დეპორტაციის შეჩერება
ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:
როდის მემუქრება დეპორტაცია …
დეპორტაციის შესაჩერებლად, უნდა იცოდე, ნამდვილად ემუქრება თუ არა დეპორტაცია და რამდენად დიდია საფრთხე:
- „დულდუნგი“ ნიშნავს ხშირ შემთხვევაში დეპორტაციას.
- დულდუნგზე წერია: „გაუქმდება დეპორტაციის დღეს, მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ აქვს ვადა.“
- განსაკუთრებით საშიშია, როცა დულდუნგს მხოლოდ 3 თვე აქვს ვადა.
- სამუშაო ან სასწავლო დულდუნგი საფრთხეს არ წარმოადგენს.
- მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ეძლევა „დროებითი საცხოვრებლის დამადასტურებელი მოწმობა“ (BÜVA), საფრთხე დიდია. BÜVA არის DIN A4 ფორმატის ფურცელი, რომელსაც უცხოელთა სამსახურისგან მიიღებთ „პასპორტის“ სახით, რომელსაც ხშირად მხოლოდ 1 თვე აქვს ვადა და დიდ საშიშროებას წარმოადგენს დეპორტაციის თვალსაზრისით. გთხოვ, რაც შეიძლება სწრაფად მიმართე კონსულტაციის ცენტრს, თუ დულდუნგის ნაცვლად BÜVA მიიღე.
- მნიშვნელოვანია იცოდე, რომ უცხოელთა სამმართველოში დანიშნულ შეხვედრაზეც შეუძლიათ შენი დეპორტაცია. თუ შეხვედრა არაორდინალურია, უნდა იყო ფრთხილი და უმჯობესია გააუქმო შეხვედრა.
- დეპორტაცია შესაძლებელია მაშინაც, თუ პასპორტი არ გაქვთ ჩაბარებული.
- თუნდაც გქონდეს განცხადება ცხოვრების უფლებაზე შეტანილი, დეპორტაცია შესაძლებელია მანამ, სანამ უცხოელთა სამმართველო შენს განაცხადზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. დეპორტაციას თავიდან აიცილებ, თუ დამატებით შეიტან სასწრაფო განცხადებას (Eilantrag) ან მოითხოვ Landesdirektion-იდან წერილობით გარანტიას, რომ დეპორტაცია არ განხორციელდება. ამაში ადვოკატები ან საკონსულტაციო ცენტრები დაგეხმარებიან.
- ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დროებითი და გრძელვადიანი ცხოვრების უფლება ან ევროკავშირის მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლებით, საფრთხე არ ემუქრებათ.
- მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დიდხანს ცხოვრობს გერმანიაში, აქვს სამსახური, ჯანმრთელობის პრობლემები ან ბავშვები დადიან სკოლაში, დეპორტაცია მაინც შესაძლებელია.
ყოველი შემთხვევა განსხვავებულია. შენ გჭირდება დახმარება საკონსულტაციო ცენტრების ან ადვოკატების, რომლებიც კარგად ერკვევიან მიგრაციის სამართალში. მათ უნდა შეამოწმონ შენი საქმე დეტალურად.
…როგორ შემიძლია თავის დაცვა დეპორტაციისგან?
აქ შეგიძლია შეიტყო კოლექტიური დეპორტაციის თარიღები:
de.deportationwatch.net/en
Facebook: @Deportation-Alarm
Instagram: @deport_alarm
Telegram: @deportation_alarm
შენ შეგიძლია დაიმალო და სხვაგან დაიძინო. მაგრამ ხელისუფლების ორგანოების შეხვედრებზე მაინც უნდა გამოცხადდე – ან გააუქმო, მაგალითად, იმ მიზეზით რომ ხარ ავად.
გინდა გაიგო, იყო თუ არა პოლიცია შენთან, როცა სახლში არ იმყოფებოდი? მეზობლებს შეუძლიათ გაგაგებინონ, თუ წინასწარ აუხსნი სიტუაციას. თუ მარტო ცხოვრობ, შეგიძლია პატარა ქაღალდი ან კბილის ჯოხი მჭიდროდ ჩააჭირო კარებში, როცა სახლს ტოვებ. სახლში დაბრუნების შემდეგ, ასე შეგიძლია შეამოწმო, გააღო თუ არა ვინმემ კარი.
W2eu გამოაქვეყნა ბუკლეტი მნიშვნელოვანი რჩევებით, თუ როგორ შეიძლება დეპორტაციების შეჩერება.
ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
დეპორტაციის წინააღმდეგ წინააღმდეგობის გაწევის შესახებ მრავალენოვანი ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იპოვოთ No Border Assembly-ზე.
ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
არსებობს „სოლიდარული თავშესაფარი “ (Soli-Asyl). ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობ სხვა ადამიანებთან, სადაც პოლიცია ვერ გიპოვის, აქ შეგიძლია იპოვო დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ენებზე:
არსებობს ასევე „ეკლესიური თავშესაფარი“ (Kirchen-Asyl). ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობ ეკლესიაში ან ეკლესიისთვის განკუთვნილ შენობაში. პოლიციამ იცის, სადაც ხარ, მაგრამ მათ არ აქვთ შენი წაყვანის უფლება. უმეტეს შემთხვევაში ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დეპორტაცია ხდება სხვა ევროკავშირის ქვეყანაში, დუბლინის წესების გამო. და უკეთესია, თუ წინასწარ გექნება პირადი კონტაქტი ეკლესიის წევრებთან ან მღვდელთან, აქ შეგიძლია იპოვო პირველადი ინფორმაცია: