დააბრუნეთ ჩვენი მეზობლები
Polizei und Abschiebungen

პოლიცია და დეპორტები

ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:

ბმული კოპირებულია ბუფერში
კონტენტი კოპირებულია ბუფერში
ჩამოტვირთეთ როგორც PDF

პოლიციას შეუძლია დეპორტისთვის ბევრ ადილად მოვიდეს, მაგ. სახლში, სახელმწიფო დაწესებულებებში შეხვედრის დროს, სამსახურში ან ქუჩაში. ზოგჯერ პოლიცია ცდილობს ოჯახთან ან მეგობრებთან მისვლასაც, თუ მათ მისამართი აქვთ. ყველა მისამართი, რომელიც რაიმე უწყებისთვის (სოციალური სამსახური, უცხოელთა სამმართველო, BAMF, მერია) ცნობილია, არის საშიში. პოლიცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს, ხშირად დილით ადრე. ამ შემთხვევაში ხშირად დეპორტაციის შეჩერება უკვე შეუძლებელია. თვითმფრინავით დეპორტაციამდე მხოლოდ რამდენიმე საათია საჭირო.

ამ ბროშურაში იპოვი ინფორმაციას მიმდინარე დეპორტაციის დროს რისი გაკეთება შეიძლება.

პოლიცია საცხოვრებლის წინ?

იყავი მშვიდად და გამორთე შუქი თუ შენ ხარ ის ადამიანი, ვისი დადეპორტება უნდათ, არ გააღო კარი, თუ არ გინდა დეპორტაცია! თუ ბინაში სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებსაც დეპორტაცია არ ემუქრებათ, ისინი უნდა ესაუბრონ პოლიციას და შეიძლება ბინაშიც შეუშვან. შენ შეგიძლია დაიმალო სხვის ოთახში და ჩაკეტო კარი. ამის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინე შენს ადვოკატს ან მხარდამჭერებს. სასწრაფოდ გჭირდება კონსულტაცია. თუ პოლიციამ ერთხელ სცადა, უმეტეს შემთხვევაში ისინი ისევ დაბრუნდებიან და ხელახლა ცდიან!

პოლიცია თავშესაფარში / ბანაკში?

მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია!

გაარკვიე, ვინ მიიღო BAMF-ისგან უარყოფითი გადაწყვეტილება და ვის ემუქრება დეპორტაცია. სად არის ბანაკში კარგი დამალვის ადგილები, სადაც სწრაფად შეიძლება მისვლა? რომელი სოციალური მუშაკები ან დაცვის თანამშრომლები არიან კეთილგანწყობილი და შეუძლიათ დახმარება? ესაუბრე მათ! მიიღე ინფორმაცია დაგეგმილი დეპორტაციების თარიღების შესახებ! ასე გეცოდინება, როდის შეიძლება პოლიცია ბანაკში შევიდეს. ინფორმაცია, მაგ. შეგიძლიათ იპოვო Instagram-ზე, Facebook-ზე ან Telegram-ზე:

Deportation Alarm
de.deportationwatch.net/en
Facebook: @Deportation-Alarm
Instagram: @deport_alarm
Telegram: @deportation_alarm
თუ პოლიცია ბანაკში შევა, ისინი, ვისაც დეპორტაცია ემუქრება, უნდა დაიმალონ. მათ ვისაც დეპორტაცია არ ემუქრება, შეუძლიათ დახმარება და მხარდაჭერის გაწევა. ამისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. ესაუბრე ადამიანებს შენს თავშესაფარში. ბევრს ეშინია ან საკუთარ თავშესაფრის პროცესზე დარდობს, მაგრამ ერთად შეგიძლიათ დეპორტაციების შეჩერება: ადამიანებს, ვისაც დეპორტაცია არ ემუქრება, შეუძლიათ სხვები დამალონ. აგრეთვე შესაძლებელია ოთახების გაცვლა. შეგიძლიათ დეპორტაციის დროს შესასვლელთან შეიკრიბოთ, ხმაური ატეხოთ და პოლიციის ყურადღება გადაიტანოთ. შეგიძლიათ ერთმანეთი სასტვენებით გააფრთხილოთ. პოლიცია ცდილობს სხვა ოთახებშიც მოძებნოს ადამიანები, იმ ოთახებშიც კი, სადაც ისინი არ ცხოვრობენ! თუ პოლიცია შენს ოთახში შემოვა და სხვას ეძებს, მკაფიოდ, მაგრამ მშვიდად გააპროტესტე. პოლიციას შეუძლია შენს ოთახში „შესვლა“, მაგრამ არა „ჩხრეკა“. ანუ არ აქვს უფლება კარადებში ან საწოლის ქვეშ ჩაიხედოს. აცნობე სხვებს დეპორტაციების და პოლიციის ქცევის შესახებ! სცადე ფარულად გადაიღო ვიდეო ან გააკეთო აუდიოჩანაწერები. ყურადღებით დააკვირდი ყველაფერს და შემდეგ ყველაფერი დაწერე.

პოლიცია შენი სამსახურიდან წაგიყვანს:

ოფისში ან კომპანიის ტერიტორიაზე შესასვლელად პოლიციას ესაჭიროება ჩხრეკის განკარგულება თხოვე შენს უფროსს ან ხელმძღვანელს, პოლიციას ეს განკარგულება მოსთხოვოს. შეგიძლია კოლეგებს აუხსნა, რომ პოლიცია შენ არ გიჭერს კრიმინალური დანაშაულისთვის, არამედ დეპორტაციების დროს ხშირად ძალიან სასტიკი ხდებიან. თუ შენი სამუშაო შეიძლება იყოს საფუძველი ცხოვრების უფლებისთვის, თხოვე კოლეგებს, რომ შენი სამუშაო კონტრაქტი, უახლესი ხელფასის ცნობა ან მხარდაჭერის წერილი გაუგზავნონ შენს ადვოკატს ან მხარდამჭერს.

პოლიცია აგიყვანს სახელმწიფო უწყებიდან ან ქუჩაში კონტროლის დროს:

თუ დეპორტაციის საფრთხე დიდია, უმჯობესია უწყებაში მისვლისას ყოველთვის თან წაიყვანო მეგობარი ან მხარდამჭერი და მარტო არ იარო. მათ შეუძლიათ შენთვის უცხოელთა სამმართველოს გარეთ და საქმის განმხილველის ოთახთან შეამოწმონ, არის თუ არა იქ პოლიცია და ფარულად გაგაფრთხილონ. თუ უწყებაში დანიშნულ შეხვედრაზე ვერ მიდიხარ, აუცილებლად უნდა გააუქმო. ჯობია რომ შეხვედრის დღეს დაუგზავნა უწყებას ელექტრონული ფოსტა. უნდა გქონდეს მნიშვნელოვანი მიზეზი (მაგ. ავადმდყოფობა) და დამადასტურებელი საბუთი (მაგ. ექიმის ცნობა). თუ შეხვედრას უმიზეზოდ გააცდენ, უწყება შეუძლია ჩაგთვალოს როგორც „გაქცეული“ და გამოაცხადოს შენზე ძებნა. ეს ნიშნავს, რომ პოლიციას შეუძლია დაგაპატიმროს ყველგან და უფრო მოხვდე სადეპორტო ციხეში. თუ პოლიცია დაგიჭერს, გაქვს უფლება დაურეკო შენს ადვოკატს ან სხვა მხარდამჭერს.

გთხოვ, აცნობე ყოველი დეპორტაციის მცდელობა ასევე საქსონიის ლტოლვილთა საბჭოს (SFR) დეპორტაციის მონიტორინგის სამსახურს:

Abschiebemonitoring des Sächsischen Flüchtlingsrates
deportationwatch@sfrev.de
www.saechsischer-fluechtlingsrat.de/abschiebemonitoring/