- كيفية إيقاف الترحيل داخل الطائرة
- Video: How to stop a deportation in an airplane
- Vidéo : Comment empêcher une expulsion dans un avion ?
- Video: Wie man eine Abschiebung in einem Flugzeug verhindert
- Vîdyo: Meriv çawa dersînorkirina li balafirê rawestîne?
- Vídeo: ¿Cómo detener una deportación en un avión?
- ویدئو: چگونه از اخراج در هواپیما جلوگیری کنیم؟
- Video: Uçakta sınır dışı edilmeyi nasıl durdurabilirim?
- ویڈیو: جہاز میں ملک بدری کو کیسے روکا جائے؟
მიმდინარე დეპორტაცია
ქართული | Georgisch – ბოლო განახლება:
ბევრისთვის ეს შოკია: პოლიცია არის იქ. შეიძლება ბევრი პოლიციელი მოვიდეს და ისინი შესაძლოა არამეგობრულები იყვნენ. ისინი ვერ ხვდებიან, რამდენად რთულ სიტუაციაში ხარ. მათ არ ყავთ თარჯიმნები. ხშირად რთულია მათთან საუბარი და ვერ მიხვდები, რას გთხოვენ.
ამ ბროშურაში იპოვი მეტ ინფორმაციას პოლიციის და დეპორტაციის შესახებ
მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან რთულია მაინც უნდა სცადო მშვიდად ყოფნა.თუ ისინი აგრესიულად ჩაგთვლიან პოლიციელებმა შეიძლება გამოიყენონ ძალადობა, დაგადონ ხელბორკილები ან ოჯახი დააშორონ ერთმანეთს.
ვინ არის ხელმძღვანელი პოლიციელი? მშვიდად ესაუბრე მას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი:
- ოჯახის რომელიმე წევრი არ იმყოფება სახლში? როგორ აპირებს პოლიცია თავიდან აიცილოს ოჯახის ერთმნეთთან დაშორება?
- აქვს რომელიმე ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემა ან არის ორსულად? არსებობს ამის მტკიცებულება? მოითხოვე პოლიციისგან ექიმთან დარეკვა, რათა შეამოწმონ შეგიძლია თუ არა მგზავრობა.
- ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ცხოვრების ნებართვა, აუსბილდუნგის დულდუნგი, ან მუშაობის დულდუნგი? გაქვთ თავშესაფრის მოთხოვნა წარდგენილი რომელიც ჯერ არ არის დახურული?
- აქვს რომელიმეს პანიკური შეტევა? მაშინ მოითხოვე სასწრაფო ექიმის გამოძახებ
სცადე, მოაგროვო ინფორმაცია:
- გადეპორტებენ ვტობუსით თუ როგორც ხშირ შემთხვევაში თვითმფრინავით?
- რომელი აეროპორტიდან და როდის არის გაფრენა?
- გაფრენამდე გადაგიყვანენ პოლიციის განყოფილებაში ?
- რას ისახავს დეპორტაციის მიზანი? რომელ ქალაქში ჩამოფრინდებით.
- რას ისახავს დეპორტაციის მიზანი? რომელ ქალაქში ჩაფრინდებით?
ერთ ადამიანზე 20 კგ დასაშვებია. ნუ დაივიწყებ მთავარს: წამლები, საბუთები (ბავშვების დაბადების მოწმობა, სამედიცინო დოკუმენტები, პასპორტები და ა.შ.), ტანსაცმელი პირველი დღეებისთვის…
პოლიციას შეუძლია ჩამოგართვას ნაღდი ფული. ეს იმისთვის კეთდება, რომ დეპორტაციის ხარჯების ნაწილი შენ თავად გადაიხადო. მათ ასევე აქვთ უფლება გაჩხრიკონ თქვენი პირადი ნივთები. თუ დეპორტაცია გემუქრება, უმჯობესია ფული მისცე სანდო პირს. მას შეუძლია გადაიხადოს ადვოკატების საფასური ან დეპორტაციის შემდეგ გამოგიგზავნოს ის. როცა პოლიცია გადაწყვეტს რამე ჩამოგართვას აუცილებლად უნდა მოგცეს ქვითარი ან ოფიციალური საბუთი. შენი მხარდამჭერი ან ადვოკატი შეამოწმებს, ჰქონდა თუ არა პოლიციას ამის უფლება.
