასვლიან. კონტაქტები სპეციალიზირებულ ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა მხარდაჭერის სტრუქტურებთან ევროპაში შეგიძლიათ იპოვოთ შემდეგი ბმულების საშუალებით:
გრეხეთა:
ევროპის ფარგლებს გარეთ კონტაქტები, შეგიძლიათ მოძებნოთ შესაბამისი ქვეყნის საელჩოს ვებგვერდზე ან მიმართოთ ამ ქვეყნების მიგრანტთა თვითორგანიზაციებს. გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამშობლოში დაბრუნების კონსულტაციის გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები თითქმის ყველა ქვეყნის შესახებ (ZIRF-ის ქვეყნების ინფორმაცია).
ეს არის გერმანული მთავრობის ინფორმაცია.
ჩვენ კრიტიკულად ვუყურებთ უკან დაბრუნების მხარდაჭერას, რადგან ის არ ფუნქციონირებს ისე, როგორც გერმანია ჰპირდება. ამ გვერდზე ნახავ ექსპერტების დოკუმენტაციას და შეფასებას სამშობლოში დაბრუნების მხარდაჭერის შესახებ: