- A cross-national research and documentation project by medico international on Germany's support programmes for “voluntary” return of refugees and migrants
- Un projet de recherche et de documentation de medico international sur l'aide au retour de l'Allemagne
- Ein Recherche- und Dokumentationsprojekt von medico international zur Rückkehrförderung Deutschlands
უარყოფითი გადაწყვეტილებები თავშესაფრის პროცესში.
ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:
ფედერალური სამსახურის გადაწყვეტილება მოგივა წერილობითი სახით ყვითელ კონვერტში. თუ გყავს ადვოკატი, წერილები მას გაეგზავნება.
თუ გადაწყვეტილება დადებითია, შეგიძლია დარჩე – ახლა გიწევს ბევრი სხვა ბიუროკრატიული საკითხის მოგვარება და შესაძლოა დაგჭირდეს დახმარება მიგრაციის საკონსულტაციო ცენტრებისგან, მაგრამ გარკვეული დროით გექნება გერმანიაში დარჩენის უფლება.
არსებობს უარყოფითი გადაწყვეტილების 3 ტიპი:
არადამაკმაყოფილებელი: (Unzulässig):
დუბლინის უარყოფის შემთხვევაში და განმეორებითი თავშესაფრის მოთხოვნის დროს. დუბლინის პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას აქ ნახავ:
უარყოფითი გადაწყვეტილება, როგორც არადამაკმაყოფილებელი, ნიშნავს, რომ შენი თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზები საფუძვლიანად არ შეისწავლება და გერმანია არ მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მოთხოვნა აუცილებელია. შენ გაქვს 7 დღე გასაჩივრებისთვის და სასწრაფო სარჩელის წარდგენისთვის. სარჩელი შენ არ გიცავს დეპორტაციისგან. ამიტომ აუცილებელია დამატებით წარმოადგინო სასწრაფო სარჩელი დეპორტაციისგან დაცვის მიზნით.
არასაფუძვლიანი (Einfach unbegründet):
BAMF-ის გადაწყვეტილებაში წერია: შენი თავშესაფრის მოთხოვნა იქნა უარყოფილი. შენ გაქვს 2 კვირა გასაჩივრებისთვის. ეს სარჩელი გიცავს დეპორტაციისგან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ამიტომ დამატებითი სასწრაფო სარჩელის წარდგენა არ არის საჭირო.
აშკარად უსაფძვლო (Offensichtlich unbegründet):
შენ გაქვს 7 დღე გასაჩივრების და სასწრაფო სარჩელის წარდგენისთვის. ეს სარჩელი შენ არ გიცავს დეპორტაციისგან. ამიტომ აუცილებელია დამატებით წარმოადგინო სასწრაფო სარჩელი დეპორტაციისგან დაცვის მიზნით.
ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.
გერმანული თავშესაფრის სისტემა ძალიან რთულია, ამიტომ შეუძლებელია ყველა ინფორმაცია მოკლე ფლაერში შევაჯამოთ. გთხოვ, გამოიყენე ჩვენი ფლაერის სხვა დამატებითი ინფორმაციაც:
უფასო კონსულტაცია თავშესაფრის პროცესთან დაკავშირებით საქსონიაში
ჩვენს კონტაქტების მიმოხილვაში შეგიძლიათ იპოვოთ კარგი საკონსულტაციო ცენტრები საქსონიაში.
თუ იქ ვერ შეძლებენ დახმარებას, კონსულტანტები გირჩევენ სპეციალიზებულ ადვოკატებს. გთხოვ, გადაწყვიტე რომელ საკონსულტაციო ცენტრს მიმართავ ან აცნობე ახალ საკონსულტაციო ცენტრს, ვინ და რა დაგხმარება გაგიწია აქამდე. სამწუხაროდ, ზოგჯერ რამდენიმე დღე ან კვირა უნდა მოიცადო შეხვედრისთვის. ამიტომ, თუ საჭირო გაქვს კონსულტაცია, ნუ დააყოვნებ და რაც შეიძლება სწრაფად დათანხმდი შეხვედრას. თუ არსებობს სარჩელის წარდგენის ვადა, უმჯობესია დაუყოვნებლივ უთხრა ან მიწერო საკონსულტაციო ცენტრს. გთხოვ, წაიღე ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი (მაგალითად: ენის კურსის სერტიფიკატი, ქირის ხელშეკრულება, სამუშაო კონტრაქტი, სამუშაო ხელშეკრულება, ექიმის წერილი) და წერილები გერმანული უწყებებისგან.
გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნება
თუ გსურს გერმანიის დატოვება, შეგიძლია მოითხოვო დახმარების. აქ ნახავ დამატებით ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე
ეს არის გერმანული მთავრობის ინფორმაცია.
ჩვენ კრიტიკულად ვუყურებთ უკან დაბრუნების მხარდაჭერას, რადგან ის არ ფუნქციონირებს ისე, როგორც გერმანია ჰპირდება. ამ გვერდზე ნახავ ექსპერტების დოკუმენტაციას და შეფასებას სამშობლოში დაბრუნების მხარდაჭერის შესახებ:
ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
- A cross-national research and documentation project by medico international on Germany's support programmes for “voluntary” return of refugees and migrants
- Un projet de recherche et de documentation de medico international sur l'aide au retour de l'Allemagne
- Ein Recherche- und Dokumentationsprojekt von medico international zur Rückkehrförderung Deutschlands