ხშირად პოლიცია ართმევს ტელეფონს. უმჯობესია, თუ შეძლებ სადმე მეორე ტელეფონის დამალვას. თუ მოახერხებ, ფარულად გააკეთე აუდიო- ან ვიდეოჩანაწერები. დაჟინებით მოითხოვე, რომ ტელეფონის წართმევამდე დაგარეკინონ: დაურეკე შენს ნდობის პირს ან შენს ადვოკატს. თუ შესაძლებელია, მოვიდეს მხარდამჭერი ადამიანი და დეპორტაციის დროს გვერდში დაგიდგეს. ან მას შეუძლია შენს ნაცვლად განახორციელოს ზარები, მაგ. ადვოკატთან დარეკოს. ასევე შეგიძლია დაურეკო ნაცნობებს ან მეგობრებს დეპორტაციის დანიშნულების ქალაქში, რომ დაგხვდნენ და შენთვის ღამის გასათევი მოაწყონ.
შენ ან შენმა მხარდამჭერმა ასევე უნდა დეპორტაციის ზედამხედველობის ორგანოს დაეკონტაქტოთ. მიაწოდოთ ინფორმაცია შენი მდგომარეობის შესახებ და ჰკითხე როგორ შეიძლება შენი დახმარება.
პოლიციას მიყავს ადამიანები პოლიციის განყოფილებაში. შემდეგ აეროპორტში ან ავტობუსში, რომლითაც დეპორტაცია მოხდება. დეპორტაცია ხშირად რამდენიმე საათს გრძელდება. ამ დროს შენს მხარდამჭერებს ან ადვოკატს შეუძლია გამოიყენოს დრო, რათა სამართლებრივად შეაჩერონ დეპორტაცია. თუმცა ახლა მათ ბევრი საქმე აქვთ, უნდა იმოქმედონ სწრაფად და იყვნენ ტელეფონზე ხელმისაწვდომები! შესაძლოა, მათ შეძლონ BAMF-ს თავშესაფრის ახალი განაცხადით მიმართონ ან დულდუნგის განაცხადით, ასევე წარადგინონ სასწრაფო განაცხადი დეპორტაციის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სასამართლოში.
თუ სამართლებრივად შანსს ვერ ხედავ, შეგიძლია დეპორტაციის შეჩერება სხვა გზებითაც სცადო. მაგრამ ფრთხილად: პოლიცია ხშირად მკაცრია და ძალადობრივად რეაგირებს!!!
- შეგიძლია სცადო წინააღმდეგობის გაწევა და გაქცევა
- მეგობრებს შეუძლიათ პოლიციის ბლოკირება
- შეგიძლია უარი თქვა თვითმფრინავში დაჯდომაზე
- كيفية إيقاف الترحيل داخل الطائرة
- Video: How to stop a deportation in an airplane
- Vidéo : Comment empêcher une expulsion dans un avion ?
- Video: Wie man eine Abschiebung in einem Flugzeug verhindert
- Vîdyo: Meriv çawa dersînorkirina li balafirê rawestîne?
- Vídeo: ¿Cómo detener una deportación en un avión?
- ویدئو: چگونه از اخراج در هواپیما جلوگیری کنیم؟
- Video: Uçakta sınır dışı edilmeyi nasıl durdurabilirim?
- ویڈیو: جہاز میں ملک بدری کو کیسے روکا جائے؟
ეს მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენებზე
დაფიქრდი, რა არის შენთვის და შენი ოჯახისათვის უკეთესი: გინდათ დეპორტაცია რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანოთ და ნაკლები ძალადობა გამოიაროთ? თუ გინდათ ყველაფერი სცადოთ, რომ დრო მოიგოთ და კიდევ ერთი შანსი გქონდეთ დეპორტაციის შეჩერებისთვის? ყურადღება: თუ ძალიან ძლიერად გაუწევ წინააღმდეგობას და ამით დეპორტაციას შეაჩერებ, შეიძლება ჩაგსვან სადეპორტო ციხეში და დაგაშორონ შენს ოჯახს
გთხოვ, აცნობე დეპორტაციის ფაქტი ან მისი მცდელობა SFR e.V.-ის დეპორტაციის მონიტორინგის სამსახურს:
deportationwatch@sfrev.de
www.saechsischer-fluechtlingsrat.de/abschiebemonitoring/